„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე.
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
(პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.20) მე-6 მუხლის
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი განათლების მქონე
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი ფუნქციების
განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში მუშაობის
არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ხუთი წევრისგან შემდგარ კომისიაში, კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს
პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და
ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა
ერთი
წევრი შესაძლოა (დასაშვებია) იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი.
აღნიშნული
სპეციალისტები
უნდა
გამოირჩეოდნენ
მაღალი
დონის
პროფესიონალიზმით და პატიოსნებით.
22. თუ კომისიის წევრს თანამდებობა ვადაზე ადრე შეუწყდა, პირადი განცხადების
საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან ან იწურება თანამდებობის დაკავების
ექვსწლიანი ვადა, კომისიის წევრის ან წევრების
გათვალისწინებული
ხელახალი არჩევის დროს
უნდა იქნეს, ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებში მოცემული
თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილი კრიტერიუმები.’’.
მუხლი 2. ეს კანონი
არ მოქმედებს ამჟამინდელ მოქმედ კომისიის წევრებზე მათი
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან ვადაზე ადრე შეწყვეტამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში“ ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მარეგულირებელი კომისია დიდ როლს ასრულებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
სფეროში
მნიშვნელოვანი
და
რთული
პროცესების
სწორად
წარმართვაში.
დარგის
განვითარებისთვის სწორი და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიღებისათვის
აუცილებელია კომისიის წევრები იყვნენ მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე
შესაბამისი დარგის სპეციალისტები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი დარგის
რეგულირება, მისი ექსპლუატაციისა და განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება
ყველაზე უკეთესად სწორედ ამ დარგის სპეციალისტებს ხელეწიფებათ. ცხადია საჭიროების
შემთხვევაში მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართვით. სწორედ
ამიტომაა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ ეკონომიკური დარგის სპეციალისტებით
არის დაკომპლექტებული, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო იურისტებით. ასევე უნდა
იყოს ნებისმიერი დარგის რეგულირების სფეროში. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში ასეთი ნორმა არ მოქმედებს, რაც არ გამორიცხავს
კომისიის წევრების გარკვეული სუბიექტური მოსაზრებებით არჩევას.
კომისიის მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც მის მიერ
მიღებულ გადაწყევტილებებზე აისახება, მათ შორის ენერგეტიკის და წყალმომარაგების
სფეროს განვითარებასა და გამტკიცებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასეთივე ნორმა იქნას
შემოღებული. დასაშვებია მხოლოდ იშვიათი გამონაკლისები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
კომისიის
წევრად
სპეციალისტების
არჩევის
შემთხვევაში,
გაუმჯობესდეს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის ხარისხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის
კრიტერიუმების დახვეწა. კერძოდ კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი
განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი
ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში
მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს
პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი
წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა ერთი წევრი
შესაძლოა
(დასაშვებია)
სპეციალისტები
უნდა
იყოს
პროფესიით
გამოირჩეოდნენ
ეკონომისტი
მაღალი
ან
დონის
იურისტი.
აღნიშნული
პროფესიონალიზმით
და
პატიოსნებით. თუ კომისიის წევრს თანამდებობა ვადაზე ადრე შეუწყდა, გათავისუფლდა
თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე ან იწურება თანამდებობის დაკავების
ექვსწლიანი
ვადა,
კომისიის
წევრის
ან
წევრების
ხელახალი
არჩევის
დროს
გათვალისწინებული უნდა იქნეს, ზემოთჩამოთვლილი თანამდებობის დაკავებისათვის
დადგენილი კრიტერიუმები. ეს რეგულაცია არ მოქმედებს ამჟამინდელ მოქმედ კომისიის
წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან ვადაზე ადრე შეწყვეტამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ა/რ რესპუბლიკური და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ა/რ რესპუბლიკური და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და
საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის იმ მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება.
მუხლი 6: კომისიის წევრები და წევრობის ვადები
1. კომისია
შედგება
საქართველოს
5
წევრისაგან.
პრეზიდენტი
კომისიის
საქართველოს
წევრთა
კანდიდატურებს
მთავრობასთან
შეთანხმებით
წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს ირჩევს
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, რომელსაც
აქვს
უმაღლესი
განათლება,
ამ
კანონით
დადგენილი
ფუნქციების
განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
3. კომისიის წევრი აირჩევა 6 წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა არჩეულ
იქნეს 6 - წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე
თავსუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით.
4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს
ერთი ხმის უფლება
5. კომისიის
წევრს
წევრობის
ვადის
გასვლის
შემდეგ
უფლებამოსილება
ავტომატურად ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი
არჩეული არ იქნება კომისიის წევრად ამ მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ
არაუმეტეს 3 თვისა.
6. კომისიის წევრობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება
კომისიის წევრზე არ გავრცელდება, თუ დარჩენილი კომისიის წევრობის
რაოდენობა იქნება არანაკლებ 3-ისა.