„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 152-ე მუხლის პირველი -მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის
დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა
უგვიანეს 25 დღისა პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა,
უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 20
დღისა წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის
თაობაზე.
თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ
შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად
ჩაითვლება.
2. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა
უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 30 დღისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი
კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს
მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს
კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან
კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.“
2. 152-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„4. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია. თუ პარლამენტის ბიუროს მიერ
კანონპროექტის განხილვისათვის
დადგენილ
ვადაში წამყვანი კომიტეტი არ
გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან
დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან
კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას
წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.“
3. 159-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე
გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე
მოსმენით განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს,
რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 15 დღის ვადაში
განიხილავს მას. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება
ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების
მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება
შენიშვნებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ
მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის
თავმჯდომარის
ბიუროს
მოტივირებული
გადაწყვეტილებით.
წინადადების
წამყვანი
საფუძველზე,
კომიტეტის
მიერ
პარლამენტის
კანონპროექტის
განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის
ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი
კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.
2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული
შენიშვნების
გათვალისწინებით
გადამუშავებული
კანონპროექტი
პირველი
მოსმენით მიღებიდან 20 დღის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი
არყოფნის
შემთხვევაში
–
უფლებამოსილი
მოადგილის
ხელმოწერით,
წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა
და
კენჭისყრისათვის.
ამასთანავე,
კანონპროექტის
თითოეული
გვერდი
ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.“
4. 163-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51
პუნქტი:
„5 . დაუშვებელია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის
1.
შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე
10 დღით ადრე.“
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
ქუთაისი,
N
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტების
საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის ვადასთან პრაქტიკაში წარმოქმნილი
პრობლემები.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
კანონპროექტების
საკომიტეტო
განხილვისათვის დადგენილი ვადა (არა უგვიანეს 14 დღე სავალდებულო დასკვნის
წარმდგენი კომიტეტისთვის, 3 კვირა (ანუ რეალურად 15 სამუშაო დღე) წამყვანი
კომიტეტისთვის) ართულებს შესაძლებლობას კომიტეტებმა სრულფასოვნად
შეისწავლონ და განიხილონ ინიცირებული კანონპროექტები. შეძლონ მაქსიმუმ სამ
კვირიან ინტერვალში, ხოლო სავალდებულო კომიტეტებისთვის 2 კვირის ვადაში,
მიზნობრივი
ჯგუფების,
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
მოწვეული
ექსპერტების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლების ჩართვა კანონპროექტის
შესწავლასა და განხილვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსულტაციების
გამართვა და კანონპროექტის მიღების შესაძლო გავლენის ანალიზი.
რეგლამენტით
დადგენილი
ვადა
შემაფერხებელია
არა
მხოლოდ
კომიტეტებისათვის, არამედ სხვა სუბიექტებისათვისაც (ფრაქციები, უმრავლესობა,
უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები), მათ შორის საქართველოს
მთავრობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო სუბიექტების მიერ
კანონპროექტის
გატარების
ინიცირების
მიზნით
შემთხვევაში
მნიშვნელოვანია
კოორდინირებული
საქართველოს
პოლიტიკის
მთავრობის
პოზიცია,
რომელიც მან პრაქტიკულად 14 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს წამყვან
კომიტეტს.
ასევე,
უნდა
აღინიშნოს,
რომ
რეგლამენტით
განსაზღვრული
ვადები
წინააღმდეგობრივი ხასიათისას. კერძოდ, რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-6
პუნქტის თანახმად, რეგლამენტით დადგენილი ვადის ათვლისას არ იანგარიშება
კანონით
გათვალისწინებული
დასვენების
(უქმე)
დღეები.
შესაბამისად,
სავალდებულო კომიტეტებისათვის განხილვის 14 დღიანი ინტერვალის ათვლისას
არ უნდა ითვლებოდეს დასვენების(უქმე) დღეები, რაც როგორც წესი მოიცავს 3
კვირას. ამავდროულად, წამყვანი კომიტეტისთვისაც განსაზღვრულია 3 კვირის
3
ინტერვალი. ნათელია, რომ რეგლამენტით, როგორც წამყვანი ისე სავალდებულო
დასკვნის წარმდგენი კომიტეტისათვის დადგენილია განხილვის თითქმის
თანაბარი ვადა. უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად წამყვანი კომიტეტი ატარებს სხდომას მხოლოდ სავალდებულო
კომიტეტის, სხვა საპარლამენტო სუბიექტების და საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილ ვადაში დასკვნის წარდგენის შემდგომ. შესაბამისად, დამკვიდრებული
პრაქტიკის თანახმად, სავალდებულო კომიტეტებს ეძლევათ მხოლოდ 2 კვირა
კანონპროექტების განხილვისათვის.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომიტეტების უმრავლესობა სასესიო
პერიოდში განიხილავენ დიდი რაოდენობით კანონპროექტებს, საერთაშორისო
ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო წინადადებებსა და ანგარიშებს. შესაბამისად,
აღნიშნული ვადაში მათ უწევთ ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობა, რაც
პრაქტიკულად
ამცირებს
თითოეული
კანონპროექტის
განხილვისა
და
შესწავლისათვის განკუთვნილ დროს.
რეგლამენტის
მოქმედი
რედაქცია
იძლევა
ვადის
გახანგრძლივების
შესაძლებლობას. თუ დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს
სხდომის გამართვას, მას შეუძლია მოტივირებული წინადადებით
ბიუროს ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე.
მიმართოს
2017 წლის საგაზაფხულო სესიის
პერიოდში ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით წამყვანმა კომიტეტებმა 40-ჯერ
მიმართეს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს.
აღნიშნული
სტატისტიკა
ცხადყოფს რეგლამენტით დადგენილი ვადების გადახედვის აუცილებლობას. აქვე
უნდა
აღინიშნოს,
რომ
კომიტეტები,
როგორც
წესი,
კანონპროექტებს/საერთაშორისო ხელშეკრულებებს განიხილავენ დადგენილი
ვადის
ბოლოს.
რაც,
ასევე,
მიუთითებს
დადგენილი
ვადების
არარელევანტურობაზე.
ევროპის ქვეყნებში კანონპროექტის განხილვის ვადები მერყეობს 2-დან 6 თვემდე.
მაგალითად ავსტრიაში განხილვის პროცესი კანონპროექტის დარეგისტრირებიდან
4 თვის მანძილზე უნდა მოხდეს, ინიციატორის თხოვნით დასაშვებია 3 თვის
განმავლობაში განხილვა. უფრო მეტიც, საკითხის სირთულიდან გამომდინარე,
ღრმა
ანალიზის
საჭიროების
შემთხვევაში,
კომპეტენტური
დასკვნის
შემუშავებისათვის კომიტეტში იქმნება ქვეკომიტეტი.
გერმანიაში კანონის მიღების პროცედურა როგორც წესი 4-დან 6 თვემდე
გრძელდება.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო კომიტეტები კანონპროექტს განიხილავენ
მისი ინიცირებიდან 60 დღის განმავლობაში.
4
ბულგარეთის რესპუბლიკაში
კომიტეტებმა სავალდებულო დასკვნა ასამბლეას
უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 2 თვისა.
ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტში წამყვანმა კომიტეტმა დასკვნა უნდა
წარადგინოს 7 სამუშაო კვირის განმავლობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
მთავრობას დასკვნის წარდგენისათვის ეძლევა 5 კვირა.
ხორვატიაში კანონპროექტი მიღებული უნდა იქნეს ინიცირებიდან არაუგვიანეს 6
თვისა.
ზემოთ მოყვანილი საპარლამენტო რესპუბლიკური წყობის მქონე ქვეყნების
პრაქტიკა
ნათლად
მოწმობს
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილი ვადების არაოპტიმალურობას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ
აღნიშნული ქვეყნების ნაწილმა გაიარეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ჰარმონიზაციის პერიოდი რაც დიდი რაოდენობით კანონპროექტების მიღებას
გულისხმობდა, შესაბამისად ამ ქვეყნებში დადგენილი ვადა ითვალისწინებდა
აქტიურ საპარლამენტო კანონშემოქმედებით საქმიანობას.
გარდა ამისა, ზოგიერთი კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით და მოკლე
დროში დიდი რაოდენობით კანონპროექტების განხილვის ფონზე, რთულდება
კომიტეტების საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა და ასევე, კომიტეტის
საქმიანობის დაგეგმვა. ბიუროს მიერ განსაზღვრული 14 დღიანი პერიოდი,
ერთდროულად
დიდი
რაოდენობით
კანონპროექტების/საერთაშორისო
ხელშეკრულებები დაფიქსირების შემთხვევაში, არ იძლევა საშუალებას კომიტეტში
მოხდეს დროის ოპტიმალური გადანაწილება და ყველა დაგეგმილი ღონისძიების
ჩატარება.
ეფექტიანი
საკომიტეტო
საქმიანობის
შემაფერხებელ
ფაქტორს,
აგრეთვე,
წარმოადგენს სასესიო პერიოდის ბოლოს დაჩქარებული წესით კანონპროექტების
განხილვის დამკვიდრებული პრაქტიკა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია საპარლამენტო
კომიტეტების კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და
საზოგადოების
ინფორმირებულობის
ხარისხის
ამაღლება.
შესაბამისად,
წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის მიერ
წამყვანი
და
სავალდებულო
დასკვნის
წარმდგენი
კომიტეტებისათვის
5
პარლამენტში
ინიცირებული
კანონპროექტების
განხილვის
ვადების
გახანგრძლივებას.
ცვლილებით, კომიტეტებს საშუალება მიეცემათ ყოველი ინიციატივა განიხილონ
ოპტიმალური დროის ფარგლებში, შეძლონ კონსულტაციების გამართვა ყველა
დაინტერესებულ
ჯგუფებთან
და
ექსპერტებთან.
აღნიშნული
გაზრდის
კომიტეტების ინფორმირებულობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს.
შედეგად
გაიზრდება
კომიტეტების
ეფექტიანობა
პარლამენტის
კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება კანონპროექტის განხილვის დადგენილი
ვადები. კერძოდ:
-
პარლამენტის
კომიტეტები,
დამოუკიდებელი
ფრაქციები,
პარლამენტის
წევრები,
იურიდიული
დეპარტამენტი
წამყვან
შენიშვნებს
კანონპროექტის
თაობაზე
კანონპროექტის
განხილვის
უმრავლესობა,
უმცირესობა,
პარლამენტის
კომიტეტს
გადასცემენ
პარლამენტის
პროცედურის
აპარატის
თავიანთ
ბიუროს
დაწყების
მიერ
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. (მოქმედი რედაქციით
განსაზღვრულია 14 დღიანი ვადა).
-
საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს
კანონპროექტის თაობაზე პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა
უგვიანეს 20 დღისა (მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია 14 დღიანი ვადა).
-
იცვლება წამყვანი კომიტეტისათვის დადგენილი განხილვის ვადა და
ნაცვლად 3 კვირისა წამყვანი კომიტეტი ინიცირებულ კანონპროექტს
განიხილავს
პარლამენტის
ბიუროს
მიერ
კანონპროექტის
განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს
30 დღისა.
-
2 კვირის ნაცვლად 15 სამუშაო დღემდე იზრდება ვადა, რომელიც წამყვანმა
კომიტეტმა უნდა დაიცვას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით მიღების შემდგომ კანონპროექტის განხილვისათვის.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად წამყვანი კომიტეტის მიერ
კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის გაზრდა იწვევს ცვლილებას
6
აგრეთვე, რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-4 პუნქტში. მე-4 პუნქტით განისაზღვრა,
რომ თუ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
განხილვისათვის მისთვის დადგენილ ვადაში არ გამართავს სხდომას და არ
გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის
ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის
მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის
დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შეტანის საკითხი. მოქმედი რედაქციით ინიციატორი უფლებამოსილია
განახორციელოს
ზემოხსენებული
ქმედება
კანონპროექტის
განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
მოქმედი
რედაქცია
არ
ითვალისწინებს
შემთხვევას,
როდესაც
ხდება
კანონპროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივება, რაც შესაძლოა იყოს 1 თვეზე
მეტი.
პროექტით დაუშვებელი ხდება დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის
წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის სასესიო პერიოდის
დასრულებამდე 10 დღით ადრე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
7
კანონროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებსა
და
რეგულაციებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან კაკულია და ლევან კობერიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან კაკულია და ლევან კობერიძე
8
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია რომლებშიც შედის ცვლილება
მუხლი 152
1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 14 დღისა
საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა,
უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს
კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ
წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ
მოწონებულად ჩაითვლება.
2. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა
უგვიანეს 3 კვირისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული
უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები,
რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის
თაობაზე.
3. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ
იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად,
არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის
არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
4. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე გატანა დაუშვებელია. თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში
წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას
კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია
მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე
დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
5. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის
სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია
კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე განსაზღვროს
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც
არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან
დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან
კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი
კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შეტანის საკითხი.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
პარლამენტის ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უახლოესი პლენარული
სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის
განმავლობაში პარლამენტის ბიუროს წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის
საკითხს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება, რის შესახებ ინფორმაციას
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი აწვდის პარლამენტის ბიუროს.
9
7. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.
8. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ აბრკოლებს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
9. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის
თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის
ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის
აპარატის უფროსის მიერ.
10. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს
წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის,
უმცირესობის, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სხვა
უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში
გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი.
მუხლი 159
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და
გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით
განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს მას. წამყვანი
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების),
მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების
შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი
კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს
კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის
დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია
განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის
პასუხისმგებლობის საკითხი.
2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული
შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით
მიღებიდან 3 კვირის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის
შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით
ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე,
კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის
უფროსის მიერ.
3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას
კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების
მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, ასევე ალტერნატიული წინადადებები,
რომლებიც წამყვან კომიტეტს წარედგინა.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ
რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების
10
შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3
პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან,
პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით), შეკითხვისა და
დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის
გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია
დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. სხდომის თავმჯდომარეს უფლება
აქვს, ცალკეულ შემთხვევებში, კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, პარლამენტის
წევრის მოთხოვნის საფუძველზე შეკითხვისათვის დამატებით გამოყოს 2 წუთი, ხოლო
დაზუსტებისათვის – 1 წუთი. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების
შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ
შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს
20 წუთს.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის
თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ,
კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორს
შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების
შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად
უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის
პარლამენტის
წევრი,
კომიტეტის,
ფრაქციის,
უმრავლესობის,
უმცირესობის
წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე.
ალტერნატიული
წინადადების
ავტორის
გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია
ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ
ერთხელ. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს, ერთხელ ისარგებლოს 1წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე.
8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების
დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ
წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების
წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ
უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5
წუთს.
9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების
დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.
თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად
ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება
სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს
სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით.
გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის
გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია
გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც
ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას,
უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს
დაუთმოს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება,
მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში
11
ან უმცირესობაში, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ამ
თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი
კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის
გამოსვლისა – 15 წუთს.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და
უმრავლესობის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში
პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
12. ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების
დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
13. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების
გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.
14. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ
წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.
15. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით
იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;
ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში
დაბრუნების შესახებ.
16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი
მიღებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა
საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება
დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
17. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი
სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად
ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად ერთი სესიის
განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. ამის შესახებ
პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცნობებს პარლამენტს. აღნიშნული ფაქტი
ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
მუხლი 163
1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული
წესით.
2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე
მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში.
პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება
დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის
წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, ამ საკითხს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის პლენარული სხდომა.
4. პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ
რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პლენარული
სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს თავიანთ შენიშვნებს
კანონპროექტის თაობაზე.
12
5. დაუშვებელია დაჩქარებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და
კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
6. დაჩქარებული წესით კანონპროექტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი
ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას.
7. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით
განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა
ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული
წესით კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება
კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
8. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა შესაძლებელია
გაიმართოს მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს.
ამასთანავე, პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მისი საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი.
აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე
მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი
მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის,
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის
შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის
სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის
შემსრულებლის) მიერ.
13