„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/120/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 112 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-11
ბიუროს ნომერი 88

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზნები ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის (შემდგომში – კონტრაფაქციული პროდუქციის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომში – გადაადგილებისას) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლების მფლობელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, პატენტზე (მათ შორის, პატენტის მოქმედების განსაკუთრებული დამატებითი უფლება, ვადით ინტეგრალური გაგრძელებულ მიკროსქემის პატენტზე) ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება; ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იმ საქონლის მესაკუთრეა, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს საქონელი კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან ფიზიკური კონტროლი; გ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები; გ.ა) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე და/ან კოლექტიურ ნიშანზე (შემდგომში – სასაქონლო ნიშანი) უფლებების დარღვევით წარმოებული ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც გამოიყენება ის და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – ნებისმიერი საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; გ.დ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტთა ან იმს-ის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების გამოყენება ისე, რომ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; გ.ე) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენება ისე, რომ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები; გ.ვ) პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა ისე, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთან, აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება; ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული; ვ)რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − სამსახური) უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში და არ არის შეტანილი სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში (შემდგომში − რეესტრი). თავი II სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა 1. სამსახური ახორციელებს უფლების მფლობელის უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია სამსახურის რეესტრში. 2. სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზეც, რომელიც დაცულია საქართველოში და არ არის შეტანილი რეესტრში. 3. სამსახური ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებების დაცვას ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებებით. მუხლი 4. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები 1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომში – განმცხადებელი) უფლება აქვს, სამსახურს მიმართოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (შემდგომში – რეგისტრაცია) შესახებ განაცხადით, როგორც წერილობით ისე ელექტრონულად სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა. 2. რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) უფლების მფლობელის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს; ბ) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ; გ) საქონლის ჩამონათვალს, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს; დ) ორიგინალი საქონლის დეტალურ აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ორიგინალი საქონლის და მისი შეფუთვის ამსახველ ფოტოებს, ორიგინალი საქონლის სპეციფიკურ და ტექნიკურ მონაცემებს), რომლითაც მარტივდება საქონლის იდენტიფიცირება; ე) ინფორმაციას საქონლის მწარმოებლის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ; აგრეთვე, ინფორმაციას ორიგინალი საქონლის იმპორტიორების/ექსპორტიორების შესახებ; ვ) ნებისმიერ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას ასეთი საქონლის წარმოშობის, მდებარეობის შესახებ, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალებს, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის, ორიგინალ საქონელსა და უფლებების დარღვევით წარმოებულ საქონელს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე); ზ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების ძალაში ყოფნის ვადისა; თ) განცხადებას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ი) სახელს (სახელწოდებას), მისამართს და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე უფლების მფლობელის წარმომადგენლის შესახებ. 3. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში, თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი, იგი ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს სრულყოფილი (გარდა ამ მუხლის მე4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განაცხადი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ შეიცავს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული სასაქონლო პარტიის შეჩერება და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება თუ უფლების მფლობელი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უნდა ერთვოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობა ან სერტიფიკატი ან სალიცენზიო ხელშეკრულება ან დეპონირების მოწმობა ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი) ორიგინალი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარედგინება უფლების მფლობელის წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული მიერ – აგრეთვე წარმომადგენლობის (ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი მინდობილობა ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). წარმომადგენლობაზე 6. სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან მის რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე. 7. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მონაცემის ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სამსახურს. 8. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 9. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს, რეგისტრაციის ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ. 10. სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ: ა) მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება; ბ) საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიუხედავად, უფლების მფლობელი არ ახორციელებს ამ კანონის არც მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და არც მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; გ) უფლების მფლობელის მიერ მოთხოვნილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღება. მუხლი 5. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება 1. იმ შემთხვევაში თუ სამსახურს ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ისეთი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში და არ არის შეტანილი რეესტრში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერებამდე, სამსახურს შეუძლია პირს, რომელიც პოტენციურად უფლებამოსილია წარმოადგინოს რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულებების (საქონლის, მათ შორის, შესაფუთი მასალის ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. 3. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში; 4. სამსახური ვალდებულია, საქონლის შეჩერების დღესვე ან დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც საქონლის მფლობელს გაეგზავნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს (მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში) აცნობოს (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფორმით) საქონლის შეჩერების შესახებ და მიაწოდოს (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფორმით) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთან, სამსახურს უფლება აქვს მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის წარმოდგენა. 5. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელი რამდენიმე პირია სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს მხოლოდ ერთ პირს. 6. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის დადგენის მიზნით, სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომში – „საქპატენტი“) ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი ობიექტის რეესტრში ასახული ინფორმაციით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს „საქპატენტს“ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს/უწყებას. 7. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული შეტყობინებები აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესაჩერებელი/შეჩერებული საქონლის მიმართ განსახორციელებელი სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ. 8. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია შეუძლია წარმოადგინოს ელექტრონულად, შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 9. შეჩერებული საქონლის გაშვება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ვერ დგინდება რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი; ბ) თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი, თუმცა, აღნიშნული განაცხადის წარდგენა არ განხორციელდა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში და შესაბამისი წესის დაცვით ან სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე; გ) რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის თხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნული განცხადება შეიცავს ინფორმაციას შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზის თაობაზე. 10. რეგისტრაციის განმცხადებელის შესახებ მოთხოვნის განაცხადის საფუძველზე დაკმაყოფილების სამსახური შემთხვევაში, აგრძელებს საქონლის შეჩერების ვადას 10 სამუშაო დღით და მოთხოვნის შესაბამისად აწვდის მას ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუხლი 6. რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება 1. თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას, სამსახურს ექნება საქართველოში საფუძველი დაცულ ივარაუდოს, ინტელექტუალური რომ საქონელი საკუთრების წარმოებულია რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ. 2. სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აგრეთვე საქონლის მფლობელს. 3. საქონლის შეჩერებამდე, სამსახურს შეუძლია საქონლის იდენტიფიკაციის მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, გამოსახულებების (საქონლის, მათ შორის, შესაფუთი მასალის ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. მუხლი 7. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება 1. სამსახურის თანხმობით, განმცხადებელს უფლება აქვს საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში. იმ შემთხვევაში, თუ აღებული ნიმუში არ იქნება სრულად გახარჯული განმცხადებელი ანალიზის დასრულებისთანავე აბრუნებს ნიმუშს. 2. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არასაკმარისია შესამოწმებელ საქონელზე აღებულ ნიმუშზე ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება. 3. მოთხოვნის საფუძველზე, სამსახური ვალდებულია განმცხადებელსა და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია, საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, საქონლის გამომგზავნის ან/და მიმღების, წარმოშობის ქვეყნისა და დანიშნულების ადგილის შესახებ), რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღებას და საქონლის შეჩერების პროცედურის შეწყვეტას. მუხლი 8. შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება 1. იმ შემთხვევაში თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს საქმის წარმოება და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, სამსახური უფლებამოსილია გაუშვას საქონელი თუ დასრულებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს გარანტიას: ა) უფლების მფლობელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით; ან ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ. მუხლი 9. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 1. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს: ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი არ წარმოადგენს კონტრაფაქციულს; ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 2. განმცხადებელმა უნდა შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ვალდებულება მას შემდეგ, რაც მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და ვერ დადგინდება სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა. 3. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან საქონლის შენახვის ხარჯები განმცხადებელს ეკისრება. მუხლი 10. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ 1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან საქონლის შეჩერების ვადის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი ნადგურდება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეგზემპლარისა) განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით, სამსახურის ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადაა 3 სამუშაო დღე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით განიხილება. ამ შემთხვევაში საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს. 4. თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები, სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას. 5. სამსახურს უფლება აქვს შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი ან/და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, რომელიც შესაძლებელია შემდგომში გამოყენებულ იქნას სასწავლო მიზნებისათვის. 6. შეჩერებული საქონელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის მოცილების შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნებისათვის, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით, იმ პირობით, რომ ეს საქონელი არ შეუქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მუხლი 11.სამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურს არ ეკისრება პასუხიმგებლობა თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან სამსახურის მიერ არ იქნა განხორციელებული ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების პროცედურები. მუხლი 12. გამონაკლისი შემთხვევები ეს კანონი არ ვრცელდება: ა) არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის; ბ) ორიგინალ საქონელზე, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი გადაადგილება ხორციელდება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე; გ) საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელსა და აღნიშნულ პირს შორის შეთანხმებულ რაოდენობაზე გადაჭარბებით. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 13. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის №2159 კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163). მუხლი 14. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების (XIII დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) მიხედვით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 წლის მანძილზე უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბაჟოს მიერ აღსრულების თაობაზე“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის (EU) №608/2013 რეგულაციის ინტელექტუალურ დებულებებთან საკუთრებასთან მიახლოება) დაკავშირებულ შესრულებისა სასაზღვრო და ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული ინტელექტუალურ საერთაშორისო საკუთრებასთან ვალდებულებების დაკავშირებულ შესრულება სასაზღვრო და ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი გადამუშავდა მითითებული რეგულაციის მიხედვით და ითვალისწინებს საქართველოში დაცული ყველა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მფლობელების უფლებების დაცვას, აღნიშნული უფლებების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებით. მოქმედი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის კანონის თანახმად, სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებებს ექვემდებარება მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე დარღვევით წარმოებული (ნებისმიერი საქონელი, ან გეოგრაფიულ პროდუქცია მათ შორის, ან/და აღნიშვნაზე უფლებების კონტრაფაქციული პროდუქცია საქონელი, შესაფუთი რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების უფლებებს). დარღვევით კანონპროექტის წარმოებული თანახმად პროდუქციის კი, მსგავსად, ხსენებული სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებები გავრცელდება აგრეთვე პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის გადაადგილებაზე. ამასთანავე, ფართოვდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელების უფლებების დაცვის არეალი და აღნიშნული მოიცავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებას (ნაცვლად საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისა ან საქართველოდან ექსპორტისა) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებას. კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად სიახლეს წარმოადგენს: რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება და ასეთი საქონლისადმი სპეციალური სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებების გამოყენება. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახურს ექნება საფუძველი გადაადგილებული ივარაუდოს, საქონელი რომ საქართველოს წარმოებულია საბაჟო საქართველოში ტერიტორიაზე დაცული ისეთი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში (სსიპ – „საქპატენტში“ რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე) და არ არის შეტანილი რეესტრში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ. ამასთან, ხორციელდება რეგისტრაციის განაცხადის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის მოძიება და შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით მისი ინფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასაზღვრო პროცედურების დასრულება და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია „შემოსავლების სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში“. შესაძლებელი ხდება დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებული და შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება თუ აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს საქმის წარმოება და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას. ამასთან, საქონლის გასაშვებად აუცილებელია დასრულებული იყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და წარმოდგენილ იქნეს გარანტია უფლების მფლობელის ინტერესების დასაცავად საკმარისი ოდენობით. სხვა რიგ ითვალისწინებს რეგულაციებთან გამონაკლის ერთად, შემთხვევებს, წარმოდგენილი რაზეც არ კანონპროექტი გავრცელდება კანონის მოქმედება. კერძოდ: ა) არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის; ბ) ორიგინალ საქონელზე, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი გადაადგილება ხორციელდება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე; გ) საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელსა და აღნიშნულ პირს შორის შეთანხმებულ რაოდენობაზე გადაჭარბებით. სხვა რიგ რეგულაციებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის №2159 კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163) ძალადაკარგულად გამოცხადებასაც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები საბაჟოზე შეჩერებული საქონლის მფლობელის/მესაკუთრის მიმართ. ამასთან, აღნიშნული ფინანსური შედეგების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ თვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შემუშავებულია „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბაჟოს მიერ აღსრულების თაობაზე“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის (EU) №608/2013 რეგულაციის დებულებების გათვალისწინებით. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით შესრულდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის აუცილებელი და „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ნაწილში. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.