საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების ერთი თვით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 07.09.2017); ბ) საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები (N07-3/95; 18.10.2017); გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანმდევი პროექტები (N07-2/137; 20.10.2017).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
წერილი
17422-3-9-3-201711031344
N 17422
03/11/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დავალებული აქვს სავალდებულო წესით განიხილოს
შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები:
-
-
-
საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – (N07-3/88, 05.09.2017);
(განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 10 ნოემბრამდე).
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ
იძულებითი აღსრულების შესახებ“ და მისი თანმდევი 4 კანონპტროექტი - (N07-3/95,
18.10.2017); (განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 7 ნოემბრამდე).
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან
გამომდინარე 5 კანონპროექტი - (N07-2/137; 20.10.2017). (განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017
წლის 13 ნოემბრამდე).
ობიექტური მიზეზების გამო, დასახელებული საკანონმდებლო ინციატივების საკომიტეტო
განხილვა დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინციატივების განხილვის
ვადა გააგრძელოთ 1 (ერთი) თვით.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე