„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ 13) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენციის, ასევე
საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან
ერთად, შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და საზღვაო
გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას”,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული დოკუმენტი უნდა განახლდეს
6 წელიწადში ერთხელ.“.
2. XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი:
„მუხლი 691. გარდამავალი დებულება
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ სექტემბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის 56მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული „შავი ზღვის დაცვის ეროვნული საზღვაო
სტრატეგია და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის
სამოქმედო პროგრამა“.“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „ერთის მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ საქართველოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (შემდეგში „ასოცირების შესახებ შეთანხმება“) 306-ე მუხლიდან
გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბება შავი ზღვის წყლების
დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით გასატარებელი იმ ღონისძიებებისათვის, რომელიც
უზრუნველყოფს ზღვის გარემოს გაუმჯობესებას, ზღვის წყლების დაბინძურების ეტაპობრივ
შემცირებას და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ 1998 წლის საქართველოს კანონის
(შემდგომში „კანონი“) IX თავი შეეხება საქართველოს საზღვაო სივრცეში ზღვის გარემოს დაცვას,
თუმცა ამ თავის დებულებები მხოლოდ ზოგადად განსაზღვრავენ საზღვაო ტრანსპორტით და
ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან დაბინძურების სახეებს, დაბინძურების იდენტიფიკაციის
პროცედურებს და კრძალავს ზოგიერთ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ზღვის
გარემოს დაბინძურება.
ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია მოახდინოს XXVI
დანართში მითითებული „საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი
ქმედებებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ” 2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და
საბჭოს დირექტივის 2008/56/EC-ის კონკრეტული დებულებების იმპლემენტაცია, რომლებიც, მათ
შორის, მოიცავენ შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და საზღვაო გარემოს კარგი
ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამის შემუშავების ვალდებულებას
2022 წლამდე, რაც მოქმედი კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის. აქვე აღსანიშნავია,
რომ განხილული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრა უნდა
მოხდეს 2017 წლის 1 სექტემბრამდე.
შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ „საქართველოს საზღვაო
სივრცის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი, რომელიც შექმნის აღნიშნული
სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავების სამართლებრივ საფუძველს და
ამავდროულად განსაზღვრავს მათ შემუშავებაზე პასუხიმგებელ კომპეტენტურ ორგანოს
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი ასახავს „საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი
ქმედებებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ” 2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და
საბჭოს დირექტივის 2008/56/EC-ის საქართველოსათვის შესასრულებლად სავალდებულო
დებულებების მოთხოვნებს, რომლებიც მოიცავენ შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და
საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამის
შემუშავებისა და კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრის ვალდებულებას.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება - ფაზა 2“
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 56. საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული
დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს
დაბინძურების თავიდან აცილება
1. აკრძალულია საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული
დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურება.
საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო სივრცისა
და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზებას.
3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი
ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი
აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი
ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა.
თავი XI. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 69. აქტები, რომლებიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებისთანავე
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 13 მარტის №284 ბრძანებულება „ნავთობითა
და ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე სხვა
ნივთიერებებით ზღვის გაჭუჭყიანებით მიყენებული ზარალის გემის პატრონის მიერ
ანაზღაურების ოდენობის შესახებ“;
ბ) სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 თებერვლის №137 ბრძანებულება „სსრკ
ეკონომიკური ზონის შესახებ“.