საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ და თანმდევი პროექტები (№07-2/130; 28.09.2017) - ერთი თვით; ბ) მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პიონერი საწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№16738; 10.08.2017)

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#16426/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
N 16426 16/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“; „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/130; 28.09.2017). ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, როგორც სავალდებულო დასკვნის წარმდგენმა, წერილობით მოგვმართა თხოვნით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტებზე ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაგვიგრძელოთ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივისათვის დადგენილი განხილვის ვადა ერთი თვით (დანართი1 ფურცელი). აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით გაგვიგრძელოთ, მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების "პიონერი საწარმოების შესახებ" (N16738; 10.08.2017) დადგენილი განხილვის ვადა. რომან კაკულია თავმჯდომარე
დანართი
N 16370 16/10/2017 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/130; 28.09.2017). კანონპროექტი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. კანონპროქტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრულია როგორც წამყვანი, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - როგორც სავალდებულო კომიტეტი. მიზანშეწონილად მიგვაჩია, კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელება ორი კვირით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე