საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/134; 05.10.2017) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი კვირით გაგრძელების შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#16615/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
16615-3-9-3-201710201136 N 16615 20/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დავალებული აქვს სავალდებულო წესით განიხილოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/134; 05.20.2017), რომლის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 24 ოქტომბრამდე. ობიექტური მიზეზების გამო, დასახელებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 (ერთი) კვირით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე