საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, სერგი კაპანაძე) 2017 წლის 6-9 ოქტომბერს ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#16366/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
N 16366 16/10/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატმენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად, გიგზავნით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2017 წლის 6-9 ოქტომბერს ქ. ბუქარესტში, (რუმინეთი) ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 8 ფურცელი. პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი თავმჯდომარე
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური სხდომა ქ. ბუქარესტი, რუმინეთი 6-9 ოქტომბერი, 2017 საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის ანგარიში ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. 12 ოქტომბერი 2017 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  სერგი კაპანაძე - „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. წინასიტყვაობა მიმდინარე წლის 6-9 ოქტომბერს, ქ. ბუქარესტში, რუმინეთში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური სხდომა გაიმართა. რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა: დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, დელეგაციის წევრები ირაკლი ბერაია და სერგი კაპანაძე. ასამბლეაზე, რიგ საკითხებთან ერთად, როგორიც იყო, ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები და რუსეთთან ურთიერთობა, ასევე, განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. ანგარიშის მოკლე შინაარსი  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური სხდომა გაიმართა ქ. ბუქარესტში, რუმინეთში, მიმდინარე წლის 6-9 ოქტომბერი;  შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა: o ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი); o ირაკლი ბერაია; o სერგი კაპანაძე; o დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).  რეზოლუცია „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ რომლის მომხსენებელიც გერმანელი დეპუტატი ულლა შმიდტი იყო (Ulla SCHIDT), დოკუმენტი ჯერ სამოქალაქო უსაფრთხოების განზომილების კომიტეტზე იქნა განხილული, ხოლო, შემდეგ ასამბლეის პლენალურ სხდომაზე ეყარა კენჭი;  რეზოლუცია „სტაბილურობა ფოკუსირებულია აღნიშნულია შავი და ზღვის სქართველოს უსაფრთხოება რეგიონის მიერ შავი ქვეყნებზე. ზღვის ასევე, განხორციელებული რეგიონში“ დოკუმენტში დემოკრატიული რეფორმები, მიღწული პროგრესი, მხარდაჭერილია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, ასევე, აღნიშნულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევების ფაქტები მილიტარიზაცია. და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია იღებდა მონაწილეობას  „როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკა. 7-9 ნოემბერი;  ტექნოლოგიური განვითარებისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრა ქ. ბერლინში, ქ. მაგდებურგში და ქ. ბრემენში, გერმანია. 13-17 ნოემბერი;  ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის შეხვედრა ქ. რომში, იტალია. 23-24 ნოემბერი. ანგარიში 6-9 ოქტომბერს, ქ. ბუქარესტში, რუმინეთში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური სესია, რომელშიც, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა: ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი ბერია და სერგი კაპანაძე. კანონმდებლებმა, ასამბლეის კომიტეტების სამუშაო შეხვედრების დროს განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობები, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, შავი ზღვის რეგიონი, აღმოსავლეთ ბალკანეთი, ავღანეთი და სირიაში არსებული სიტუაცია. შეხვედრებისას, რუსეთის საკითხის განხილვისას პანელზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ კრემლი, მეზობელი ქვეყნების წინაამდეგ აგრესიული, სამხედრო, არალეგალური ქმედებების ლეგალიზაციის სხვადასხვა გეგმაზე მუშაობს, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზაციის გეგმაზე აწარმოებს მუშაობას. იქვე აღინიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის დიდი ალბათობა არსებობს. მაგრამ, ასევე ითქვა, რომ რუსეთში ეკონომიკური და კორუფციის თვალსაზრისით არსებული ვითარება იმდენად სავალალოა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით საშუალო ფენის დიდ ნაწილს ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემები ექმნებათ. რაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვილების იმედს იძლევა. რაც შეეხება საქართველოს თემას, ასამბლეის სხდომის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების განზომილების კომიტეტში მომზადდა ანგარიში და რეზოლუცია „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“. აღნიშნულ დოკუმენტებში შავი ზღვის რეგიონში არსებული ქვეყნებს შორის საქართველოც იყო განხილული. რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო, გმობს ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობელი ქვეყნების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, გამოხატულია, 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. 8 ოქტომბერს. რეზოლუციის განხილვისას სამოქალაქო უსაფრთხოების განზომილების კომიტეტში საქართველოს დელეგაციამ ისარგებლა სიტყვით გამოსვლის უფლებით და მომხსენებელს და კომიტეტის წევრებს დეტალური ინფომრაცია მიაწოდა საქართველოში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე პროგრესის თაობაზე. კერძოდ, ბატონმა ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტალური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებთან ერთად მიმდინარეობს, რაც, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. ასევე, ბატონმა ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. საქართველოს დელეგაციის მიერ მიწოდებული დეტალური და განახლებული ინფორმაციის საფუძველზე, მომხსენებელმა, შენიშვნების უმრავლესობის ასახვა ასამბლეის პლენალურ სხდომაზე დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში გადაწყვიტა. შესაბამისად, 9 ოქტომბერს ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე რეზოლუციას „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ კენჭი ხმათა უმრავლესობით ეყარა. ასევე, 9 ოქტომბერს, ასამბლეის პლენალურ სხდომაზე, სიტყვით გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი. ინეს სტოლტენბერგმა, თავის გამოსვლაში განმარტა, რომ ალიანსის წინაშე სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და გამოწვევები არსებობს, რომლებიც ალიანსის წევრების კოლექტიურ ქმედებებს მოითხოვს, რათა ალიანსი, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ გაუმკლავდეს. სტოლტენბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ არსებული საფრთხეების დასაძლევად, ალიანსმა აღმოსავლეთ ფლანგზე ფიზიკური ყოფნა გააფართოვა. ასევე, შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განათავსა სამხრეთის ფლანგზეც, გააორმაგა ძალისხმევა კიბერ უსაფრთხოების სფეროში, გაზარდა ალიანსის პარტნიორების დახმარება და ასევე გააფართოვა თანამშრომლობა ევროკავშირთან. გენერალური მდივანი რუსეთის საკითხსაც შეეხო, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებულმა სამხედრომ წვრთნებმა „ზაპად 2017“ ალიანსის წვერ ქვეყნებში ღრმა შეშფოთება გამოიწვია. მაგრამ, სტოლტენბერმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ალიანსის მეზობელი და წასვლას არსად არ აპირებს. ალიანსის ქმედებები რუსეთის მიმართ იქნება ტრანსპარენტული რათა სხვადასხვა ტიპის გაუგებრობები თავიდან იქნას აცილებული. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ნატო-ს ახალი არ სურს ცივი ომი. სტოლტენბერგი ასევე, შეეხო ალიანსის და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც. მან აღნიშნა, რომ არსებული საფრთხეები და გამოწვევები საჭიროებს ერთობლივ თანამშრომლობას. ასევე, ასამბლეის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ რუმინეთის პრეზიდენტი, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეები. ყველა მათგანმა ცალსახად აღნიშნა, რომ ალიანსის წინაშე არსებული პრობლემები, მხოლოდ და მხოლოდ, ალიანსის წევრების მიერ გაზიარებული ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს. გამომსვლელებმა, სხვა საკითხებთან ერთად შავი ზღვის რეგიონზეც ისაუბრეს და დასძინეს, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა გაფართოებას და გაღრმავებას საჭიროებს. რაც შეეხება ასამბლეის შიდა ადმინისტრაციულ საკითხებს, პლენალურ სხდომაზე ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი პაულო ალლი, ასამბლეის პრეზიდენტად, ხელახლა იქნა არჩეული. რომელიც ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების განზომილების კომიტეტის შეხვედრაზე, რეზოლუციის - „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ მომხსენებელმა გერმანელმა დეპუტატმა ულლა შმიდტმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონზე მუშაობას სამომავლოდაც აპირებს. რაც პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ დიდი ალბათობით მომდევნო წელსაც შეიქმნება დოკუმენტი(ბი), სადაც საქართველოზე იქნება საუბარი. აქვე შიძლება ითქვას, რომ გერმანია საქართველოს ღიად მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური კუთხით უჭერს მხარს, რაც მრავალ სხვადასხვა დოკუმენტშია დაფიქსირებული. ხოლო, საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში - არც თუ ისე ბევრი და მკაფიო მხარდაჭერაა დაფიქსირებული. ზემოთ აღნიშნული რეზოლუციაში - „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“, საქართველოზეც არის საუბარი და უმეტეს შემთხევაში პოზიტიური კუთხით, შიძლება ითქვას აღნიშნული დოკუმენტი პირველია, სადაც გერმანელი დეპუტატი საქართველოს მიღწეულ პროგრეს აღიარებს და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას უჭერს მხარს.