„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/102/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 11911 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 11 დეკემბერს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, და კოდექსს დაემატა 11911 -ე მუხლი, რომლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განისაზღვრა მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა) ცნება. ამ მუხლის თანახმად, მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს გარკვეული შეღავათებით, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება წლიური 3000 ლარიანი შემოსავალი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის შემთხვევაში კი იღებს ყოველთვიურ შემწეობას. სამოქალაქო კოდექსის 11911 მე-4 ნაწილით, მარტოხელა მშობელი კარგავს ამ შეღავათებს ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში. სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ იქნა საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის შეტანა. საკანონმდებლო წინადადების ავტორი თვლის, რომ უმართებულოა, როდესაც მარტოხელა მშობელი ქორწინების რეგისტრაციისთანავე კარგავს კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, რადგან დედინაცვლის/მამინაცვლის ინსტიტუტი ვერ უზრუნველყოფს შვილის თანასწორად გერზე სრულყოფილად ზრუნვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუ მარტოხელა მშობელს შეუწყდება სტატუსი ქორწინების რეგისტრაციისთანავე, კანონით დაურეგულირებელი დარჩება განქორწინების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის ტვირთის განაწილების, მარტოხელა მშობლის სტატუსის ხელახლა მიღების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის, ბავშვის ჯანმრთელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.  წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილა და მის მიღებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რომლის დასკვნაში აღნიშნულია: „სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ვალდებულებას მამინაცვლის/დედინაცვლის მიმართ, იზრუნოს მეუღლის არასრულწლოვან შვილზე. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ეკისრება მათ მშობლებს. მშობელში არ მოიაზრება მამინაცვალი და დედინაცვალი. შესაბამისად, რეგისტრირებულ ქორწინებაში შესული მარტოხელა მშობლის შვილზე მის მეუღლეს პასუხისმგებლობა, უფლებები და მოვალეობები დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს იშვილებს.“ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების საჭიროება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლზე დაყრდნობით, არ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლი (მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები) მითითებას აკეთებს მამინაცვლისა და დედინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გერის მიმართ აღზრდის მოვალეობის ვალდებულებაზე, რის გამოც საკანონმდებლო ცვლილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ დედინაცვლის და მამინაცვლის არსებობა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს მათი გერებისათვის სოციალური გარანტიების წარმოქმნას, ამიტომ, აუცილებელია კანონმა გამიჯნოს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმება, ამ სტატუსის მქონე პირის მიერ რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის ფაქტისაგან. კანონი მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის ერთადერთ საშუალებად ასახელებს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის ან დედის შესახებ ინფორმაციის არარსებობას. შესაბამისად, სტატუსის შეწყვეტაც უნდა უკავშირდებოდეს ხსენებული სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილებას, კერძოდ, დაბადების სააქტო ჩანაწერში აქამდე არარსებული მონაცემის გაჩენას - დედის ან მამის მითითება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი საჭირო და აუცილებელია იმისთვის, რომ მშობელს, რომელიც მარტო ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, სახელმწიფომ შეუქმნას სოციალური დახმარების გარემო და ერთგვარი ფინანსური სრულყოფილად განხორციელებაში. მხარდაჭერა აღმოუჩინოს თავისი ფუნქციის ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიზანია დაიცვას ბავშვთა უფლებები შიდაეროვნულ დონეზე. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, კერძოდ, „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პოზიტიური მიზანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა არ უნდა იყოს დამოკიდებული მესამე პირთა ამა თუ იმ სამართლებრივ მოქმედებაზე (სტატუსის მქონე მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა). ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა ბავშვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ყველა უფლებას, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე. ზემოაღნიშნული კონვენციის ნორმები სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფოსთვის. მხედველობაში მისაღებია ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად:  შვედეთის „ბავშვებისა და მშობლების“ კოდექსის მე-4 თავში ნათქვამია, რომ თუკი მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა პირთან, ამ უკანასკნელს გერის მიმართ წარმოეშობა მშობლის პასუხისმგებლობები მისი შვილად აყვანის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმებას მხოლოდ ერთობლივი მეურვეობის წარმოშობის შემთხვევაში. ანალოგიურადაა დარეგულირებული ეს საკითხი ავსტრიასა და ესპანეთში.  ავსტრიის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია: ა) მხოლოდ ერთი მშობლის სრული მეურვეობის და ბ) ორივე მშობლის ერთობლივი მეურვეობის უფლება. თუ ბავშვის გაჩენის დროს მშობლები დაქორწინებულები არ არიან, სრული მეურვეობა ავტომატურად ენიჭება დედას (მუხ. 177).  გერმანიაში სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ ბავშვის დაბადების დროს დედა და მამა დაქორწინებულები არ არიან, მხოლოდ დედას ეძლევა ბავშვის მეურვეობის უფლება, თუ არ მოითხოვენ ერთობლივ მეურვეობას, არ დაქორწინდებიან ან სასამართლო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას (მუხ.1626). მარტოხელა მშობლისათვის დაწესებული შეღავათები გვხვდება ცალკეულ კანონებში, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადების შესახებ კანონით შეღავათები დაწესებულია გადასახადის გადამხდელისთვის, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შემოსავლების დანაწილებისათვის საჭირო მოთხოვნებს ... ან არის ქვრივი და არ ეწევა საოჯახო მეურნეობას სხვა სრულწლოვან პირთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ ერთი ბავშვი მაინც, რომლის გამოც იღებს საგადასადადო შეღავათს ან ბავშვის შემწეობას, არის მისი ოჯახის წევრი (მუხ. 24 ბ, 38 ბ). სოციალური სამართლის კოდექსის თანახმად კი პირს, რომელიც ცხოვრობს ერთ ან რამდემიმე არასრულწლოვანთან ერთად და მათზე ზრუნავს და ზრდის მარტო, უპირატესობა ენიჭება დასაქმების დროს (მუხ. 20.1, 3).  ესპანეთში 2015 წლის კანონი ზოგადი სოციალური დაცვის შესახებ მარტოხელა მშობლის ოჯახს განმარტავს, როგორც ოჯახს რომელსაც ქმნის მხოლოდ ერთი მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი და ეს მშობელი წარმოადგენს მის ერთადერთ მარჩენალს (მუხ. 182.3 ბ). მარტოხელა მშობლის უფლებები ესპანეთში დაწვრილებით რეგულირებულია რეგიონების დონეზე, რადგან ეს უფრო სფერო მათ კომპეტენციაში შედის. მაგალითად, კატალონიის 2003 წლის კანონით ოჯახების დახმარების შესახებ მარტოხელა მშობლის ოჯახი განმარტებულია როგორც ოჯახი, რომელიც შექმნილია ერთი სრულწლოვანი პირისა და ეკონომიკურად მხოლოდ მასზე დამოკიდებული ერთი ან რამდენიმე არასრულწლოვანისაგან. მარტოხელა მშობლის ოჯახად მიიჩნევა ასევე ოჯახი, სადაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს მიკუთვნებული შვილზე მეურვეობის უფლება და ამავდროულად არ იღებს ალიმენტს ან სასამართლოს მიერ დადგენილ სხვა სახის დახმარებას მეორე მშობლისაგან. მარტოხელა მშობლის ოჯახის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს გენდერული ძალადობისმსხვერპლს, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს ბავშვები.  ესტონეთში ოჯახისათვის შეღავათების დაწესების შესახებ კანონის თანახმად, ბავშვს, რომლის დაბადების მოწმობაში ან საჯარო რეესტრის მონაცემებში არ არის დაფიქსირებული მამის ვინაობა ან ვისი მშობელიც ოფიციალურად აღიარებულია დაკარგულად კანონის შესაბამისად და, რომელიც ასრულებს ამ კანონის მე-17 მუხლის 1 და 2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს4, უფლება აქვს მიიღოს მარტოხელა მშობლის შვილისათვის დაწესებული დახმარება. ოჯახისათვის შეღავათების დაწესების შესახებ კანონისა და ოჯახის შესახებ კანონის თანახმად, დახმარება შეწყდება: მამობის დადგენის შემთხვევაში,თუ ერთი მეუღლე იშვილებს მეორე მეუღლის შვილს; დაკარგული მშობლის ძებნის შეწყვეტის ან ამ მშობლის ‐ როგორც მარჩენალის ‐ გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში; მშობლის მეუღლის ან მშვილებლის ‐ როგორც მარჩენალის ‐ გადრაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში; თუ ერთ‐ერთი მშობელი იხდის ალიმენტს.  რუსეთში შრომის კოდექსის თანახმად, აკრძალულია მარტოხელა დედასთან შრომის კონტრაქტის შეწყვეტა დამსაქმებლის ინიციატივით (მუხ. 261), მაგრამ კოდექსით მარტოხელა დედა განმარტებული არ არის. 2014 წელს უმაღლესი სასამართლოს პლენუმმა დაადგენა, რომ უკანონოდ გათავისუფლებისას წარმოშობილი სასამართლო დავების განხილვის დროს მარტოხელა დედად შეიძლება ჩაითვალოს ქალი, რომელიც არის ერთადერთი პირი, რომელიც ფაქტობრივად ასრულებს საოჯახო და სხვა კანონმდებლობით მშობლისათვის დაკისრებულ შვილების (როგორც საკუთარი, ასევე ნაშვილები) გაზრდისა და აღზრდის მოვალეობებს, ანუ ზრდის მათ მამის გარეშე, კერძოდ, როცა ბავშვის მამა გარდაცვლილია, ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლებები, მიჩნეულია ქმედუუნაროდ (ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ), ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბავშვების აღზრდა და შენახვა, იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავს არიდებს ბავშვების აღზრდას ან მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მომართა საკანონმდებლო წინადადებით, რომელშიც შემოთავაზებულია ცვლილების შეტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 -ე მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის მიხედვითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი უნდა იყოს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წარმოშობის შემთხვევა. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილ იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სტატუსის შეწყვეტის პირობად მარტოხელა მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის დაწესება ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ასეთ დროს სტატუსის მქონე პირს აღარ უნდა ესაჭიროებოდეს დამატებითი სარგებლის მიღება სახელმწიფოსაგან, რადგან მას უჩნდება მეუღლე, რომელიც მოვალე იქნება დაეხმაროს ბავშვის აღზრდაში. აღნიშნული მიდგომა უდევს საფუძვლად საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტებს, როდესაც საუბრობენ მამინაცვლისა და დედინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გერის მიმართ აღზრდის მოვალეობის ვალდებულებაზე. მათი ეს არგუმენტი არ არის სამართლებრივად საკმარისად დასაბუთებული, რადგან სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს გერებთან მიმართებით დედინაცვლისა და მამინაცვლის რაიმე სახის ვალდებულებას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლისა, რომელშიც საუბარია მათ საალიმენტო ვალდებულებებზე არასრულწლოვან ან/და შრომისუუნარო გერებთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმაც ვერ იქნება გაგებული, როგორც უპირობო ვალდებულება, რადგან იგი აკეთებს დათქმას, რომ მამინაცვალი/დედინაცვალი მოვალენი არიან არჩინონ არასრულწლოვანი გერები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი იმყოფებიან მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავთ მშობლები ან არ შეუძლიათ მათგან მიიღონ სარჩენი სახსრები. აქედან გამომდინარე, მამინაცვლის ან დედინაცვლის არსებობა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს მათი გერებისათვის სოციალური გარანტიების წარმოქმნას. ამავდროულად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველად, როგორც ეს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებით იყო შემოთავაზებული, ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში კანონიერი წარმომადგენლის ჩაწერა, ვინაიდან: 1. იგი წინააღმდეგობაში მოდის დებულებასთან, რომლის თანახმად კანონი მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის ერთადერთ საშუალებად ასახელებს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის ან დედის შესახებ ინფორმაციის არარსებობას. აქ არ არის ნახსენები კანონიერი წარმომადგენელი, შესაბამისად, არც სტატუსის შეწყვეტის დროს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის ან დედის გარდა არ უნდა ფიგურირებდეს სხვა პირთა შესახებ ინფორმაცია. 2. ამ საკითხში, სახალხო დამცველის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, ფართოვდება პირთა წრე, რომელთა გაჩენისას მარტოხელა მშობელს უწყდება სტატუსი, შესაბამისად, შეღავათებიც. ეს კი აზარალებს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესებს, რაც მიზანშეუწონელია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია წარმოშობს დაურეგისტრირებელი ქორწინებების მომრავლების რისკსაც, რადგან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები სოციალური სარგებლის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით აღარ დაარეგისტრირებენ თავიანთ ქორწინებებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგადაც შემუშავებულ იქნა კანონპროექტი. მასში აისახა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული მოსაზრებები, კერძოდ, მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, კანონპროექტის მიხედვით, შეიძლება გახდეს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა. სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა კანონპროექტი შემდეგი რედაქციით: „მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, აღნიშნულს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კლების მიმართულებით. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აპრილის N01/98261 წერილით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 16 ივნისიდან დღეის მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭა 1,539 პირს, საიდანაც მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა 1,514 შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ - 25 შემთხვევაში. აქედან, 2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1,086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით 328 პირს. ამასთან, სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მარტოხელა მშობლის სტატუსი დაქორწინების მიზეზით გაუუქმდა 15 მშობელს (2016 წელს - 12 მშობელი, 2017 წელს - 3 მშობელი). არსებული მონაცემების საფუძველზე თუ დავუშვებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის გამო მარტოხელა მშობლის სტატუსი უუქმდებოდა საშუალოდ წლიურად 12 მარტოხელა დედას, ხოლო საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემთხვევაში წლიურად საშუალოდ 3 დაქორწინებული მარტოხელა დედის მეუღლის განცხადების საფუძველზე მოხდება მამობის დადგენა, აგრეთვე თუ დავუშვებთ რომ აღნიშნული 12 პირიდან სტატუსის გაუქმებამდე ყველა სარგებლობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, რომელიც გულისხმობს მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისგან გათავისუფლებას, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 2018 წელს დააკლდება დაახლოებით 5,400 ლარი. ხოლო რაც შეეხება საშუალოვადიანი პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენას, აღნიშნული მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება არითმეტიკული პროგრესიით დაახლოებით 5,400 ლარის ოდენობით, ვინაიდან ყოველწლიურად საშუალოდ მარტოხელა დედის სტატუსი რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის გამო შესაძლოა დაკარგოს 3-მა პირმა 12 პირის ნაცვლად, რასაც კანონის მოქმედი რედაქციის შემთხვევაში ექნებოდა ადგილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს როგორც სახელმწიფო, ასევე ა/რ რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მარტოხელა დედის სტატუსი გაითვალისწინება1 სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, რომლის საფუძველზეც მიღებული სარეიტინგო ქულა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიღების საფუძველს. თუ დავუშვებთ, რომ წელიწადში საშუალოდ 12 მარტოხელა დედას უუქმდებოდა მარტოხელა მშობლის სტატუსი რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის მიზეზით და მათგან სტატუსის გაუქმებამდე (ქორწინებაში შესვლამდე) ყველა სარგებლობდა სოციალური დახმარებით - საარსებო შემწეობით (საშუალოდ ორსულიან ოჯახზე თვეში დაახლოებით - 120 ლარი), ასევე, თუ არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავდა მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას, საარსებო შემწეობის დაწესებისას გადამწყვეტი როლი ჰქონდა სწორედ მარტოხელა დედის სტატუსს, გამოდის რომ კანონის მოქმედი რედაქციით აღნიშნულ 12 პირზე შეღავათების ოდენობა წელიწადში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 17,280 ლარს. კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილების მიღების შემთხვევაში, მარტოხელა მშობლის სტატუსი შეუწყდება წელიწადში დაახლოებით 3 პირს, რაც შესაბამისად გულისხმობს მათზე ზემოხსენებული შეღავათების გაუქმებას დაახლოებით 4,320 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც კანონის მოქმედი რედაქციით საარსებო მინიმუმის შეწყვეტა ხდებოდა 12 პირის შემთხვევაში. იმ დაშვებით, რომ მარტოხელა დედის სტატუსი შეუნარჩუნდება 9 მარტოხელა დედას, ასევე მარტოხელა დედის სტატუსი იყო და იქნება განმსაზღვრელი საარსებო შემწეობის მიღებისას, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების გავლენა 2018 1 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010 წლის ბრძანება N141/ნ. საქართველოს მთავრობის 30.03.2010 წლის N93 დადგენილება სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ; საქართველოს მთავრობის 31.12.2014 წლის №758 დადგენილება “სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ”; საქართველოს მთავრობის 28.07.2006 წლის N145 დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“. წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იქნება დაახლოებით 19,440 ლარი ზრდის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება საშუალო-ვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას, აღნიშნული მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება არითმეტიკული პროგრესიით დაახლოებით 19,440 ლარის ოდენობით, ვინაიდან ყოველწლიურად საშუალოდ მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა დაკარგოს 3-მა პირმა 12 პირის ნაცვლად, რასაც კანონის მოქმედი რედაქციის შემთხვევაში ექნებოდა ადგილი. ასევე, უნდა აღუდგეთ შეღავათები იმ მშობლებს, რომლებსაც დღემდე გაუუქმდათ ეს შეღავათები ქორწინების რეგისტრაციის გამო. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირები, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობენ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირობებით, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ მარტოხელა დედის სტატუსი გადამწყვეტია შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭებისას. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ა/რ რესპუბლიკური, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებზე, მაგალითისთვის: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით რიგ სხვა ღონისძიებებთან ერთად განახორციელოს ღონისძიებები სოციალური დახმარების მიზნით, მათ შორის მარტოხელა მშობლის/დედის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას რიგ საკითხებთან ერთად განეკუთვნება სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს მარტოხელა მშობლების საფინანსო და მატერიალურ მდგომარეობაზე, ვინაიდან ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი მათ შეუნარჩუნდებათ ის შეღავათები, რომლებიც გაუუქმდებოდათ ასეთ რეგისტრაციის დროს. ასევე, აღუდგებათ შეღავათები იმ მშობლებს, რომლებსაც დღემდე გაუუქმდათ ეს შეღავათები ქორწინების რეგისტრაციის გამო. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი ხელს შეუწყობს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტი შემუშავდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მ/შ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, ააიპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“, ააიპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“, ააიპ “გაეროს ბავშვთა ფონდი” (UNICEF), გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამის მენეჯერი (UNDP). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი (11.12.2014. N2892 ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან) (01.04.2015 N3422 ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან) 1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. 2. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 3. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 4. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას. 5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.