საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების ორი კვირით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი პროექტები (07-2/93; 08.06.2017); ბ) საქართველოს კანონის პროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და თანმდევი პროექტები (07-2/57; 05.04.2017) – II მოსმენა.

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#16365/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
N 16365 16/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტები, რომლებზედაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრულია როგორც წამყვანი კომიტეტი: 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/93; 08.06.2017). კანონპროექტით საავტორო უფლება ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე, რომელიც შეიქმნა თანაავტორობით, მოქმედებს უკანასკნელი თანაავტორის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანაავტორებად მითითებული ტექსტისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორები, რომელთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოები. 2. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" (N07-2/57, 05.04.2017). კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ექსპროპრიაციის პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მესაკუთრეთა უფლებების უკეთ დაცვასთან, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა და სამუშაოების დაგეგმილ ვადებში განხორციელებასთან. მომხსენებელთა თხოვნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კანონპროქტების განხილვის ვადის გაგრძელება ორი კვირით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე