„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 81 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
✓ 71 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ”
(პარლამენტის
უწყებანი,
45,
21/11/1997,
სარეგისტრაციო
კოდი:
010.290.000.05.001.000.283) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად
გამოყოფილ
თანხას
რეგისტრირებული
ის
იღებს
საქართველოს
პარტია,
რომელიც
ცენტრალურ
დამოუკიდებლად
საარჩევნო
ან
კომისიაში
საარჩევნო
ბლოკის
შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო
საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა
გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში
მიღებული ხმების მიხედვით) ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”
ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანულ კანონში ცვლილების პროექტის მომზადება განპირობებულია მასში არსებული
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.
ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან
საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო
ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში
მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა
გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული
ხმების
მიხედვით).
ხსენებული
ნორმის
შესაბამისად,
პარტიას
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ პროპორციული სისტემით
ჩატარებული არჩევნების შედეგად და იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკი,
რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული, მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების
3%-ს ან 3%-ზე მეტს.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები ტარდება პრორპოციული
და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. ამასთან, კანონმდებლობით არც ერთ
საარჩევნო
სისტემას
არ
აქვს
მინიჭებული
უპირატესობა
და
შესაბამისად,
ისინი
თანაბარმნიშვნელოვანია, თუმცა პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების
უფლების მინიჭება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების
შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი.
მოცემულ შემთხვევაში, პროპორციული სისტემით პარტიის მიერ მიღებული მინიმალური
შედეგი (3%), რომელიც შესაძლებელია არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ პარტია წარმოდგენილი
იყოს პარლამენტში,
მისაღებად
და
საკმარისია პარტიის მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის
დაფინანსების
მოსაპოვებლად,
მაშინ,
როდესაც
პარტიას,
საქართველოს
კონსტიტუციითა და კანონით, ითვლება, რომ ჰყავს პარლამენტში წარმომადგენელი, თუ იგი
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარადგენს პარტიული სიის წარდგენისაგან დამოუკიდებლად,
მაჟორიტარ კანდიდატებს და ეს კანდიდატები არჩეული იქნებიან პარლამენტის წევრებად.
შესაძლებელია, რომ პარტიამ ვერ გადალახოს პარლამენტის პროპორციული სისტემით გამართულ
არჩევნებში 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ამ პარტიამ მოიგოს მაჟორიტარული წესით ჩატარებული
1
არჩევნები და მით უფრო, მისმა წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა შექმნან საპარლამენტო
ფრაქციაც კი. ასეთ შემთხვევაში, კანონი, ისევე, როგორც აღიარებს და ათანაბრებს პარლამენტის
არჩევის ორივე სისტემას, და ამ ორივე სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების სტატუსს
განსხვავებულად არ ადგენს, ასევე ამ ორივე სისტემით მიღწეული შედეგი - ერთ შემთხვევაში,
თუნდაც პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული სისტემით მიღებული ხმების 5%-იან ბარიერზე
ნაკლები შედეგი - ხმების 3% და მეორე მხრივ, პარტიის შედეგი - მიერ მიერ წარდგენილი
მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია,
თანაბარ პირობებში უნდა იძლეოდეს ასეთი პარტიებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის
სტატუსის მინიჭებისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, რაც
დაფინანსების მინიჭების არსებული რეგულაციების შეცვლისა და მათი გათანაბრების გზით,
აღმოფხვრის პარლამენტში ორივე სისტემით დამდგარი პარტიის შედეგის დისკრიმინაციულ
მიდგომას დაფინანსების კუთხით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, ორგანულ კანონში არსებული იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც
უკავშირდება პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსების ოდენობის
გაანგარიშებას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის
გასანაწილებლად გამოყოფილ თანხის მიღების უფლების გავრცელებას ასევე იმ პარტიისათვის,
რომელიც მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრით/წევრებით წარმოდგბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯებს 2018 და შემდგომი საბიუჯეტო
წლებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასიგნებებზე, როგორც 2018 წლისათვის, ასევე შემდგომი
საბიუჯეტო წლებისათვის (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის
საპროგნოზო პარამეტრები 2019-2021 წლებში, დამტკიცებულ იქნა პარლამენტის 2017 წლის 15
ივნისის დადგენილებით №976 – IIს).
2018 და საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენა შეადგენს თითოეული
პარტიისათვის წლიურად მინიმალური ოდენობით 300 ათას ლარს (მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ კანონი, მუხლი 30, პუნქტი 4). გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტს
გავლენა ექნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე,
პარტიებისა
და
არასამთავრობო
სექტორის
განვითარებისა
და
ჯანსაღი,
კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ
2
ფონდში (საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) სახელმწიფო
ბიუჯეტიდან მიმართულ სახსრებზე, რომელიც შეადგენს პარტიებზე პირდაპირ გასანაწილებელი
სახსრების ნახევარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
რამდენადაც კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ
პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხის მიღების უფლების გავრცელებას ასევე იმ
პარტიისათვის, რომელიც მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრით/წევრებით
წარმოდგენილია პარლამენტში და ჰყავს საპარლამენტო ფრაქცია, კანონპროექტს გავლენა ექნება
შესაბამისი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ
არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი: სიმონ ნოზაძე, გია ჟორჟოლიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: სიმონ ნოზაძე, გია ჟორჟოლიანი
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 30
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად
გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. პარტიის
დაფინანსების უფლება წარმოიშობა საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომის
გამართვის
მომდევნო
დღიდან,
აგრეთვე
მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო
შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. პარტიის
დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულებით, ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების
საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის, პარტიის მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნის
შესახებ ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების საერთო არჩევნების შედეგების საფუძველზე.
1 1.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
საპარლამენტო
ფრაქციის
შექმნის/გაუქმების შესახებ ინფორმაცია ასეთი ფაქტის დადგომის შემდეგ, დაუყოვნებლივ
წერილობით მიეწოდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად
გამოყოფილ
თანხას
რეგისტრირებული
ის
იღებს
საქართველოს
პარტია,
რომელიც
ცენტრალურ
დამოუკიდებლად
საარჩევნო
ან
კომისიაში
საარჩევნო
ბლოკის
შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა
ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში
მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა
გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში
მიღებული ხმების მიხედვით).
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა
შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის
გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.
4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1)+(H),
სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო
დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის
წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის
წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000
ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა; H – პარტია, რომელიც ბოლო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს
5
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს
პარლამენტის
წევრად,
თუ
იგი
შექმნის
საპარლამენტო
ფრაქციას.
ამ
ფორმულის
მიზნებისთვის H=300 000 ლარს.
5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი.
6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო
საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული
აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო დაფინანსების
ოდენობა გაორმაგდება.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L ნულის ტოლია, თუ
პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება შესაბამისი
ოდენობით (მცირდება ან იზრდება), თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის
წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ 3 თვის ვადაში დატოვეს პარტია ან
შეუერთდნენ პარტიას, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო
დაფინანსებას. საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პარტია, რომელსაც ამ
პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დატოვებს ან/და შეუერთდება პროპორციული სისტემით
არჩეული პარლამენტის წევრი, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით
აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიის მიერ ამ პუნქტის
საფუძველზე მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ცვლილება აისახება და ძალაში შევა
მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრული, 3-თვიანი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
71. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო
დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან
შესაბამისი
საარჩევნო
ბლოკის
მიერ
იმ
არჩევნებზე
წარდგენილ
პარტიულ
სიაში
(ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში),
რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და
ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ
მცირე 30%-ით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო
ან
უკანასკნელი
ადგილობრივი
თვითმმართველობის
საერთო
არჩევნების
შედეგები
გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული
პირობებით.
9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში
ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში
შემავალ პარტიათა რაოდენობაზე.
10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის.
11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის
საფუძველზე,
რომელიც
უნდა
წარედგინოს
6
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურს
ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ
წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების
თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით
აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა.
თუ პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ
წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების
მიღების უფლებას, რის შესახებაც მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით
აცნობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის
საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა
დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
12. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნების
წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო
რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის
განსათავსებლად მხოლოდ შესაბამისი საერთო არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების
დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი
არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო
არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის
შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი
საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა
მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების
რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და
საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა)
განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო
სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს
წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან
ეროვნული მაუწყებლები.
7