„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; ე) იუსტიციის; ვ) კულტურისა და სპორტის; ზ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; თ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; ი) საგარეო საქმეთა; კ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ლ) ფინანსთა; მ) შინაგან საქმეთა; ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.“. 2. 261 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სპეციალური დაწესებულების დებულებასა და შესაბამისი კანონით განსაზღვრულ სხვა ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 3. X1 თავი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ბუნებრივი რესურსების - სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბუნებრივი რესურსების (სასარგებლო წიაღისეულის) მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, გარდა სასარგებლო წიაღისეულისა, მართვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს და ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ გარემოს დაცვის მიმართულებითა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით, მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილის და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირების) გადაეცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჩაითვალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სპორტის მართვის მიმართულებით, ასევე გარდა ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებისა - მთლიანი ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების) გადაეცეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჩაითვალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ სპორტის მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მათ სისტემაში არსებული სხვა შესაბამისი უწყებების, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივ აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთან, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს. 8. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგვაში არსებული „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდების ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიეცეთ ამ კანონის ამოქმედების შედეგად შექმნილ უწყებებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემაში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული პროგრამული კოდების განკარგვაზე უფლებამოსილი საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა. 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს ამ მუხლის პირველი - მე-5 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი უფლებამონაცვლე სამინისტროები. 10. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ და ამ მუხლის პირველ - მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა მათ სისტემაში (სტრუქტურაში) უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისად, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. 11. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სათანადო უწყებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა, ასევე ძირეულად შეიცვალა და ადამიანზე ორიენტირებული გახდა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდა მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში. თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. სამთავრობო ცვლილებების განხორციელება ასევე განპირობებულია საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხოციელებული ინსტიტუციური და ფუნქციური ანალიზით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ქვეყნის უმთავრეს მიზანს - მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის, კანონპროექტით წარმოდგენილია მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელება, რაც მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების - სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულება. ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი „ქოლგის" ქვეშ მოქცევა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას. • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება უერთდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სამინისტროს სახელწოდება იქნება კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლების სამინისტროსთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას. • იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. აღნიშნული სამსახურში იქნება ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი. შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში საკანონმდებლო დონეზე ასევე უქმდება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო ეკონომიკური საბჭო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საბჭო დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს. გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს არ შეეზღუდოს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, შესაბამისი ცვლილება შედის კანონის 261 მუხლის მე-5 პუნქტში. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია შესაბამისი უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. ასევე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდების ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების საკითხები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი. ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 14 1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. 2. საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) ენერგეტიკის; ე) თავდაცვის; ვ) იუსტიციის; ზ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის; თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; ი) საგარეო საქმეთა; კ) შინაგან საქმეთა; ლ) სოფლის მეურნეობის; მ) ფინანსთა; ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ; ო) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ; ჟ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა. მუხლი 261 1. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური დაწესებულება) არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად. 2. სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს დაწესებულების საქმიანობას. 3. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება კანონით. 4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, კანონის, სპეციალური დაწესებულების დებულებისა და პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე. 5. სპეციალური დაწესებულების დებულებასა და შესაბამისი კანონით განსაზღვრულ სხვა ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. თავი X1 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ეკონომიკური საბჭო მუხლი 291 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია მთავრობის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. 2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური. 3. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში. 4. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით. მუხლი 292 1. ეკონომიკური საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით. 2. ეკონომიკური საბჭოს საქმიანობას უზრუნველყოფს ეკონომიკური საბჭოს აპარატი. 3. ეკონომიკური საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს ეკონომიკური საბჭოს მდივანი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში. 4. ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.