საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დიმიტრი დარჩიას მიერ წარმოდგენილ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ (N11586; 01.06.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#15647/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 15647 02/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დიმიტრი დარჩიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათებთან დაკავშირებით (N11586; 01.06.2017). კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: 1. წინადადების ავტორი ითხოვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების მიმღებ პირთა წრის გაზდას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა მტკიცდება მთავრობის დადგენილებით, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“. შესაბამისად, მოცემული საკანონმდებლო წინადადება ვერ პასუხობს რეგლამენტის აღნიშნული ნორმით დადგენილ მოთხოვნას. 2. წინადადებით არ არის წარმოდგენილი ფინანსური გათვლა, იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენას იქონიებს წარმოდგენილი ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აკაკი ზოიძე თავმჯდომარე