საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2017 წლის 4-7 სექტემბერს პოლონეთში, ქ. კრინიცაში „კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
წერილი
N 16855
25/10/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2017 წლის 4-7 სექტემბერს
პოლონეთში, ქ. კრინიცაში „კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობის შესახებ
ანგარიშს.
გთხოვთ უზრუნვეყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
ანგარიში
კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის შესახებ
2017 წლის, 4-7 სექტემბერი
კრინიცა, პოლონეთი
კრინიცას ეკონომიკური ფორუმი, ყოველწლიური შეკრებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ევროპაში ევროპის წამყვანი პოლიტიკური, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის
მონაწილეობით. ფორუმზე მსჯელობენ საერთაშორისო პროცესების შესახებ, რეგიონში
მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, განიხილავენ
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებს. 2017 წლის კრინიცას 27-ე
ეკონომიკური ფორუმი 180-ზე მეტ პანელს მოიცავდა, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა
ქვეყნების სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები.
ღონისძიების ერთმანეთისგან განსხვავებულ და ფართო შინაარსის მქონე პანელებს ყავს
სხვადასხვა სპონსორი და მათი პატრონაჟის ქვეშ მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში, ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, პოლონეთის სეიმის მარშალის, მარეკ
კუხჩნსკის მიწვევითა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ფინანსური
მხარდაჭერით
მონაწილეობდა.
საქართველოს,
მაკედონიის
ფორუმის
გახსნაში
პრეზიდენტები.
მონაწილეობდნენ
საქართველოს
ევროპული
პოლონეთის
არჩევანი
და
მისწრაფებები დასაწყისშივე მოექცა ღონისძიების ყურადღების ცენტრში, პრეზიდენტებმა
საქართველოს
ევროპულ
მომავალზე
ისაუბრეს,
ხოლო
პოლონეთის
პრეზიდენტმა
ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის და გაფართოებისადმი პოლონეთის აქტიური
მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პოლონეთის
სეიმის
ორგანიზებით
ფორუმის
ფარგლებში
გაიმართა
კონფერენცია
,,კარპატების ევროპა", რომლიც მთავარი განხილვის საგანი იყო კარპატების რეგიონი და მისი
განვითარების
პერსპექტივები.
ევროპაში
ბოლო
დროინდელი
მოვლენების
ფონზე,
მნიშნელოვანი გახდა ახალი ხედვების შემუშავება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში ამჟამად 4 მაკრო-რეგინული
სტრატეგიაა აქტუალური, რომელიც ორიენტირებულია შემდეგ რეგიონებზე: ბალტიის ზღვა
(2009), დუნაი (2011), ადრიატიკისა და იონიის ზღვები (2014) და ალპების რეგიონი (2015).
კარპატების
რეგიონის
კონცეფციის
განხილვების
საგანი
იყო
ახალი
სტრატეგიის
ჩამოყალიბება, რომლის შემოთავაზებული გეოგრაფიული არეალი მოიცავს 8 ქვეყანას (5
ევროკავშირის წევრი და 3 არაწევრი) პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი,
სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა. მთავარი მიზანი რეგიონის ქვეყნების დაახლოება და
პარტნიორული სტრუქტურების შექმნა წარმოადგენს რეგიონის ევროპის პოლიტიკური
სცენაზე ცნობადობის ამაღლებისთვის და მისი განვითარებისთვის.
სეიმის ღონისძიებებზე ასევე განიხილებოდა ისტორიული გეგმა - ინტერმარიუმი. გასულ
საუკუნეში გაჩენილი იდეა დღეს კვლავ განხილვის საგანია პოლონეთის პოლიტიკურ
ელიტაში. პოლონეთის პოლიტიკური ელიტა ცდილობს პოლონეთმა დაიმკვიდროს
1
ლიდერის სტატუსი აღმოსავლეთ ევროპაში და გაიზარდოს მისი როლი და გავლენა
აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე. აცნობიერებს რა რუსული აგრესიის საფრხეს,
პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ცდილობს დამატებითი უსაფრთხოების ჯაჭვის
შექმნას. გეოპოლიტიკური სირთულეების დაძლევის მცდელობების გარდა, ზემოაღნიშნული
კონცეფციების დამუშავების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად გვევლინება ცენტრალური
ევროპის და მისი შემადგენელი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპების ჩამორჩენა
„ძველი ევროპის“ ქვეყნებთან შედარებით. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „სამი ზღვის
ინიციატივა“ ბალტიის-შავი-ადრიატიკის ზღვების აუზის ქვეყნების თანამშრომლობის
გამოცოცხლება ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა და რეგიონის შიგნით დამატებითი
რეგიონული კავშირების ჩამოყალიბებას ემსახურება.
5 სექტემბერს, თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა სეიმის
პანელზე, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას და მიგრაციის კრიზისს.
აღნიშნულ თემატიკაზე მოხსენებით წარსდგნენ პოლონეთის სეიმის ევროპულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯომარე - იზაბელა კლოჩი, პოლონეთის შინაგან საქმეთ მინისტრი - მარიუშ
ბლასზაკი და სერბეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი - გორდანა კომიჩი. მოხსენებებში
გამოიკვეთა საერთო ხედვა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მოკლევადიენი გეგმები არ
არის ეფექტური. მიგრაციის პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ მიგრაციის
მიზეზების აღმოფხვრისკენ მიმართული სტრატეგიით. საუბარი შეეხო ევროკავშირის გარე
საზღვრებს და მისი მართვისთვის საჭირო გაერთიანებული ძალისხმევის აუცილებლობას.
თამარ ხულორდავამ ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის
საქართველოსა და ევროკავშირის საერთო გამოწვევებზე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის შიგნით
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნეგატიურ გავლენას ასოცირებულ პარტნიორ
ქვეყნებში
რეფორმებისადმი
ინტერესის,
ხარისხისა
და
ტემპის
შენარჩუნებაზე
და
საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში სტაბილურობის და
ეკონომიკური
აღმავლობის
მნიშვნელობაზე
ევროკავშირის
კეთილდღეობისა
და
უსაფრთხოებისთვის.
7 სექტემბერს, თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო 27-ე ეკონომიკური ფორუმის
პანელზე თემაზე, მმართველობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.
თამარ
ხულორდავამ
განსაკუთრებული
ყურადღება
გაამახვილა
დემოკრატიული
ინსტიტუტების გაძლიერების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების და
კორუფციის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე. ისაუბრა ასოცირებს
შეთანხმების
განხორციელებაზე
და
შესაძლებლობებზე,
რომლებსაც
საქართველოს
გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა და ევროკავშირთან და სხვა დიდ ბაზრებთან
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები განაპირობებს.
ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე სახელმწიფოა,
რომელიც
გამყარებულია
საერთაშორო
ამბიციური
რეიტინგებში
სახელმწიფო
საქართველოს
განვითარების
სახარბიელო
პროგრამითა
მაჩვენებლებით.
და
”ჩვენი
გეოპოლიტიკური მდგომარების გათვალისწინებით, შეცდომების დაშვების უფლება არ
გვაქვს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპას და მსოფლიოს წარმატების მაგალითი”, აღნიშნა თამარ
ხულორდავამ.
2
დისკუსიაში, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის
დირექტორი სტივენ ნიქსი უძღვებოდა, საქართველოსთან ერთად, ლიტვის, რუმინეთის,
მოლდოვისა
და
უკრაინის
საკანონმდებლო
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
7 სექტემბერს, თამარ ხულორდავა ასევე დაესწრო საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებას. შეხვედრას, სპეციალური
მოწვევით,
საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენელებთან
ერთად,
ესწრებოდნენ
მოლდოვის, უკრაინის და პოლონეთის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
განხილულ იქნა IRI-ის
პარტიების
დემოკრატიული გაძლიერების პროგრამები და პოლიტიკური
მხარდასაჭერად
მოქმედი
ღონისძიებები.
მხარეებმა
ისაუბრეს
საკუთარ
პოზიციებზე და მიმოიხილეს დემოკრატიული პლურალიზმის მხრივ არსებული ვითარებები
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტი
მომავალში
გეგმავს
გააქტიუროს
კრინიცას
ეკონომიკური ფორუმთან თანამშრომლობა, უფრო ფართო წარმომადგენლობით ჩაერთოს
ღონისძიებაში და საერთო ინტერესების მიღწევისთვის გააღრმავოს თანამშრომლობა
საქართველოს მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის, სახელისუფლებლო წრეებთან.
3