„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ნინო წილოსანი, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/94/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“ მუხლი 2. საქართველო მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურების დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში 2017 წლის მაისში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რაც უკავშირდებოდა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების პროცედურებს. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურების (შემდგომში - ეროვნული რეფერალური პროცედურები) პროექტი უკვე შემუშავებულია სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ. დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ეროვნული რეფერალური პროცედურები განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების ფუნქციებს, უფლება-მოვალეობებსა და კომპეტენციას, აგრეთვე მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ასევე, განსაზღვრავს იმ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების პირობებს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენაზე, მათ დაცვასა და რეაბილიტაციაზე, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე. ზემოაღნიშნული ცვლილებებით, ოჯახში ძალადობის საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩოში მოექცა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებიც. შესაბამისად, ქალთა მიმართ გამოვლენისთვის, მათი მნიშვნელოვანია სახელმწიფო ძალადობისა ეფექტიანი დაცვის, ორგანოებისა ან/და ოჯახში ძალადობის დახმარებისა და და შესაბამისი სხვა მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის სუბიექტების კოორდინირებული საქმიანობა და მათი ფუნქციების, უფლება-მოვალეობებისა და კომპეტენციების განსაზღვრა, რაც, მიზანშეწონილია, დადგენილი იყოს ნორმატიული აქტით, კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი.“ შესაბამისად, იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურები დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონის პროექტით ეროვნული რეფერალური პროცედურების განმახორციელებელი სუბიექტები არიან სახელმწიფო ორგანოები და სხვა შესაბამისი სუბიექტები. აღსანიშნავია, განსაზღვრულია როგორც ეროვნული მონაწილე რეფერალური სუბიექტები, ასევე პროეცედურების მათი პროექტით უფლებამოსილებები კომპეტენციის ფარგლებში. „სხვა შესაბამის სუბიექტებში“ იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტები) ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მონაწილეობა დამოკიდებულია მათსავე სურვილზე და სავალდებულო ხასიათს არ ატარებს („ეროვნული რეფერალური მექანიზმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან ასევე მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“). ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კომპონენტი ასევე გათვალისწინებულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონშიც (მუხლი 7. პუნქტი 2.) ასევე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნებით. ამდენად, როგორც აღვნიშნეთ, „სხვა შესაბამისი სუბიექტების“ რეფერირების პროცედურებში მონაწილეობა მათი სურვილის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი და კონკრეტული ვალდებულებები მათ მიმართ. არ არის გაწერილი ეროვნული რეფერირების პროცედურების „სხვა შესაბამის სუბიექტს“ წარმოადგენენ ასევე ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ადვოკატი. აღვნიშნავთ, რომ განხოციელებული ჯანდაცვის ქალთა სერვისის მიმართ მიმწოდებლების ძალადობის მიერ ან/და პაციენტის ოჯახში მიმართ ძალადობის ამოცნობა/შეფასების, შესაბამისი დოკუმენტირების და გადაუდებელი მხარდაჭერის წესი და პირობები (სტანდარტული ოპერაციული პროცედურები), რაზეც მითითება კეთდება ეროვნული რეფერირების პროცედურების პროექტში, დამტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების (04.05.2017 N773 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) საფუძველზე, „მასწავლებელი ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება“ (მუხლი 201). ასევე, ცვლილებები შევიდა „ადვოკატის შესახებ“ საქართველოს კანონში (04.05.2017 N771 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან), რის მიხედვითაც „ადვოკატს უფლება აქვს „პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება“ (მუხლი 4). ამდენად, ყველა „სხვა შესაბამისი სუბიექტი“ ეროვნული რეფერირების პროცედურებში ჩაერთვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი უფლებამოსილებების ფარგლებში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურების საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილებები შედის „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში და წინამდებარე კანონპროექტის თანახმად კანონის მე-7 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ სხვა შესაბამისი სუბიექტების სწრაფი, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროქტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: დიმიტრი ცქიტიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი ნინო გოგუაძე ნინო წილოსანი თამარ ჩუგოშვილი თამარ ხულორდავა ეკა ბესელია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები. 2. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვაგანხორციელება. 3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ.