„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-18
ბიუროს ნომერი 89
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„ახალი
ფსიქოაქტიური
ნივთიერებების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.04.2014, სარეგისტრაციო კოდი:
470070000.05.001.017386) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ
საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა
თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით;
ბ) ნივთიერებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის
ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებს ამავე ქვეპუნქტით
განსაზღვრული ნივთიერებების „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართში
ასახვამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განაპირობა
იმ
გარემოებამ,
რომ
„ახალი
ფსიქოაქტიური
ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირება,
რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე,
რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი
კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
1971 წლის კონვენციით, გამორიცხავს აღნიშნული კანონის გავრცელებას ნივთიერებებზე, რომლებიც
განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული ინსტრუმენტებით „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ
ნივთიერებათა თაობაზე“ 1971 წლის კონვენციით. აღნიშნული კონვენციების თანდართულ სიებს (ე.წ.
„ყვითელი სია“ და „მწვანე სია“) ყოველწლიურად მრავალი ახალი ნივთიერება ემატება, საქართველო
კი ვალდებულია, ეროვნულ დონეზე უზრუნველყოს აღნიშნულ ნივთიერებებზე კონტროლის
დაწესება. ნივთიერებებზე კონტროლის დაწესების წინაპირობაა „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს
კანონში
მათი
შეტანა,
რისთვისაც
აუცილებელია
მთელი
რიგი
შესაბამისი
შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება, მათ შორის, ნივთიერებების მცირე, დიდი
და განსაკუთრებით დიდი დოზების განსაზღვრა, რაც გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული.
არსებული ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით, გაეროს შესაბამისი
კონვენციების სიებში შეტანის მომენტიდან აღნიშნული ნივთიერებები აღარ ითვლებიან ახალ
ფსიქოაქტიურ ნივთიერებებად და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მათი აკრძალვის
უზრუნველყოფამდე ისინი რეგულირების გარეშე რჩებიან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რათა მოხდეს ნივთიერებების კლასიფიცირებისა და
შიდასახელმწიფოებრივი აკრძალვის რეჟიმის დაწესების პროცესების ე.წ. „გარდამავალი ეტაპის“
რეგულირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
საქართველოს
საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
ხელშეკრულებებით
ნაკისრი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლი იყოფა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად. „ა“ ქვეპუნქტში რჩება არსებული რეგულაცია, ხოლო „ბ“
ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ნივთიერებებზე, რომლებიც არ
მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას, თუმცა, ისინი
განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და
„ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის
კონვენციით.
ამასთანავე, კანონის მე-9 მუხლს (გარდამავალი დებულებანი) ემატება მე-3 პუნქტი, რომლის
თანახმად, ზემოხსენებული ნორმის მოქმედება ვრცელდება აღნიშნული ნივთიერებების (რომლებიც
არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას, თუმცა,
ისინი განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და
„ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის
კონვენციით) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართში ასახვამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის
განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და
„ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის
კონვენციით.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 15 მაისამდე
უზრუნველყონ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის
სახელმწიფო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების
გამოცემა და ამოქმედება.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს
იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემის სავალდებულოობის განსაზღვრა, რომლის
შემადგენელი ერთი ან ერთზე მეტი ნივთიერება განეკუთვნება ამ კანონის №2 დანართით
განსაზღვრულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასს, მაგრამ რომელიც
იმავდროულად არ ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.