„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.07.96, გვ. 11) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2017 წლის
№
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე – „გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულია გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც გრანტის მიმღებ
სუბიექტებად გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების
ხელისუფლების ორგანოები დარჩენილი არიან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის
მიღმა.
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ გრანტების
პირდაპირი მიღების უფლებამოსილების შემთხვევაში მიეცემათ შესაძლებლობა
საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული,
სპორტული, სოციალური პროექტების, აგრეთვე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროგრამების განხორციელებისათვის ოპერატიულად მიიღონ მიზნობრივი სახსრები
ფულადი ან ნატურალური ფორმით, რაც აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკების
სახელისუფლებო ორგანოების როლსა და მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს
საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ,,გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონმა გრანტების მიღების ნაწილში სამართლებრივად მოიცვას
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები.
აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების –
სამინისტროების გრანტის გამცემ სუბიექტთა ჩამონათვალში დამატების კუთხით
საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია და განხილვის პროცესშია კანონის
პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე (№072/482, 05.05.2016. ინიციატორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო),
რომლის შესაბამისადაც, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო შეიძლება იყოს
გრანტის გამცემი.
პარლამენტში 2016 წელს ინიცირებული და ამჟამად წარდგენილი კანონპროექტები
ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში საკანონმდებლო დონეზე ერთიანობაში
მოაწესრიგებს გრანტების გაცემისა და მიღების საკითხებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის
მიღების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, რომლითაც გრანტის მიმღები საქართველოს
სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გარდა,
ასევე შეიძლება იყოს ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ჩნდება იმის შესაძლებლობა,
რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ გრანტების სახით მოიზიდოს დამატებითი
შემოსავლები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ
ავტონომიურმა რესპუბლიკამ გრანტების სახით მოიზიდოს დამატებითი შემოსავლები და
შესაბამისი მიზნობრიობით მოახდინოს მათი გაცემა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოქმნის
სახელმწიფოს
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ვინაიდან გრანტის მიღება განხორციელდება კონკრეტული მიზნობრიობით,
კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების
ფინანსურ შედეგებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ნინო
ჩხეტია და ვახტანგ წულაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 4. გრანტის მიმღები
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა)
საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ
უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი
ორგანოს სახით;
გ)
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე;
ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მქონე პირი;
ვ2) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო
კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი;
ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული
პირი;
ი1) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში;
კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;
ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.