„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 7 ✗ 55
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
“მაუწყებლობის შესახებ”
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნას შემდეგი სახის
ცვლილება:
1. 33-ე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროქექტზე
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით
განსაზღვრული საზოგადროებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არაეფექტიანი და
დროებითი გამონაკლისის სახით დაწესებული პრივილეგირებული ნორმა, რომლის
მიხედვითაც მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებულია საქართველოს მთლიანი შიდა
პროდუქტის ოდენობაზე. მოქმედი კანონით იგი უნდა იყოს წინა წლის მშპ-ს არანაკლებ
0,14 პროცენტი. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით,
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
დაფინანსება
5,7
მილიონი
ლარით
იზრდება.
დაფინანსების ეს წესი შემდგომში მხარჯავი დაწესებულების მიერ საბიუჯეტო სახსრების
არარაციონალური ხარჯვის მიზეზი შეიძლება გახდეს. საერთაშორისო პრაქტიკაში არ
გვხდება არცერთი შემთხვევა, როდესაც
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება
დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე.
აღნიშნული ნორმა უპრეცედენტოა საქართველოს საბიუჯეტო ცხოვრებაშიც, ვინაიდან
ანალოგიური გამონაკლისი არ ვრცელდება არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ.
შესაბამისად, იგი გაუმართლებელია საბიუჯეტო პრეცედენტის სახითაც.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, რომ
მსგავსი მექანიზმით მომხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირება, რაც წარმოადგენდა
NATO-ს მოთხოვნას, არ იქნა იგი გათვალისწინებული, ვინაიდან მიჩნეულ იქნა
საბიუჯეტო სახსრების განაწილების არასწორ და არასამართლიან მექანიზმად.
ამასთანავე, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს კანონის დროებით ნორმას, რომელიც
უკვე 8 წელია მოქმედებს და დღემდე არ დასმულა საკითხი მისი გადახედვის შესახებ. იგი
თავის მხრივ, ასევე აბრკოლებს ძირითადი ნორმის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
ბიუჯეტი
უნდა
იქმნებოდეს
საზოგადოებრივი
მაუწყებლის გადასახდელიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის
საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის პროგნოზირებადობისა და ეფექტიანობის გაზრდის
აუცილებლობა, ასევე მხარჯავ დაწესებულებებზე საჭირო საბიუჯეტო სახსრების
გადანაწილებისას
თანაბარი
მდგომარეობის
უზრუნველყოფა
და
უსამართლო
პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკის აღმოფხვრა.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
კანონპროექტის
ძირითად არსს წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, უქმდება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მეხუთე პუქნტის მეორე ნაწილი, რომლის
მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება
საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2009 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 26,5 მილიონი
ლარის ოდენობით. 2009 წელს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების
თანახმად, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა უნდა ყოფილიყო წინა წლის მშპ-ს არანაკლებ
0,12%-ისა, 2010 წელს აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია მისი ბიუჯეტის ზრდა 38,3
მილიონ ლარამდე. 2014 წლამდე ეს ნორმატივი იყო მშპ-ს 0,12%, ხოლო 2014 წლიდან იგი
გახდა მშპ-ს 0,14%.
2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ბიუჯეტიდან
გამოყოფილი დაფინანსება ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ლარით
იზრდებოდა.
ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების 2018-2021 წლების დოკუმენტის
მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი გეგმიური
თანხის ოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 5 მილიონი ლარით იზრდება, მშპ-ს ზრდის
პარალელურად.
1
წელი
დამტკიცებული
გეგმიური
დაფინანსება (ათასი
ლარი)
2014
2015
2016
2017
201811
201922
20202
20212
38,000.0
40,820.0
44,100.0
46,405. 0
52,100.0
55,817.0
60,941.0
66,535.0
ზრდა წინა
წლის გეგმიურ
მაჩვენებელთან
შედარებით
(ათასი ლარი)
2,820.0
3,280.0
2,305.0
5,695.0
3,717.0
5,124.0
5,594.0
ფაქტიური
დაფინანსება
(ათასი ლარი)
38,181.9
41,086.1
44,498.6
-
გეგმიური
მაჩვენებლის მშპსთან
თანაფარდობა
(%)
0,14
0,14
0,14
0,14
0,14
0,14
0,14
0,14
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2018-2021 წლების დოკუმენტის
გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით
2
საკანონმდებლო
ინიციატივის
თანახმად,
საზოგადოებრივი
მაუწყებლისათვის
ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების
მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისათვის დაფინანსების
ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე ) კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 33. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის
გადასახდელი
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა
და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს
მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს
მომდევნო წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოცემული
ტელემაუწყებლობის, სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმართველობითი
ხარჯები.
11 . საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად შექმნას ერთი ან ერთზე
მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ 4 ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და
ოსურ ენებზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის
გადასახდელი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა
შემოსავლები.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი,
რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი.
4.
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
გადასახდელი
ყოველთვიურად
ირიცხება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშზე.
5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი
მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი
შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.
6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული
ასიგნებები, მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი
გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6011 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.76
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2471 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.397
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4546 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი № 833 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.