„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.05.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები დ. ხუნდაძე, მ. წიკლაური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/342/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-05-29
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 133. უკანონო აბორტი 1. უკანონო აბორტი,ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2014 წლის _____ მაისი 1
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ ნორმების კერძოდ, 133-ე მუხლის ზედმეტად ლიბერალური მიდგომით უკანონო აბორტის მიმართ. საერთაშორისო პრაქტიკაში თითქმის არ მოიძებნა არც ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც უკანონო აბორტის მიმართ ამგვარი ლიბერალური მიდგომა ფიქსირდება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების გამკაცრება უკანონო აბორტის გამო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლში და მის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე; ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ასევე მკაცრდება ნორმები იმ შემთხვევაში, როცა უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს სასჯელის ფორმად ჯარიმას, ვინაიდან ზემოაღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით, არსებული სტატისტიკის თანახმად, არ არსებობს პრაქტიკა ჯარიმის დასჯის ფორმად გამოყენებისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. 2 წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით გადასახადი ან მოსაკრებელი არ დგინდება გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. 3 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; აღნიშნული პროექტის მომზადების პროცესში მონაწილობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომელთა რეკომენდაციები ასახულია კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 133. უკანონო აბორტი 1. უკანონო აბორტი, -ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) 3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) 5