„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 462 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 463 მუხლი:
„მუხლი 463. მასწავლებლის მომზადება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის
მასწავლებლობის უფლება მიენიჭება პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი
ჯგუფის
შესაბამისი
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაივლის მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამას.“.
2. 472 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს
არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი
სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს, ასევე პირს, რომელსაც
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი
ბაკალავრიატის ფარგლებში სურს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის გავლა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მასწავლებლის
მომზადება ხორციელდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის
განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. ამასთან, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა
მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს და არის 5 წლიანი.
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მასწავლებლად
მუშაობის დაწყების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირს ჰქონდეს მასწავლებლობის
უფლება უნდა ისწავლოს არანაკლებ 5 წელი, ამასთან, პირს უფლება აქვს მხოლოდ
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდგომ გაიაროს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამა.
კანონპროექტის მიღების მიზეზია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის
ფარგლებში მასწავლებლის მომზადებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
შემთხვევაში მასწავლებლობის უფლების მინიჭებისთვის შესაბამისი სამართლებრივი
საფუძვლების შექმნა. აღნიშნული გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი
ჯგუფის
შესაბამისი
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის შესაძლებლობის მიცემას, სტუდენტობის
განმავლობაში შესაბამისი საგნის მასწავლებლობის სურვილის გაჩენის შემთხვევაში,
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (240 კრედიტის) ფარგლებში გაიაროს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, მიიღოს საგნის/საგნობრივი
ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ხარისხი, რომელიც მას მისცემს მასწავლებლობის უფლებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის
შესაბამისი
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო
პროგრამის
სტუდენტებისათვის
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესაძლებლობის მიცემა
ემსახურება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნებას, მისი მეტად
ხელმისაწვდომებისათვისა და პოპულარიზაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით
მასწავლებლის მომზადებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში და ემატება 463 მუხლი. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების
თანახმად პირი უფლებამოსილი იქნება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის
ფარგლებში აირჩიოს მასწავლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მას
შემდგომში მისცემს მასწავლებლობის უფლებას. კანონპროექტის მიხედვით ასევე იცვლება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-2 პუნქტი და
განისაზღვრება, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
უფლება აქვს პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრიატის ფარგლებში აირჩევს მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 472. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე და
ყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა .
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლ
ებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო / ს
ასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს .
3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და
ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცე
მა შესაბამისი სერტიფიკატი .