საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ (07-2/106; 25.07.2017) - ორი კვირით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017) - ორი კვირით; გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/79; 25.05.2017) - ერთი თვით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94
📜 ტექსტი
წერილი
N 16025
09/10/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად
გადაცემული აქვს შემდეგი კანონპროექტები, რომლებზედაც იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი განსაზღვრულია როგორც წამყვანი კომიტეტი:
1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ 07-2/106, 25.07.2017).
პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ მოწესრიგდება
სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები. იგი „საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებით დამატებით
მოიცავს შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს
ეროვნული პრემიებს. გარდა აღნიშნულისა, კანონში განისაზღვრება შოთა რუსთაველის
სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების ფულადი
ოდენობები.
კომიტეტმა
დაიწყო
კანონპროექტის
განხილვა.
იმ
გარემოების
გათვალისწინებით,
რომ
მომხსენებელმა
ითხოვა
დამატებითი
დრო
კონსულტაციებისათვის, მიზანშეწონილია მისი განხილვის ვადის გაგრძელება 2
კვირით.
2. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-2/80; 25.05.2017).
კანონპროექტით სანქციის სახედ გათვალისწინებულია სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას
გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის
ლიცენზიის გარეშე საქმიანობის და საქმიანობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით ან
ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის. ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ
ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით.
მომხსენებლის თხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის
გაგრძელება 2 კვირით.
3. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/79; 25.05.2017).
კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა
ჩამონათვალში ხორციელდება ცვლილება და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვიცე–
პრეზიდენტით ჩანაცვლება, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი აღარ მიიჩნევა
თანამდებობის პირად აღნიშნული კანონის მიზნებისათვის.
მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე