საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2004-05-21
საქ. პრეზ. გაგზავნის თარიღი 2004-05-21
დოკუმენტის ნომერი 72-Iს
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი
და მუსიკა (თან ერთვის).
მუხლი 2
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით.
მუხლი 3
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1990 წლის 14 ნოემბრის საქართველოს ორგანული
კანონი "საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ".
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 მაისი.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
"თავისუფლება"
ლექსი დავით მაღრაძის
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება