„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 30/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.018456) პირველი
მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული 219-ე მუხლის პირველი ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ
კოდექსის 1537, 1538 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით,
155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7
ნაწილებით
და
194-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ
კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 129 1 , 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით
ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.
გამომდინარე იქედან, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა სუბიექტების მიერ ხდება
მოცემული მოთხოვნის დარღვევა, აუცილებელია დადგინდეს ჯარიმა ამგვარი ქმედების
პრევენციის მიზნით. შესაბამისად კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო
მოთხოვნის დარღვევა და აღნიშნული შედეგად მომხმარებელთა ინტერესების შელახვა.
გარდა ამისა ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე
მუხლის პირველი ნაწილი 17/05/2017 წლის 861-IIს ცვლილებით 2018 წლის 1 მაისიდან
განსხვავებული რედაქციით ამოქმედდება, გაჩნდა აღნიშნული საკანონმდებლო აქტის
შესაბამისი ცვლილების საჭიროებაც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს
შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტურად იმოქმედოს სასესხო ურთიერთობებში
მომხმარებელთან ინტერესების დაცვისათვის და ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდეს
ზემოთ მითითებული ტექნიკური ხასიათის ცვლილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპორექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოები განიხილავენ 1538 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს 2018 წლის 1 მაისიდან ასამოქმედებელი საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვითაც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 107-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 1073 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, მატარებლის
ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში
თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხში შეყოლა ან მეტროპოლიტენით
სარგებლობის წესების სხვა დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“.
3. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 113. საზღვაო ტრანსპორტით სარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
წესების დარღვევა
საზღვაო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და
მოწყობილობათა დაზიანება –
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ
ოდენობამდე, თანამდებობის პირისა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ
ოდენობამდე.“.
4. 1553 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1553. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი
მოთხოვნების შეუსრულებლობა
1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების
საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო
ობიექტში ან სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც საქართველოს კანონმდებლობით
აკრძალულია მისი რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
3. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს
განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა –
მოხმარებისთვის
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
5.
თამბაქოს
ნაწარმის
რეალიზაცია
ერთეული
ღერებით
ან
კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, –
ერთეული
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
7. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს
განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია –
მოხმარებისთვის
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
9. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით
რეალიზაცია –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში
არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში
არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.
11. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს
აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან
თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
15. თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი
სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
17. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად
რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
19. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად
რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
20. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.“.
5. 1554 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 1555 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1555. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი
მოწყობილობის
რეალიზაციის
ადგილებში
საქართველოს
კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების წესების
დარღვევა
1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი
მოწყობილობის
რეალიზაციის
ადგილებში
საქართველოს
კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისთვის თავის
არიდება ან ისეთი სამედიცინო გაფრთხილების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება
დამტკიცებულ პარამეტრებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
7. 1556 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1556. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმის
შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა
1. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომლის
დასახელება, შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავს ყალბ, შეცდომაში
შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების,
მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე, ან საქართველოს
სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე ისეთი სიტყვის, აბრევიატურის, ნიშნის,
გამოსახულების, გრაფიკის ან ციფრის გამოყენება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან
შედარებით ნაკლებად მავნებელია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის
კონფისკაციით.
4. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თამბაქოს ნაწარმის
შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1557 მუხლი:
„მუხლი 1557. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების
ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევა,
თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა
1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების
რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები
ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო
სიგარეტების კონფისკაციით.
2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის
ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული
ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების
რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და
უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება
დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო
სიგარეტების კონფისკაციით.
4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე
თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის,
რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1558 მუხლი:
„მუხლი 1558. თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება
დადგენილ მოთხოვნებს
თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ
მოთხოვნებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის
კონფისკაციით.“.
10. 1711–1713 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1711. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა
1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული დაწესებულების მიერ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც თამბაქოს მოწევა
აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს
მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობა,
შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და ტერიტორიის ყველა შესასვლელში და სხვა
თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული
წესების, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე შესაბამისი წარწერისა და
ნიშნის, აგრეთვე შესაბამისი საკონტაქტო პირის/დაწესებულების შესახებ საკონტაქტო
ტელეფონის ნომრის და სხვა ინფორმაციის განუთავსებლობა, თამბაქოს მოწევის
აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის აღუკვეთელობა,
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა
ვალდებულებების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც
საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი,
სახურავი, ლიფტი და სხვა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების)
(გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლის
მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის
შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის
აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა
ვალდებულებების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
7. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო
საშუალების) (გარდა კატერისა) მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო
საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს
მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების
შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
9. ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში
(სატრანსპორტო საშუალებაში) (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა შესაბამისი
უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ
მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების შეუსრულებლობის შემთხვევაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
11. ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (სატრანსპორტო
საშუალებაში) თამბაქოს მოწევა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური
პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების
შეუსრულებლობის შემთხვევაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
მუხლი 1712. თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან/და რეალიზატორის მიერ
პირდაპირი ან/და არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის
საშუალებით) სპონსორობა
1. თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან/და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საშუალებით) სპონსორობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 1713. თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა
1. თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1714 და 1715 მუხლები:
„მუხლი 1714. თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება
თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი
ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი
ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი ნორმების დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 1715. თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია
1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებაში ან ლატარიაში პრიზად
გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის საშუალებით დარიგება,
ელექტრონული ან მექანიკური აპარატის საშუალებით უშუალოდ მომხმარებლისათვის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს
აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო
პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს
აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო
პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.
3. საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და
თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის
გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.
5. თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
7. პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო
მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის (კერძოდ, პირდაპირი გზავნილის) გადაცემა,
რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან
საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი
მასალის კონფისკაციით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი
მასალის კონფისკაციით.
9. ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
11. საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის
საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის,
რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
13. თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან
არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად
შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ამის
შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო
მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
15. ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ
არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის
კონფისკაციით.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის
კონფისკაციით.“.
12. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო)
სამართალდარღვევათა საქმეები
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და
422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 84ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის
მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522, 1523,
153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551 და
1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 1557, 1558, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653,
166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712–1714 მუხლებით, 1715 მუხლის
პირველი, მე-2, მე-4–მე-6 და მე-8–მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739,
17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711−178-ე, 1791–
1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე,
192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით.“.
13. 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861,
1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე
მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე
ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე და 1395 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული
დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა)
მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის,
აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის
ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4
ნაწილისა), 17416 და 1761 მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილით, 1821, 1822, 190-ე,
1902 და 191-ე მუხლებით.“;
ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 861 და 1142 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით,
1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული
დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა)
მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის,
აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის
ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
და
სამართალდამრღვევს
ადგილზევე
ადებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
14. 211-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი
დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე
ჩადენილი დარღვევებისათვის), 1711 მუხლის მე-11–მე-12 ნაწილებით (რკინიგზის
ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ამ
კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 129-ე
მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის),
130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი
დარღვევებისათვის), 1711 მუხლის მე-11–მე-12 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში
ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით
საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ
სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს.
წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს
და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.
15. 212-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს, ამ კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით
(საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული
ჯარიმა
სამართალდამრღვევს
გადაახდევინოს
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
16. 219-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
1537 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს,
აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2
ნაწილით, 1291, 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს.“;
ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 1793 მუხლით, –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით და 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე
განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს
ადგილზევე
ადებს
ადმინისტრაციულ
სახდელს.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში
შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და
სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
წესით.
ამ
შემთხვევაში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმზე
სამართალდამრღვევის
ხელმოწერა
სავალდებულო
არ
არის.
ამასთანავე,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური
საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).“.
17. 220-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა
მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ
პირთა მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის
პირველი–მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების
შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის), 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით.“;
ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში
ჩადენილი დარღვევებისათვის) და 1973 მუხლით, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო პოლიციას.“.
18. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2296. საქართველოს შრომის,
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის
ორგანოებს/სამსახურებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის
1711 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობანაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) და
17313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.
19. 239-ე მუხლის:
ა) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2
ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 და მე-13–
მე-20 ნაწილებით, 1555, 1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და
195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი
პირები.“;
ბ) მე-19 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 ნაწილი:
ამ
კოდექსის
1558
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
„191.
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;
გ) 35-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. ამ კოდექსის 141-ე–142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით და 1553 მუხლის მე-11–მე-12
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.“;
დ) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412, 462–464 და 1557 მუხლებით და 1711 მუხლით (მხოლოდ
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ
ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;
ე) 48-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„48. ამ კოდექსის 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის
მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 1713 და 191-ე მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“;
ვ) 70-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-ე და 72-ე ნაწილები:
„71. ამ კოდექსის 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
ორგანოები.
72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის უფლებამოსილი პირები.“.
20. 242-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 981 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით,
130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და
მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
არ დგება.“.
21. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი
პირი – ამ კოდექსის 1553 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 1715 მუხლის
მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას;“.