საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (თამარ ჩუგოშვილი, სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, ირაკლი მეზურნიშვილი) 2017 წლის 10-16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94
📜 ტექსტი
წერილი
N 15652
02/10/2017
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2017 წლის 10-16 სექტემბერს
ამერიკის შეერთებული შტატებში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 10 ფურცელი
პატივისცემით,
თამარ ჩუგოშვილი
ანგარიში
აშშ მივლინების ანგარიში (2017 წელი, 10-16 სექტემბერი)
მივლინებული:
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ამერიკის
შეერთებული შტატებში
1.
2.
3.
4.
5.
თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
სერგი კაპანაძე;
სოფიო ქაცარავა;
ირაკლი მეზურნიშვილი;
ნინო ფანჯიკიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში
მივლინების მიზანი: სამუშაო შეხვედრები აშშ სენატსა და წარმომდგენელთა
პალატაში,
სახელმწიფო
დეპარტამენტის,
კვლევითი
ცენტრების
და
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან, რაც არის წინაპირობა
აშშ-ში საქართველოს ინტერესების და ორმხრივი ურთიერთობების გამყარებისა და
გაღრმავების.
მივლინების ადგილი: ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, ამერიკის შეერთებული
შტატები
მივლინების თარიღი: 2017 წლის 10-16 სექტემბერი
დელეგატების ძირითადი გზავნილები ამერიკის კონგრესში იყო საქართველოს
მიერ არჩეული საგარეო კურსი, მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები და
დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ამერიკის მოკავშირე და სანდრო
პარტნიორი რეგიონში. მხარებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აშშ შორის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობასა
და მიზანშეწონილობაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი იყო
მოგვესმინა აშშ ადმინისტრაციის პოტენციური პოლიტიკა საქართველოს მიმართ
1
და მისი გაღრმავების
შესაძლებლობები. მიზანი არა მხოლოდ სანდრო
პარტნიორობის კიდევ ერთხელ დადასტურება გახლდათ, არამედ საქართველოს
რესურსების გამოყენებაც, ეკონომიკური თვალსაზრისით. აღიარებენ ბოლო
წლების განმავლობაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში
მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმების ტალღას, რომელიც მიმდინარეობს. ეს
მეტად სარწმუნოს ხდის იმ ფაქტს, რომ საქართველო არჩეულ პროდასავლურ
კურსს არ გადაუხვევს, რომელზეც არსებობს შეთანხმება მმართველ გუნდსა და
ოპოზიციას შორის.
საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების
კონგრესისა და სენატის წევრებთან გამართა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგატები
შეხვდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს კენ
ვოლაკს, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და
აღმასრულებელ
დირექტორს,
ვილიამ
სვენის,
ასევე,
საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დენიელ ტვინინგს. ოფიციალური
ვიზიტის დროს დელეგატები ასევე შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის,
მაკკეინის ინსტიტუტის, “ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) და გერმანიის
მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებს. ქართველმა დეპუტატებმა „კარნეგის
ფონდის - საერთაშორისო მშვიდობისთვის“ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღეს
მონაწილეობა.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანი გახლდათ ამერიკული მხარესთვის
ინფორმაციის მიწოდება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ
პროცესებთან დაკავშირებით და ასევე იმის გაჟღერება, თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია ამერიკის კონგრესის როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური
მხარდაჭერა ქართული მხარის მიმართ.
„ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში
მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, პირველ
რიგში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმასთან და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკის კონგრესმა გააგრძელოს
საქართველოს მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ანუ ტერიტორიული
მთლიანობის დაცვის კუთხით, ასევე განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა
დაფინანსების კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში
პირველი
შეხვედრები
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის
(NDI)
პრეზიდენტთან, კენ ვოლაკთან და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო
ფონდის” (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან უილიამ
სვენსთან გამართა. შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე
დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
თამარ
ჩუგოშვილმა
ამერიკული
არასამთავრობო
ორგანიზაციების
2
ხელმძღვანელებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და
ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს პარტნიორი ორგანიზაციების
როლი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.
საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და
საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში, - ამის შესახებ
„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტმა და
აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ სვენსმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ
საქართველოს საპრლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
განაცხადა.
ორივე შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან
პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა
შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, ცალსახად ყველა თანხმდება იმაზე,
რომ საქართველო მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი,
თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით,
შეხვედრებზე საუბარი შედგა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ორივე
მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ
ტვინინგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაციასთან
შეხვედრაზე
მაღალი
შეფასება
მისცა
საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მზაობა
გამოხატა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს საერთაშორისო ინსტიტუტის
საქართველოსთან ურთიერთობები და მხარდაჭერა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი თემა საქართველოში დანიშნული ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები იყო. დენიელ ტვინინგის განაცხადებით
საერთაშორისო
რესპუბლიკურ
ინსტიტუტს
ადგილობრივ
არჩევნებზე
დამკვირვებლები ეყოლება.
საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაციის
წევრებმა,
პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით,
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური
ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესვუმენ
დინა
ტიტუს
შეხვდა. შეხვედრისას
მხარეებმა
საგარეო
პოლიტიკის
მიმართულებებზე ისაუბრეს, სადაც ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის
3
საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ქართველმა
პარლამენტარებმა ამერიკელ კონგრესვუმენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები
გააცნეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო, ასევე თავისუფალი ვაჭრობისა და
ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
დელეგაცია ვაშინგტონში, კონგრესმენებს - ამერიკის შეერთებული შტატების
წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის
პალატის“ თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის
მოადგილეს, დევიდ პრაის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს
საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე,
სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ
შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და
საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. „გვქონდა
ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც
საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო
ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა
იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს
პროცესი“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის
პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.
„დემოკრატიის
პარტნიორობის
პალატის“
თავმჯდომარის
მოადგილის,
კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს და
საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვს და საქართველოს ამერიკის
კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყვას. „საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში.
კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით და
ასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან
ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც
ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა
შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის
წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად
ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან“, - აღნიშნა დევიდ პრაისმა.
კონგრესმენების განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და
სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ
შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.
როგორც კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა,
ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და
ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ
რიგში, ეს შესაძლებელს ხდის, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის
ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი,
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან
გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა.
4
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში
ვიზიტის
ფარგლებში,
საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაცია
წარმომადგენელთა
პალატის
საქართველოს
მეგობართა
ჯგუფის
თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა. კონგრესმენმა
საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ
აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა
გამოხატა.
მხარეებმა
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიების
დეოკუპაციის
საკითხებზე და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანს შორის მჭიდრო
თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა
საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ ყველა
ჩვენგანი იზიარებს საერთო მიზანს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების
დაბრუნებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დატოვებას
გულისხმობს. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ
შტატებს შორის სოლიდარობის შესახებ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რათა
დავრწმუნდეთ, რომ სოლიდარობა ძალიან ნათელია, საერთოა. ჩვენ ვდგავართ
საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სურვილის გვერდით, იყოს
დამოუკიდებელი, ევროპული თანამეგობრობისა და ნატოს ფუნქციური წევრი“, განაცხადა შეხვერის დასრულების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჯერი კონოლიმ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, აშშ ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ
მაიკლ კონავეის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ
ურთიერთოებებზე
და
საპარლამენტო
თანამშრომლობის
გარღმავების
მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონგრესმენმა მაიკლ კონავეიმ კიდევ ერთხელ
დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობისა და
ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ
ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
კონგრესმენმა სტივ ვომეკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო
ქაცარავას უმასპინძლა. შეხვედრისას, ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს
სუვერენიტეტის,
ტერიტორიული
მთლიანობისა
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოხატა. მხარეებმა ორ
ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
5
წევრები ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰალ როჯერს
შეხვდნენ. კონგრესმენმა, ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
აღნიშნული კომიტეტი სხვადასხვა ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების
საკითხებს განიხილავს. კონგრესმენებთან შეხვედრებს ქართული მხრიდან საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან ერთად
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საპარლამენტო დელეგაცია
კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა. კონგრესმენმა, საქართველოს სუვერენიტეტისა
და
ტერიტორიული
მთლიანობისადმი,
ქვეყნის
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციისადმი
და
გატარებული
დემოკრატიული
რეფორმებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. მხარეებმა საქართველოსა და აშშს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე
თანამშრომლობისა და არსებული ურთიერთობების მომავალში გაღრმავების
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმღვანელობით,
სენატორ რონ ჯონსონს და სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ. შეხვედრისას
მხარეებმა აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი
ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე
ისაუბრეს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სენატორ კორი
გარდნერს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვეს, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ
სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღოს
და დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.
ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს სრული მხარდაჭერა დაადასტურა,
დელაგაციის წევრებმა სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში მოიწვიეს.
საპარლამეტო დელეგაციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის,
სერგი კაპანაძის განცხადებით, აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის
მიერ
მკაცრი
რეზოლუციების
მიღება
მნიშვნელოვანია
ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის. „კონგრესის ორივე პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების
მიღება, რომელიც ერთი მხრივ, მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და
მეორე მხრივ, გმობს რუსეთის ქმედებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, საპარლამენტო უმცირესობა - „ევროპული
საქართველო“ მხარს უჭერს ამ ინიციატივას. დიდი ხანია ამაზე მუშაობა
მიმდინარეობს და ასეთი რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეიძლება
წარმატებული იყოს. მისი მნიშვნელობა ბუნებრივია გამოიხატება იმაში, რომ ეს
არის ძალიან მკვეთრი გზავნილი რუსეთის მიმართ ერთი მხრივ და მეორე მხრივ,
იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აქამდე აღიარეს ჩვენი ოკუპირებული
6
ტერიტორიების დამოუკიდებლობა და შეიძლება ფიქრობდნენ მათ აღიარებაზე“,განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კონგრესში დელეგატები ასევე შეხვდნენ კონგრესმენებს დეინა რორაბაჩერს და
პოლ ქუქს. ამერიკელ კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრებზე დელეგატებმა
რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ოკუპაციის თემაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე,
ევროატლანტიკურ ინტეგრაციისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხებზე
გაამახვილეს ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად დღის წესრიგში იდგეს საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველო ამერიკისთვის აღიქმება
მნიშვნელოვან პარტნიორად, რომელიც კარგად თანამშრომლობას შტატებთან და ამ
ყველაფრის
შენარჩუნება
არის
უმნიშვნელოვანესი.
ნატო-ს
წევრობის
თვალსაზრისით და ნატო-სთან დაახლოების გზაზე ამერიკის პოზიცია ყველამ
ვიცით, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პოზიციაა და გადამწყვეტია. ამ კუთხით ჩვენ
გვიწევს ყოველთვის ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან საუბარი და ბევრი მათგანი არის
საკმაოდ კეთილგანწყობილი“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ
შტატებში გრძელდება. დეპუტატები შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენელთა
პალატაში მართავენ. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებისა
და
მოსალოდნელი
საკონსტიტუციო
ცვლილებების საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ წამოწია ამერიკასთან
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყების თემაც. თუმცა აქვე
დეპუტატები განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით შედეგის მიღწევა ადვილი არ
იქნება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციის
„ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან და გერმანიის
მარშალის ფონდის (GMF) მთავარ ექსპერტებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო
საქართველოში
მიმდინარე
დემოკრატიულ
რეფორმებს,
მათ
შორის
საკონსტიტუციო რეფორმას, წინასაარჩევნო გარემოს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო,
ეკონომიკურ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.
ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის
და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი
მხარდაჭერა გამოხატა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აშშ-ში ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში მაკკეინის ინსტიტუტის, კონგრესის კვლევითი ცენტრის, ღია
სამყაროს პროგრამის და Freedom House - ის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც
მაკკეინის
ინსტიტუტთან,
ასევე
კონგრესის
კვლევითი
ცენტრის
წარმომადგენლებთან განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები,
7
მათი გამოცდილების გაზიარების და გაცვლითი პროგრამების მიმართულებები.
რაც შეეხება ღია სამყაროს პროგრამას - მომავალი წლისთვის დაიგეგმა, როგორც
პარლამენტარების, ასევე პარლამენტის თანამშრომელთა ორ კვირიანი გაცვლითი
პროგრამა აშშ-ში, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კიდევ
უფრო დაახლოებას და ამერიკული გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრა Freedom
House - ის წარმომადგენელთან ემსახურებოდა აღნიშნული ორგანიზაციის
ყოველწლიურ
კითხვარს,
რომელზეც
პარლამენტმა
საგარეო
საქმეთა
სამინისტროსთან ერთად მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაასრულა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ
ჩუგოშვილი ხელმძღვანელობდა, კარნეგის კვლევით ცენტრში შეხვედრადებატები გაიმართა.
შეხვედრა მიმდინარეობდა მრგვალი მაგიდის ფორმატში და მასში ექსპერტების
გარდა,
დიპლომატიური
კორპუსის,
აშშ
სახელმწიფო დეპარტამენტის,
არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც
მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განხილული
საკითხები შეეხო საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ
მდგომარეობასა და საგარეო ურთიერთობებს; მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების, საკონსტიტუციო რეფორმის და საქართველოს
საგარეო კურსის შესახებ. შეკითხვები ასევე შეეხებოდა საქართველო-რუსეთის
ურთიერთობებს,
ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
საკითხებს.
განსაკუთრებული დაინტერესდა გამოიწვია საუბრებმა საქართველო-ნატოს და
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობის გაღრმავების გზებზე. მხარეებმა
ისაუბრეს
აშშ-სთან
თავისუფალი
ვაჭრობის
შესახებ
შესაძლო
შეთანხმებაზე, DCFTA-ზე ( ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმება), ასევე ევროპასთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან მზარდ სავაჭრო
კავშირებზე.
შეხვედრაზე ქართული დელეგაცია
ორპარტიულად იყო წარმოდგენილი:
უმრავლესობიდან: თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა, ირაკლი მეზურნიშვილი,
„ევროპული საქართველოდან“ - სერგი კაპანაძე. აღსანიშნავია, რომ დისკუსიას
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აშშ
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა ევროპისა და
ევრაზიის საკითხებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ8
ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის
ბიუროს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის განყოფილების, აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს, სახელმწიფო
დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავთა საკითხთა
ბიუროს, სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს დესკის და აშშ-ის
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
საქართველოს
დესკის
წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ
შეთანხმების
გაფორმებაზე,
საქართველოში
დემოკრატიული
განვითარების პროცესზე, ქვეყნის ოკუპირებული ტეროტორიებისა და
ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.
დელეგაციის
წევრებმა
სახელწიფო
დეპარტამენტის
წარმომადგნელებს
საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტში
ინიცირებული ის კანონპროექტები გააცნეს, რომელთა მიღება საშემოდგომო
სესიაზე იგეგმება.
შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ
ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
ერთკვირიანი
ვიზიტი
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
„ამერიკის
ხმასთან“ ინტერვიუში შეაჯამა. განხილვის მთავარი საკითხები იყო ოკუპირებული
ტერიტორიები და ასევე, შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან,
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ინტერვიუში თამარ ჩუგოშვილმა, ასევე,
საკონსტიტუციო რეფორმის შესახებაც ისაუბრა.
ამერიკის კონგრესში გამართულ შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაციასთან
ერთად, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით
ბაქრაძეც ესწრებოდა.
დასკვნა: საქართველო კვლავ ინარჩუნებს ამერიკის და დასავლეთის ცალსახა
მხარდაჭერას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ კონგრესის ბევრი წარმომადგენლისგან, რომ
ამერიკის ძალიან ძლიერი და პოზიტიური პოლიტიკა საქართველოს მიმართ
გაგრძელდება. ამსთანავე აშკარაა საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველომ მეზობელ ქვეყნებს სტაბილურობის და
მშვიდობის მაგალითი უნდა აჩვენოს. საქართველოს რეგიონის უსაფრთხოებაში
მნიშვნელოვანი წილის შეტანა შეუძლია. და კიდევ ერთხელ ქართველმა ხალხმა
უნდა იცოდეს, რომ სენატში საქართველოს განვიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან
მოკავშირესა და მეგობარს.
9
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამომავალოდ დაგეგმილი
ოფიციალური ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე მოემსახურება
ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო
გაღრმავებას და კონკრეტული პროექტებით ამერიკის კონგრესსა და საქართველოს
პარლამენტს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
ნინი ფანჯიკიძე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანაშემწე საგარეო ურთიერთობების საკითხებში
10