საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/92; 10.10.2017) საქართველოს კანონის პროექტი - 30 ნოემბრამდე; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და თანმდევი პროექტები (N07-3/96; 19.10.2017) - ორი კვირით; გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/134; 05.10.2017) საქართველოს კანონის პროექტები – 30 ნოემბრამდე; დ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017) საქართველოს კანონის პროექტები – 30 ნოემბრამდე; ე) საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო გოგუაძის, ნინო წილოსანის, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/94; 12.10.2017) საქართველოს კანონის პროექტები – 30 ნოემბრამდე.

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#17799/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

წერილი
N 17799 09/11/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები, რომელზედაც წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი: 1. პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (N07-3/92; 10.10.2017). (კანონპროექტის განხილვის ვადა 14.11.2017). კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისათვის. კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნით, კანონპროექტის განხილვის გადავადება 30 ნოემბრამდე. მიზანშეწონილია 2. პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები საქართველოს კანონის პროექტები: "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/96; 19.10.2017). (კანონპროექტის განხილვის ვადა 14.11.2017). ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით. კანონპროექტის ინიციატორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის გადავადება 2 კვირით. 3. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(N07-2/134, 06.10.2017). კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ 8 სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 153 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. ხოლო გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნით, კანონპროექტის განხილვის გადავადება 30 ნოემბრამდე. მიზანშეწონილია 4. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017). კანონპროექტით სანქციის სახედ გათვალისწინებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის და საქმიანობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით ან ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით. კომიტეტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ინიციატორის მოთხოვნით, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელება 30 ნოემბრამდე. 5. პარლამენტის წევრთა დ. ცქიტიშვილის, ნ. გოგუაძის, ნ. წილოსანის, ე. ბესელიას, თ. ჩუგოშვილისა და თ. ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართელოს კანონის პროექტი "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/94; 12.10.2017). (კანონპროექტის განხილვის ვადა 14.11.2017). კანონპროექტით ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების სწრაფი, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხზე წარმოსადგენია საქართველოს მთავრობის დასკვნა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 30 ნოემბრამდე. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე