საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის სექტემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#16152/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
N 16152 11/10/2017 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის სექტემბერში გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის სექტემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქმიანობას წარმართავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად. კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. კომიტეტი საანგარიშო პერიოდში, როგორც წამყვანი, მუშაობდა შემდეგ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე:  საქართველოს რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. წარმოდგენილი ცვლილების მიზანი იყო პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალიწინებული, საქართველოს პარლამენტში დაწესებული საქართველოს თავისუფლების ორდენისა და პარლამენტის მედლის გაცემის საკითხებთან დაკავშირებული ნორმების დაზუსტება. ასევე, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მაკოორდინირებელი ორგანოს, სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესის განსხვავებულად განსაზღვრა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტით ნაცვლად საქართველოს თავისუფლების ორდენისა, წესდება თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, ასევე იცვლება პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხი. მოქმედი რედაქციით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ცვლილების თანახმდ კი, აღნიშნული საკითხის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას მიიღებს ერთპიროვნულად. იცვლება საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელი ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ცვლილების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარისა და საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გარდა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში იქნება ფრაქციების თითო წარმომადგენელი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნული ინიციატივის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მოსამზადებლად.  საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და თანმდევი 13 კანონპროექტი, რომლის ავტორია საჯარო სამსახურის ბიურო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. როგორც ცნობილია 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის 1 სისტემა და განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი სტატუსი და ასევე ვალდებულება, აღნიშნულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულიყო ახალი კანონით - ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ.” წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ არეგულირებს არა მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხებს, არამედ ეხება ფართო პირთა წრეს და არეგულირებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებს, მიუხედავად მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსისა. კანონპროექტის მიზანია დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა, მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები. წარმოდგენილი კანონპროექტი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მოსამზადებლად.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი იღებდა მონაწილეობას ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მუშაობაში. აღნიშნულ საბჭოში მუშაობის ფარგლებში კომიტეტში მიმდინარეობდა და გრძელდება მუშაობა ,,ეთიკის კოდექსზე“.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - მმართველობის რეფორმის ფონდისა (Governance Reform Fund) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ ბორჯომში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრებმა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის შესახებ გამართულ დისკუსიაში. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: საჯარო მმართველობა, ბიუროკრატია და საჯარო მოხელე, რეფორმის არსი და კანონის ზოგადი ანალიზი, საჯარო სამსახურის ძირითადი ცნებები და პრინციპები, მოხელეთა რანგირება და კლასები. სამსახურში მიღება და კარიერის მართვა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და შერწყმა, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება და უფლების დაცვა. წარდგენილი იყო აგრეთვე „შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. 2  საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში. მიმდინარე წლის სექტემბერში კომიტეტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მუშაობდა სხვადასხვა საკითხებზე:  საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე დავით ოთიაშვილის ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკუსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და ,,ნარკოტიკული დანაშაულების წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული მასალები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დავით ოთიაშვილის ლობისტად რეგისტრაცია და შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს.  კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ( პაატა მანჯგალაძის, თამთა შამათავას, თეონა ჭალიძის, გიორგი ხაბურზანიას, ვალისა ღვინჯილიას, თამარ ლამაზოშვილის, იზა ოჩხიკიძის, ნინო შუკვანის, მაგდანა აბესაძის, თინათინ ასანიშვილის, ნანა ტოხვაძის, ნათია ტაბლიაშვილის, თამარ ჯინჭარაძის, ანა კობახიძის, ნათია სტეფანიშვილის, ნინო ნაბიაშვილის და ნატო ასიტაშვილის შემადგენლობით) განცხადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმება და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს. 3  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი სწავლობდა კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.  კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციებსა და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს.  კომიტეტი აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და პარლამენტის სტრუქტურებთან. კომიტეტებსა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურს საანგარიშო პერიოდში გაეგზავნათ შეხსენებები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე შესასრულებელი დავალებების შესახებ. აღირიცხა და გაანალიზდა მიღებული ინფორმაციები. ვებ გვერდზე მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული ინფორმაციები, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება წინა პერიოდში ვადაგასული, ჯერ არ შესრულებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მიმდინარეობდა მუშაობა მიმდინარე მოწვევაში, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, ვადაგასული საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. 4