საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და პაატა მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/80; 29.06.2017) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 29 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-15
ბიუროს ნომერი 104
📜 ტექსტი
წერილი
N 17999
13/11/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2017 წლის 29 ივნისს, პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და პაატა მხეიძის
მიერ, საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
იქნა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/80;
29.06.2017). პარლამენტის ბიურომ კომიტეტის მიმართვის საფუძველზე წამყვან
კომიტეტზე კანონპროექტის განხილვის ვადა გადაწია 17.11.2017-მდე. (№93/4; 02.10.2017).
მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებებიდან გამომდინარე,
კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი კონსულტაციების გამართვას.
აქედან გამომდინარე გთხოვთ, გადაგვივადოთ ამ კანონპროექტის განხილვის ვადა
29.12.2017-მდე.
პატივისცემით
გრიგოლ ლილუაშვილი
თავმჯდომარე