„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/104/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-20
ბიუროს ნომერი 106

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 1920, 30/07/1996, სარეგისტრაციო კოდი 110.030.110.05.001.000.148) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ „საქართველოს კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის შრომის ანაზღაურებაზე დანამატის ოდენობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველის არარასებობის გამო ისეთი რეგულაციის დაწესება, რაც შესაძლებლობას მიცემს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მიიღოს შრომის ანაზღაურების დანამატი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები ვრცელდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე, გამონაკლისი იყო შემთხვევა, როცა კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ იყო განსაზღვრული. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, თანამდებობრივ სარგოებს ადგენდა კანონი. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოების ოდენობას. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ასევე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა, რომ მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, სწორედ აღნიშნული მუხლი წარმოადგენდა იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მიეღო პრემია და სხვა დანამატები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს ახალი კანონი არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე. აღნიშნული კანონის 120-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ასევე არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლითაც იცვლება 120-ე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობრივ სარგოს ადგენს უკვე არა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, არამედ იგი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“. ერთი მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე, ხოლო მეორე მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა უნდა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობაში კი ამ საკითხის მომწესრიგებლად რჩება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლიც ადგენს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს და ქმნის სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ თანამდებობრივი სარგოებისთვის. რაც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონს, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. სხვა ჩანაწერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანამატის თაობაზე აღნიშნული კანონი არ შეიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე კანონში საუბარია დანამატების ოდენობის განსაზღვრაზე მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან მიმართებაში, დანამატის საკითხი ვერ გავრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე და შესაბამისად მათთვის დანამატის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისათვის, (მოსამართლეებისათვის) და არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარისათვის, შრომის ანაზღაურებაზე დანამატის ოდენობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლითაც არა მხოლოდ საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ ზოგადად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში. ბ) კანოპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ მუხლი 2. 1. საქართველოს ანაზღაურების საკონსტიტუციო ყოველთვიური სასამართლოს თანამდებობრივი წევრთა სარგოს შრომის განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით. 2. ამოღებულია (23.12.2005 N 2481) 3. ამოღებულია (23.12.2005 N 2481) 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დაფინანსების ფარგლებში. 5. ამოღებულია (23.12.2005 N 2481) გათვალისწინებული