საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ (N07-2/128; 21.09.2017) საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი პროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
წერილი
17037-3-9-3-201710301036
N 17037
30/10/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა სავალდებულო წესით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები (07-2/128; 21.09.2017).
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა
საკითხები, რომლებიც კომიტეტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს და პოზიციების შეჯერებას, რაც
განხილვისათვის დადგენილ ვადებში ვერ ესწრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე
მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, ზემოთ მითითებული
საკანონმდებლო ინციატივის განხილვის ვადა გააგრძელოთ ორი კვირით.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე