საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის, 2017 წლის 24-26 ოქტომბერს ტუნისში, ქალთა პოლიტიკური უფლებების კონფერენციაზე ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#17745/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

ანგარიში
17745-3-9-3-201711081729 N 17745 08/11/2017 ირინა ფრუიძის ანგარიში ქალთა პოლიტიკური უფლებების კონფერენცია 2017 წლის 24-26 ოქტომბერი, ტუნისი 2017 წლის 24-26 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და IDEA International-ის მიერ ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაში. კონფერენციის მიზანი იყო იმ საერთაშორისო მექანიზმებისა და სტრატეგიების განხილვა, რაც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები, ექსპერტები და გენდერული თანასწორობის თემებზე მომუშავე დაინტერესებული პირები. კონფერენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებისა და პლენარული დისკუსიების ფორმატით განხილულ იქნა შემდეგი თემები:      ფინანსები პოლიტიკოსი ქალებისთვის; მამაკაცების ჩართულობა ქალთა პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფაში; ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკაში; გენდერული სტერეოტიპები; პოლიტიკის გარდაქმნა გენდერული თანასწორებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით. კონფერენციის ბოლოს შემუშავდა მოსაზრებები და რეკომენდაციები. პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე