„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 14 ✗ 20
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-20
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-12 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო
სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების
ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა-ბიუჯეტის
მთლიანი სალდო.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროქექტზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის აღრიცხვისათვის, საბიუჯეტო
კოდექსით დადგენილი წესის თანახმად გამოიყენება საერთაშორისო სავალუტო ფონდის
მიერ შემუშავებული GFSM (სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელო)
2001-ს მეთოდოლოგია, თუმცა დეფიციტის გაანგარიშების მიზნებისათვის,
როგორც
საქართველოს მთავრობა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ აქტიურად
იყენებებს GFSM 1986 კლასიფიკაციას, რომელიც GFSM 2001 მეთოდისაგან განსხვავებით
უფრო დეტალურად და რეალისტურად ასახავს ბიუჯეტის დეფიციტს/პროფიციტს და
უფრო მეტად არის ორიენტირებული ფისკალური სტაბილურობის მიღწევაზე.
მიუხედავად
იმისა,
რომ
საბიუჯეტო
კოდექსის
თანახმად
ბიუჯეტის
დეფიციტს/პროფიციტს გამოხატავს ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ის არ გამოდგება იმის
შესაფასებლად, თუ როგორია სხვაობა ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავალსა და ხარჯს
შორის. მთლიანი სალდო არ მოიცავს ფინანსური აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს და
ფინანსური
აქტივების
ზრდაზე
გაწეულ
დანახარჯებს.
აქედან
გამომდინარე,
დეფიციტის/პროფიციტის სრული სურათის საჩვენებლად ეკონომისტები იყენებენ ე.წ.
ტრადიციული გაგებით დეფიციტს, რომელიც მოიცავს ყველა სახის შემოსავალს და ხარჯს,
ანუ მთლიან სალდოსთან ერთად მოიცავს ფინანსური აქტივების ცვლილებასაც. სწორედ
ბიუჯეტის ტრადიციული დეფიციტია ის თანხა, რაც უნდა დაფინანსდეს ვალის აღებით,
რომ მთავრობას ფული ეყოს ყველა პროგრამის დასაფინანსებლად და შესაბამისად,
სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
საქართველოში, GFSM 2001 წლის მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დეფიციტი ყოველ
წელს დაახლოებით 1%-იან ნიშნულზე ფიქსირდება, მაშინ როდესაც GFSM 1986-ს
მეთოდოლოოგით გაანგარიშებული დეფიციტი თითქმის ყოველთვის აღემატება 3%
ზღვარს. შესაბამისად საბიუჯეტო კოდექსის თანახმად გაანგარიშებული დეფიციტი არ
შეესაბამება იმ ტრადიციული დეფიციტის გაგებას, რომელიც მეტადაა ორიენტირებული
არამდგრადი ფისკალური პოლიტიკის პრევენციაზე და
რომელსაც შესაბამისად
სავალუტო ფონდი საქართველოს და სხვა ქვეყნების ბიუჯეტის შეფასებისთვის იყენებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური
რისკების უკეთ შეფასება, დეფიციტის ეფექტური კონტროლი და „ეკონომიკური
თავისუფლების
შესახებ“
ორგანული
კანონით
განსაზღვრული
ფისკალური
სტაბილურობის მიღწევა. ამასთანავე საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობისა და
ბიუჯეტის
ყოველწლიური
დეფიციტის/პროფიციტის
პარამეტრის
კანონპროექტით
საკანონმდებლო
გათვალისწინებული
დონეზე
განსაზღვრულ
ფისკალურ ლიმიტებთან შესაბამისობის უკეთ შეფასება.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული
ბიუჯეტის პროფიციტის/დეფიციტის გაანგარიშების მეთოდის ცვლილება. კერძოდ
ცვლილება შედის საბიუჯეტო კოდექსის, მე-12 მუხლის პირველ პუნქტში და ბიუჯეტის
მთლიანი სალდო დაიანგარიშება შემდეგი წესით: „ბიუჯეტის შემოსავლებსა და
ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის
საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური
აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა -ბიუჯეტის მთლიანი სალდო. “
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
დეფიციტის აღრიცხვის აღნიშნული მეთოდოლოგიის შემოღება გამოიწვევს ნაერთი
ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის ზრდას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
გაანგარიშებულ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად,
თუ ახალი წესით დათვლილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გაცდება 3%იან ზღვარს, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ
ზღვარში დეფიციტის მაჩვენებლის შესანარჩუნებლად მთავრობას მოუწევს მიმდინარე
ხარჯების, ფინანსური აქტივების ზრდის ან არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით
გადასახდელების შემცირება, რაც შესაბამისად გავლენას მოახდენს ვალდებულებების
დინამიკაზე.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების 2018-2021 წლების გადამუშავებული
პროექტის მიხედვით, ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორების 2018-2021 წლების
საბაზო სცენარით, ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის
დეფიციტი არ აღემატება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით
განსაზღვრულ 3%-იან ზღვარს და საშუალოვადიან პერიოდში 2,7%-ზე ნარჩუნდება.
შესაბამისად ინიციატივას გავლენა არ ექნება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
საშუალოვადიან პერიოდში.
წელი
საქართველოს კანონმდებლობით
გაანგარიშებული დეფიციტი
ინიცირებული მეთოდოლოგით
გაანგარიშებული დეფიციტი
2018
1.4%
2.9%
2019
1.3%
2.8%
2020
1.4%
2.7%
2021
1.2%
2.4%
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
ძირითადად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ახალი
ვალდებულებების აღება. შესაბამისად, თუ ახალი წესით დათვლილი დეფიციტის
მაჩვენებლი გაცდება 3%-იან ზღვარს, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული
კანონით
განსაზღვრულ
ზღვარში
დეფიციტის
მაჩვენებლის
შენარჩუნებისათვის,
მთავრობას მოუწევს დეფიციტის შემცირება და შესაბამისად ნაკლები ვალდებულებების
აღება, ხოლო თუ დეფიციტის მაჩვენებელი მოექცევა დადგენილ, 3%-იან ზღვარში,
ინიციატივას არ ექნება გავლენა ფინანსური ვალდებულებების ნაწილზე.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე ) კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 12. ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი
1. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო
სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას
შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.
2. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი
სალდო – ბიუჯეტის დეფიციტი.