საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის 2017 წლის 4-5 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე
ნომერი
#16803/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

ანგარიში
N 16803 24/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე (4-5 ოქტომბერი; 2017 წ.) მიმდინარე წლის 4 – 5 ოქტომბერს, თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლების, ქართული სათვისტომოსა და თურქეთის ქართველ კათოლიკეთა საზოგადოების და სიმონ ზაზაძის ოჯახის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, 4 ოქტომბერს, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა თურქეთში ახალი ტალღის ქართული ემიგრაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: ირაკლი კაკაბაძესთან, ნინო ფინსთან და სხვებთან, ასევე - სტამბოლის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, თვალსაჩინო ქართველი მამულიშვილისა და მოღვაწის სიმონ ზაზაძის ოჯახის წევრებთან: პოლ, ნატალი და პაულა ზაზაძეებთან. შეხვედრებში მონაწილეობას გენერალური კონსული ინგა კიკვაძე. იღებდა სტამბოლში საქართველოს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გეგმავენ ახალი შინაარსისა და მოდელის ქართული დიასპორული ორგანიზაციის დაფუძნებას, რომელიც რეალურად იმუშავებს უკანასკნელ წლებში თურქეთში ემიგრირებული მრავალრიცხოვანი ჩვენი თანამემამულის, მათ შორის ბინადრობის უფლების მქონე პირების, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და შრომითი მიგრანტების პრობლემატიკაზე. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ორგანიზაციის რეგისტრაციის სწორი სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და რეგისტრაციაში ხელშეწყობა; მისი ეფექტური ორგანიზაციულ-სტრუქტურული ჩამოყალიბება; ახალი დიასპორული ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაო ფართის პრობლემის გადაწყვეტა. ამ კუთხით გამოითქვა წინადადება ზაზაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებულ შენობობებში ფართის გამოყოფის თაობაზე. აღინიშნა, რომ საკითხის ასეთი სახით გადაწყვეტა მომავალში ხელს შეუწყობს თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორისა და ქართული ემიგრაციის ახალი ტალღის წარმომადგენლების დაახლოებას, მათ ერთობლივ საქმიანობას და ურთიერთდახმარებას, როგორც ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და ქართულ სახელმწიფოსთან კავშირების განმტკიცების, ისე შრომითი მიგრანტების პრობლემატიკის გადაჭრის მიზნით. საუბარი გაიმართა სათვისტომოებისა და დიასპორული ორგანიზაციების უკეთ ფუნქციონირების, ქართულ სახელმწიფოსთან მათი თანამშრომლობის გაუმჯობესების თემატიკაზე, ემიგრაციასთან ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკაზე, ამ სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანი ქართული სახელმწიფოს მიდგომა და ხედვები დიასპორებთან ურთიერთობის საკითხზე, ჩვენი პოლიტიკა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე, მსჯელობა გაიმართა დიასპორისა და მიგრაციის სხვა მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართულ ემიგრაციასთან მიმართებით გასატარებელ ღონისძიებებს. შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობასა და საპარლამენტო კომიტეტთან აქტიური კონტაქტების დამყარებაზე, მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებით. ზაზაძეების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც ახალი დიასპორული ორგანიზაციისთვის ფართის გამოყოფის, ისე ბატონი სიმონის ისტორიული მნიშვნელობის მქონე მემკვიდროების შენარჩუნებისა და მოვლაპატრონობის თაობაზე წინადადებები. დაისვა იმ საქმიანობის გაგრძელების აუცილებლობის საკითხი, რასაც მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ეწეოდა და მიზნად ისახავდა სიმონ ზაზაძე. 5 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე „ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდის პრეზიდენტის“, „თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის მმართველი საბჭოს“ თავმჯდომარის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ასევე ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორის და დოქტორის, ქალაქ სტამბოლში არსებული ქართული კათოლიკური ეკლესიის, მდიდარი ქართული ბიბლიოთეკის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქივების და მუსიკალური ჩანაწერების მფლობელის, საქართველოს საპატიო მოქალაქის სიმონ ზაზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში. ღონისძიება გაიმართა ფერიქოის სტამბოლის ღვთისმშობლის კათოლიკური ეკლესიის დარბაზში, სადაც მისასალმებელი სიტყვისა და თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორის საკითხების თაობაზე გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის სახელით, მადლობის სიგელი გადავეცი ზაზაძეების ოჯახს - “საქართველოს, ქართული დიასპორის და ემიგრაციის წინაშე მრავალი ათწლეულის მანძილზე გაწეული ღვაწლისა და ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის, სტამბოლის ქართული არქივის მოვლაპატრონობისთვის“. პატივისცემით, ზვიად კვაჭანტირაძე თავმჯდომარე