საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ (07-2/106; 25.07.2017) - ორი კვირით. ბ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/85, 21.07.2017) - ორი კვირით. გ) საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 07.09.2017) - ერთი თვით; დ) საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/86; 29.08.2017) - ორი კვირით; ე) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები (N07-2/81; 25.05.2017) - ათი დღით; ვ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ და მისი თანმდევი პროექტები (07-2/2; 24.11.2016) - ორი კვირით. ზ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/123; 13.09.2017) - ათი დღით;
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
წერილი
N 15291
25/09/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად
გადაცემული აქვს შემდეგი კანონპროექტები, რომელთა განხილვის ვადების
გაგრძელება საჭიროა ინიციატორების თხოვნით:
კანონპროექტები, რომლებზედაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
განსაზღვრულია როგორც წამყვანი კომიტეტი:
1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ 07-2/106, 25.07.2017.
(კანონპროექტის განხილვის ვადა 26.09.2017).
პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ მოწესრიგდება
სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები და ასევე „საქართველოს
სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებით
დამატებით მოიცავს შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და
საქართველოს ეროვნული პრემიებს. გარდა აღნიშნულისა, კანონში განისაზღვრება შოთა
რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული
პრემიების ფულადი ოდენობები.
ინიციატორის თხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის
გაგრძელება 2 კვირით.
2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ 07-3/85, 21.07.17. (კანონპროექტის განხილვის ვადა 26.09.2017).
კანონპროექტის მიზანია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტში (№861-IIს; 17.05.2017) ამ კოდექსში საქართველოს
პარლამენტის 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული სხვა ცვლილებების
ტექნიკური ასახვა, რათა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის“ რიგ ნორმებს შორის არ მოხდეს გადაფარვა და მოხდეს უკვე მიღებული
კანონპროექტების შესაბამისობა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.
ინიციატორის თხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის
გაგრძელება 2 კვირით.
3. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-3/88; 05.09.2017. (კანონპროექტის განხილვის ვადა
02.09.2017).
ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის მოქალაქეობის
გამარტივებული წესით მინიჭების შესაძლებლობას.
მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვით.
4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ 07-3/86, 29.08.17. (კანონპროექტის განხილვის ვადა 26.09.2017).
კანონპროექტის მიზანია, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
სავალდებულო
სამხედრო
მომსამსახურეთათვის
განსაზღვრული
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მოპოვებისთვის დადგენილი წესები
გავრცელდეს ასევე სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა კატეგორიის სამხედრო
მოსამსახურეების (საკონტრაქტო და კადრის სამხედრო მოსამსახურე) მიმართ, აგრეთვე
საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობის ხელშეწყობა.
ინიციატორის თხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის
გაგრძელება 2 კვირით.
კანონპროექტები, რომლებზედაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა სავალდებულოა
1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და საქართველოს კანონების პროექტებს : „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/81;
25.05.2017). (კანონპროექტების განხილვის ვადა 26.09.2017).
ინიციატორის თხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტების განხილვის ვადის
გაგრძელება 10 დღით.
2. საქართველოს კანონის პროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის
კოდექსი“ და მისგან გამომდინარე 31 კანონპროექტი (N07-2/2, 24.11.2016)
(კანონპროექტების განხილვის ვადა 26.09.2017).
კანონპროექტის მიზანია სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და
სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის უნიფიკაცია და
ჰარმონიზაცია, ასევე, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული
წარმოების
გამარტივება
და
გამჭვირვალობა,
ძირითადი
სამართლებრივი ინსტიტუტების დარეგულირება.
ინიციატორის თხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტების განხილვის ვადის
გაგრძელება 2 კვირით.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების
პროექტებს
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა
და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/123; 13.09.2017). (კანონპროექტების
განხილვის ვადა 02.09.2017).
კანონპროექტით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის I
დანართით გათვალისწინებულ I სიას (ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული
ნარკოტიკული საშუალებები) და მე-2 დანართის ნუსხით გათვალისწინებულ
ნარკოტიკულ საშუალებებს ემატება ზემოხსენებული 15 ნივთიერება. კანონპროექტით
თანახმად, თუ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, მისი
ნებისმიერი ოდენობა ჩაითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის
ოდენობად. შესაბამისად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მსგავსად, პროექტით
განსაზღვრული ნივთიერებების ნებისმიერი ოდენობის უკანონო ბრუნვა გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ინიციატორის თხოვნით, მიზანშეწონილია ამ კანონპროექტების განხილვის ვადის
გაგრძელება 10 დღით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე