საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N12901; 15.06.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-11
ბიუროს ნომერი 88
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
14351-3-9-3-201709111424
N 14351
11/09/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის
ომარ
ჯორბენაძის
საკანონმდებლო
მიერ
წარმოდგენილ
წინადადებაზე
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების
საქართველოს
ორგანული
შეტანის
თაობაზე“
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით (12901, 15.06.2017)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2017 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე განიხილა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ომარ ჯორბენაძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საერთო
სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლს დაემატოს
მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება
შეუწყდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უფლებამოსილების შეწყვეტის
დღიდანვე
დაენიშნება
სახელმწიფო
კომპენსაცია
მოქმედი
მოსამართლის
ხელფასის ¾-ის ოდენობით.
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები.
ესენია:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება.
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
ამდენად,
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
სახელმწიფო
კომპენსაციის დანიშვნის ახალი საფუძვლის - „ჯანმრთელობის მდგომარეობა“
შემოღებას, კომპენსაციის დანიშვნისთვის გამონაკლისი პირობების დადგენას და
კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების განსხვავებული მეთოდის დაწესებას.
ასეთი ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის შესაფასებლად
უნდა გაანალიზდეს, ხომ არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ სამართლიანობისა და
კანონის
წინაშე
თანასწორობის
პრინციპები,
რაც
უფლებრივ
ჭრილში
პრიორიტეტულად გასათვალისწინებელია კანონშემოქმედებითი საქმიანობის
პროცესში.
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
შრომის
ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის მიხედვით,
რაიონული
(საქალაქო)
მოსამართლეების
სასამართლოსა
ყოველთვიური
და
სააპელაციო
თანამდებობრივი
სასამართლოს
სარგოს
განაკვეთი
განისაზღვრება 4000 ლარიდან 5800 ლარამდე.
წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს
კომპენსაციის გაცემას მოქმედი მოსამართლის ხელფასის ¾-ის ოდენობით, ე.ი. 3000
ლარიდან
4350
(დისკრიმინაციულ)
ლარამდე
ფარგლებში,
მდგომარეობაში
აყენებს
რაც,
ცალსახად,
საერთო
არათანაბარ
სასამართლოების
იმ
მოსამართლეებს, რომლებისთვის კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი
დადგენილია
სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-12 მუხლებით და მისი
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
ასევე,
გაუმართლებლად
მაღალია
წინადადებით
მოთხოვნილი
კომპენსაციის ოდენობა იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
მე-9
მუხლის
პირველი
პუნქტისა
და
საერთო
სასამართლოების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის
მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.
არათანაბარი მიდგომის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს შემდეგი
გარემოებაც:
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
გვთავაზობს
კომპენსაციის დანიშვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფლებამოსილების
შეწყვეტის დღიდანვე, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი
პუნქტის
თანახმად,
საქართველოს
საერთო
სასამართლოს
მოსამართლეს
კომპენსაცია შესაბამისი საფუძვლით (მათ შორის, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო
უფლებამოსილების ვადა ან თუ უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის
შემთხვევაში) ენიშნება მხოლოდ 65 წლის ასაკის მიღწევისას.
არათუ 65 წლის ასაკამდე, არამედ საერთოდ არ წარმოადგენს კომპენსაციის
დანიშვნის ცალკე საფუძველს ისეთი გარემოებაც კი, როგორიცაა სასამართლოს
მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, რაც
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
მოსამართლის
თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.
აგრეთვე, ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ცვლილება მისი განხორციელების შემთხვევაში გარკვეულწილად გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 93-ე
მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე
მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან
სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, აგრეთვე
კანონპროექტი,
რომელიც
დაკავშირებულია
მომავალ
საფინანსო
წელთან,
პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის
შემდეგ.
საქართველოს მთავრობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინციატივის განხორციელებას
და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სასამართლო რეფორმის ფარგლებში იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე შემუშავებულია 2017-2021 წლების საერთო
სასამართლოების სისტემის სტრატეგია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად
ითვალისწინებს
მოსამართლეებისთვის
ხელფასების
და
კომპენსაციების
გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. ნებისმიერი ინიციატივა
ხელფასებისა
და
კომპენსაციების
მოწესრიგებასთან
დაკავშირებით
მიზანშეწონილია განხილულ იქნეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
ღონისძიებების შემუშავების პროცესში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ
შემოთავაზებული ინიციატივის განხორციელება რა არის მიზანშეწონილი,
შესაბამისად,
წარმოდგენილი
უარყოფილად.
პატივისცემით,
გედევანი ფოფხაძე
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
საკანონმდებლო
წინადადება
ცნობილ
იქნა