„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
12.06.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში - სამსახური),
რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის
მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში
აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების
გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.“;
2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის მახასიათებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების
ამოცანების გადასაწყვეტად განსაზღვრავს სამსახური.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის წესებს ადგენს
სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ
სამსახურთან და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ
ორგანოებთან შეთანხმებით.“.
4. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის
მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და
წინადადებებს წარუდგენს სამსახური;
ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი –
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მიერ
ერთიანი
სისტემის
აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო,
რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან
ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო
სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახდენს სამსახური ან ახდენენ ერთიანი სისტემის
შესაბამისი რეაგირების ძალები.“.
5. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში სამსახურთან
იქმნება ეროვნული საზოგადოებრივი სათათბირო ორგანო − საექსპერტო-საკონსულტაციო
საბჭო, რომლის შემადგენლობა, მიზნები, ამოცანები და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს სამსახურის
უფროსი.
7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას
ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახური ორგანიზებას უწევს რეაგირების ძალების მომზადებასა და გადამზადებას,
აგრეთვე მათ მუდმივ მზადყოფნას.
9. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვარჯიში ტარდება სამსახურის უფროსის
პროგრამებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.“.
მიერ დამტკიცებული სასწავლო
10. 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მიმართ სამსახურის
უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
11. 22-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად
ატყობინებენ მოსახლეობას მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან
გამომდინარე საფრთხეების შესახებ;“;
12. 23-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად,
მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანაგებო სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ
მოსახლეობისათვის შეტყობინება;“;
13. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებას დებს სამსახური.
3. ამ მუხლითა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული დელეგირებული
უფლებამოსილებების განხორციელებისას მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე
დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური.“.
14. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეატყობინონ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული პოტენციური
საფრთხის შესახებ;“;
15. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ორგანიზების, სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის და საავარიოსამაშველო საშუალებების გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების
შემუშავება.“.
16. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული ნორმატიული
აქტების პროექტები, რომლებიც ადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს,
შეთანხმებული უნდა იქნეს სამსახურთან, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ ნორმატიულ
აქტებზე სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.“.
17. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სამართლებრივ,
სარეკომენდაციო და მეთოდურ დოკუმენტებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს
სამსახურის უფროსი.“.
18. თავი IX1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX1
სამსახურის სტატუსი, სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი
მუხლი 521. სამსახურის სტატუსი
1. სამსახური წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელებსაც სამსახურის უფროსის
წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.
4. სამსახურის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე
ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე.
6. სამსახურის მმართველობის სფეროში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში-სააგენტო).
7. სამსახურის მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს სხვა საჯარო
სამართლის იურიდიული პირი.
8. სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა
ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
9. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 522. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეები ფუნქციების შესაბამისად იყოფიან
მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად.
მეხანძრე-
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში შედიან მეხანძრემაშველები და მაშველები, რომლებიც, შესაბამისად, უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის
პროფილაქტიკას და აქრობენ ხანძარს, ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავენ
და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს/უშუალოდ ატარებენ სამაშველო სამუშაოებს,
ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავენ და
ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს. სამსახურის მეხანძრე-მაშველსა და მაშველს (გარდა
სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირისა) ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება.
3. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შედიან მოსამსახურეები, რომლებიც
ასრულებენ სამსახურის საქმიანობის მმართველობით, საფინანსო, ლოჯისტიკურ,
სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა
მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული
ფუნქციების
უშუალო
შესრულებას.
სამსახურის
სამოქალაქო
შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება.
მუხლი 523. სამსახურში მიღება
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველად/მაშველად დაინიშნება/მიიღება საქართველოს
მოქალაქე/უცხოელი (ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი) 18 წლის ასაკიდან, რომელიც
ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი
განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა
და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების
შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
მოთხოვნებს.
2.
პირი
სამსახურის
მეხანძრე-მაშველად/მაშველად
სამსახურის
შტატით
გათვალისწინებულ თანამდებობაზე დაინიშნება სპეციალური კონკურსის შედეგად.
სამსახურში მეხანძრე-მაშველის და მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი
განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. უცხოელი სამსახურის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ან სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურედ.
4. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში მიღებისას ან მიღების შემდეგ
გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური
გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. სპეციალური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და
კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
5. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში დანიშვნისას/მიღებისას დებს
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცს. მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტს ამტკიცებს
სამსახურის უფროსი.
6. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურის გავლის ის საკითხები,
რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო
შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის
გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ.
7. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი
ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 524. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში მიღებისა და მის მიერ
სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები
1. სამსახურში მეხანძრე-მაშველად/მაშველად არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის
დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ
აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით
დაავადებული პირი. ამ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამსახურის უფროსი.
ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება
მიიღო.
2. სამსახურში მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს (გარდა
სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესასრულებლად დგინდება
შემდეგი შეზღუდვები:
ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს
უფლება არ აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო ან კერძო
დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა;
ბ) სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურის
უფროსის წერილობითი თანხმობით ეკავოს სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდეს სხვა
ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან.
3. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეკრძალება გაფიცვა.
მუხლი 525. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამუშაო დრო
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დგინდება არანორმირებული
სამუშაო დღე.
2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს
სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
მუხლი 526. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულება
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის
შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
ყოველწლიური
ანაზღაურებადი
2. სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35
კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე სამსახურის მეხანძრე მაშველისა/მაშველისა – 40 კალენდარული დღე.
3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.
4. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის
მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 527. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობიდან დროებით
გადაყენება
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო
ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის/სააგენტოს შესაბამისი
დანაყოფის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფლებამოსილი პირის ბრძანებით
შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მისი ბრალდებულად ცნობის გამო
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი
გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია
– მის ტოლფას თანამდებობაზე სამსახურში.
სამსახურის
მუხლი
528.
გათავისუფლების/დათხოვნის წესი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
სამსახურიდან
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი შეიძლება გათავისუფლებულ/დათხოვნილ
იქნეს სამსახურიდან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების
შემცირება;
გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ)
თანამდებობასთან
შეუსრულებლობის გამო;
შეუთავსებელი
საქმიანობის
შეწყვეტის
მოთხოვნის
ი) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო,
სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების,
მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
მ) გარდაცვალების გამო;
ნ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ო) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში;
პ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2.
სამსახურის
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
სამსახურიდან
გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფლებამოსილი
პირი.
მუხლი 529. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში
აყვანა
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა) სამსახურის
უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ
იქნეს სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების
შემცირება;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის
დროს.
2. სამსახურის განკარგულებაში აყვანილ სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს
შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი
კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის
შესახებ გაფრთხილებულად.
მუხლი 5210. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისება და წახალისების
ფორმები
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და
კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი
დავალების
შესრულებისათვის
სამსახურის
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
მიმართ
გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემიის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;
ი) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ
წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.
ერთდროულად
შეიძლება
3. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისების უფლება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ სამსახურის უფლებამოსილ პირს.
4. სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
5. სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიას, აგრეთვე სამსახურის
მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში
შეყვანის წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 5211. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომისა
და დისციპლინური სახდელის სახეები
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების
დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია
ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ვ) სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის შეუფერებელი ქმედება,
რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;
ზ) მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის გატეხა;
თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;
ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
2. სამსახურის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების
წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
3. დისციპლინური გადაცდომისთვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ
გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სამსახურიდან დათხოვნა.
მუხლი 5212. მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე
მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 12
ივნისს.“.
19. თავი X ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X
სამსახურის მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები,
მათი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 53. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები
1. სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
სავალდებულოა. იგი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია სამსახურის მოსამსახურის მეუღლისა და
არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
სახსრებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სამსახურის
მეხანძრე-მაშველს/მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მეხანძრემაშველს/მაშველს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული
თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასი (ფულადი სარგო).
4. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო
სპეციალური წოდება, სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს
სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.
5. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეებზე სოციალური
დაცვის გარანტიები განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი
აქტით.
6. სამსახურის მოსამსახურეს, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურისთვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში
შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების, სხვა
სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.
7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს სამსახურის მეხანძრემაშველთა/მაშველთა
სოციალური
დაცვის
სხვა
გარანტიებიც,
რომლებიც
გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.
მუხლი 54. სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის უსაფრთხო და
აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა
1.სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და
აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე მიიღოს სამსახურებრივი მოვალეობის
შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.
2. სამსახური ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა
და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მათ მიმართ
თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების
ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
მართვის,
მუხლი 55. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის ხელფასი
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს
ეძლევა ხელფასი (ფულადი სარგო), რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და
წოდებრივი სარგოსგან. მას, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს აგრეთვე ხელფასზე
(ფულად სარგოზე) დანამატი.
მუხლი 551. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის წელთა ნამსახურობის დანამატი
სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური
წოდება, ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით
ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი
და წოდებრივი სარგოები) პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი
ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5 პროცენტი;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 პროცენტი;
გ) 5-დან 10 წლამდე – 15 პროცენტი;
დ) 10 წელი და მეტი – 20 პროცენტი.
მუხლი 552. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანება
1.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
სამსახურის
მეხანძრემაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის
შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.
2.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
სამსახურის
მეხანძრემაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება
შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას,
სამსახური
უზრუნველყოფს
ამ
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
სამსახურში,
მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებების და განათლების
შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური
მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში
დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად
ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული
თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
4. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი
დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 553. დახმარება და კომპენსაცია სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის
გარდაცვალებისას
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ხანძრის ჩაქრობისას ან/და
სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს უშუალოდ ადამიანის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას სამსახურის მეხანძრემაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების
შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის/სააგენტოსთვის საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის მიერ გამოცემული
აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის
ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500
(ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს
სახელმწიფო (სამსახური) ანაზღაურებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის
შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის/სააგენტოსთვის საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის მიერ გამოცემული
აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი
ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500
(ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს
სახელმწიფო ანაზღაურებს.
3. სამსახურისთვის/სააგენტოსთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის
შემთხვევაში, სამსახურის დაღუპული მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს
(მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს, სამსახურის მიერ გამოცემული აქტის
საფუძველზე, შესაძლებელია მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან
მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს
ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 554. სამსახურისა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო
დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სამსახურის/სააგენტოს დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით,
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის
ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან
მიღებული შემოსავლებით და კანონით ნებადართული სხვა სახსრებით.
2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
მუნიციპალიტეტისათვის ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური
რესურსების ფარგლებში.
მუხლი 555. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების
პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები
1. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი
შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. დაზღვევა
ხორციელდება მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების
შენახვისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით.
2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი
შემადგენლობის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად საპენსიო უზრუნველყოფა
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოებს უფლება აქვთ, დაადგინონ მუნიციპალური სახანძრო
დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის სხვა
გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით.“.
20. 56-ე მუხლის მე-9 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები :
ა )„საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობი
ს განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ )„სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამ
ტკიცების თაობაზე“;
გ )„კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირო
ბების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
დ ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“;
ე )„მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების , პირობების და თავშესაფრის მოწყობის გ
ანმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“;
ვ )„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანი
ზების შესახებ“;
ზ )„სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სი
ტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;
ზ 1) „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე
პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და
პირობების დადგენის შესახებ“;
თ )„პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახ
ებ“;
ი ) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
კ )„ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რ
ესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;
ლ ) „ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“;
მ )„საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების
თაობაზე “;
ნ )„პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “;
ო )„მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო - სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების
,ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ “;
პ ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ “;
ჟ ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ “;
რ )„საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახე“.
10. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები :
ა )„ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქც
იის დამტკიცების შესახებ “;
ბ )„ საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების
შესრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახე
ბ “;
გ )„ საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების
შესახებ “;
დ )„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციის
ა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ “;
ე )„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების
შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ “;
ვ )„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფე
ბად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ “;
ზ )„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვი
ს შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე “;
თ )„პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების
შესახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე “;
ი) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწ
ევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ “;
კ )„სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოე
ბის სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახ
ებ “;
ლ )„ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახან
ძრო - სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და სა
შუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ “;
მ )„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი , პოტენციურად საშიში , ეროვნული საგანძურის და კულ
ტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ , სადაც აუცი
ლებელია სახანძრო დაცვის შექმნა “;
ნ )„სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალი
ს დამტკიცების შესახებ “;
ო )„სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე “.
11.
სამსახურის
უფროსმა 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოც
ემა :
ა )„პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელ
ების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ “;
ბ )„საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ “;
გ )„საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების , დამუშავებისა და გადაცემის
წესების დამტკიცების თაობაზე“;
დ ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“;
ე )„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“;
ვ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შეს
ახებ“;
ზ ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების
შესახებ“;
თ )„წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შე
სახებ“;
ი ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;
კ )„სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების
შესახებ“;
ლ )„სახანძრო - სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სა
მუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
მ )„სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზები
ს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ნ )„სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების , მეწარმე ს
უბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების თანამშრომლების
ათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცები
ს შესახებ“;
ო )„ხანძრის , ავარიის , კატასტროფის , სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დ
როს სახანძრო - სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო - სამაშველო საშუალებების
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“;
პ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“;
ჟ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
სახანძრო - სამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დ
ამტკიცების შესახებ“;
რ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
სახანძრო
სამაშველო
დანაყოფების
პირადი
შემადგენლობის
სახანძრო
სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცები
ს შესახებ“;
ს )„ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამ
ტკიცების შესახებ“;
ტ ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;
უ )„სახანძრო და საავარიო - სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცები
ს შესახებ“;
ფ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
სახანძრო - სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შე
სახებ“;
ქ ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “;
ღ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სააგენტოს
მეხანძრე - მაშველის / მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესა
ხებ“;
ყ ) „მეხანძრე - მაშველის / მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ “;
შ ) „მეხანძრე - მაშველთა / მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“;
ჩ )„სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის , სპეციალური გადამზადების
ან / და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის / პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
ც) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების
სახელმწიფო
დაწესებულება
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურშისამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
ძ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების
წესის დამტკიცების შესახებ“.“
მუხლი 2.
1. ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე შეიქმნას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლით
გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური, რომლის უფროსსა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება,
საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით,
რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა, ხოლო სამსახურის საშტატო ნუსხა მტკიცდება სამსახურის უფროსის მიერ.
სამსახურის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2. 2018 წლის 1 ინვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის სტატუსი, უფლებაუნარიანობა, სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და
სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით წარმოდგენილი ცვლილებების
შესაბამისად.
3. ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი „ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით და სხვა შესაბამისი
კანონპროექტებით განსახორციელებელი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის
საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
4. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ
განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საგანგებო საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტო.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საქმიანობას განაგრძობს
ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა
უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მოსამსახურეების დანიშვნა ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე 2018 წლის
1 იანვრიდან.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეს,
რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობს ამავე სააგენტოში, მინიჭებული აქვს
სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2018 წლის 1 იანვრიდან
სამსახურს გააგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოში, ამავე სააგენტოში მუშაობის განმავლობაში, უნარჩუნდება 2018 წლის 1 იანვრამდე
მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება განურჩევლად მისი თანამდებობისა და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მორიგი.
8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამ
კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საკუთარ სისტემაში (სტრუქტურაში)
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელება, მათ შორის შესაბამისად, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო
დაწესებულებასთან შერწყმა.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) 2018 წლის 1 იანვრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) ამავე
ვადაში უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით
გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ
შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) განსაზღვრას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, ასევე
სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა
დოკუმენტაცია) 2018 წლის 1 იანვრიდან გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს;
გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
10. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 2018
წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც)
უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან
გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე სამსახურებრივი
დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) აღრიცხვაინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტები
ინარჩუნებენ
იურიდიულ
ძალას,
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტების
გამოცემამდე/მიღებამდე.
12. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი
აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
13. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი
მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 521 მუხლის მე-8 პუნქტით
განსაზღვრული დებულების დამტკიცება.
14. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
თაობაზე და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმირებასთან
დაკავშირებული შესაბამისი კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 56-ე მუხლის მე-9 - მე-11 პუნქტებისა და ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2018
წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 56-ე
მუხლის მე-9 - მე-11 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში ოპერატიული ფუნქციებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით
აღჭურვილი აპარატის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნა. აღნიშნული
სამსახური იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ბაზაზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ერთმანეთისგან დიფერენცირებულია
კრიზისული და საგანგებო სიტუაცია და დადგენილია მათი მართვის განსხვავებული წესები,
თუმცა მათი შინაარსი მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაცია მოიცავს კრიზისულ
სიტუაციასაც. აღნიშნული გარემოება კი იწვევს
საბჭოსთვის (მისი აპარატის) და
სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებულებული ფუნქციათა გადაფარვას და
უფლებამოსილებების დუბლირებას, რაც ხელს უშლის საგანგებო სიტუაციების დროს
ერთიანი მართვის სამსახურის არსებობას და საგანგებო სიტუაციაზე ეფექტურად რეაგირებას.
საგანგებო სიტუაცია, მასზე მყისიერი რეაგირების აუცილებლობის გათვალისწინებით,
მოითხოვს ერთი გამოკვეთილი უწყების არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება
საგანგებო სიტუაციაზე ეფექტიან რეაგირებაზე, არსებული რისკების მართვაზე, საგანგებო
სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საქმიანობის განხორციელებაზე.
ამდენად, მიზანშეწონილია, საბჭოს აპარატის და სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბდეს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება.
სამსახური უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის
მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში
აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების
გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების განხორციელება შესაბამისადაა ასახული „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში, რომლითაც განისაზღვრა,
რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა
და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასევე
განისაზღვრა ამ რეფორმიდან გამომდინარე გარდამავალი პერიოდისათვის შესაბამისი
აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელიც უფრო
ეფექტური და მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად,
ზემოაღნიშნული დაწესებულებების ბაზაზე იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში სპეციალურად
უფლებამოსილი ორგანოს განმარტებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტო იცვლება „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურით“.
კანონის მე-11 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტიში
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საჭოს“ ნაცვლად მიეთითება „საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური“.
ვინაიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქმნება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მე-13 მუხლის სამართლებრივი საჭიროება აღარ
არსებობს და შესაბამისად იგი ამოღებულ იქნა.
წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროდან ხდება სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
გამოყოფა, სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების
მართვის
სამსახურის
მმართველობის
სფეროს
დაექვემდებარება.
შესაბამისად,
კანონპროექტით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ასევე შედის
შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის სხვა ცვლილებები.
ცვლილებების
კანონპროექტის
მე-2
მუხლში
აისახა
სტრუქტურული
განსახორციელებლად აუცილებელი ღონისძიებები. მათ შორის, განისაზღვრა, რომ კანონის
გამოქვეყნებისთანავე შეიქმნება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება -საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს აპარატის ბაზაზე. ხოლო
2018 წლის 1 იანვრიდან სამსახურის მმართველობის სფეროში გადმოვა ასევე სსიპ- საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტო.
იმისთვის, რომ არ შეფერხდეს სსიპ- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
საქმიანობა, ხდება დაზუსტება, რომ კანონის სრულად ამოქმედებამდე სააგენტო მუშაობას
განაგრძობს არსებული წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან კანონპროექტის თანახმად არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც
ნარჩუნდება ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი
რესურსი. ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე
ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია
ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში
ეტაპობრივად გამოიკვეთება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, თუმცა მისი წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე
შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ
გადასახდელის დადგენას.
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. სამოქალაქო უსაფრთხოება – დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი,
რომელიც მოიცავს:
ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას;
ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას
და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი
მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე
რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და
სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
2. საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული
ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების
დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით,
სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო
საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე
შეუქმნას მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს
მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. მასშტაბური სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების
(ნივთიერებების) მასშტაბური გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად საშიშ
ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და
რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და
გარემოს როგორც პოტენციურად საშიში ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ.
4. ინციდენტი – ბუნებრივი, ტექნოგენური, ეკოლოგიური ან სოციალური მოვლენა, რომელიც
საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სოციალურ მდგომარეობას,
ქონებას ან/და გარემოს.
5. საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა
საგანგებო სიტუაცია.
6. საგანგებო სიტუაციის რისკი – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც
განისაზღვრება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და
ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებითა და შედეგებით.
7. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება – პოტენციური საფრთხის ანალიზისა და არსებული
მოწყვლადობის შეფასებით მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ხასიათისა და მასშტაბის,
საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და შედეგების მაჩვენებლების განსაზღვრის პროცესი.
8. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო
სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და
სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების
ეროვნული გეგმის განხორციელებას.
9. ერთიანი სისტემის მზადყოფნა – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და
წარმოქმნის შემთხვევაში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის სწრაფი და
სათანადო რეაგირების შესაძლებლობა, რომელიც მიიღწევა სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის მომზადების უწყვეტი პროცესის
უზრუნველყოფითა და კომპლექსური კონტროლით.
10. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა (შემდგომ − ეროვნული გეგმა) − ერთიანი
სისტემის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას და ეფუძნება საგანგებო
მართვის გეგმებს და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებს.
11. საგანგებო მართვის გეგმა – წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს
მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების
ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის
მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი
სამუშაოების
ჩატარება)
დროს
ერთიანი
სისტემის
სუბიექტების
უფლებების
განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური
რესურსებისა და ადამიანური რესურსების შექმნასა და მართვას.
12. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმა (შემდგომ − რისკის მართვის გეგმა) – ერთიანი
სისტემის სუბიექტების მიერ შემუშავებული წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელშიც
მოცემულია საგანგებო სიტუაციის რისკის გამოვლენის, შეფასებისა და შემცირების მიზნები,
სპეციფიკური ამოცანები, ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო მართვის ღონისძიებები და ის
აუცილებელი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია პოტენციური ზიანისა და დანაკარგის
მინიმუმამდე შემცირებისაკენ, აგრეთვე ახალი რისკის წარმოქმნის თავიდან აცილებისაკენ.
13. საგანგებო სიტუაციების შედეგების მიტიგაცია (შემდგომ − მიტიგაცია) – საფრთხეების ან
მათთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციების, აგრეთვე საომარი მოქმედებების
უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, შერბილება ან შეზღუდვა.
14. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაცია (შემდგომ − საგანგებო
სიტუაციებზე რეაგირება) – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მიერ ადამიანის
სიცოცხლის გადარჩენის, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების, მატერიალური ზიანისა და
გარემოს დაზიანების შემცირების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზების
მიზნით ამ ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა, ვითარების შესწავლაშეფასება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.
15. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოები (შემდგომ − აღდგენითი
სამუშაოები) − პირველი რიგის, გადაუდებელი ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის ზონაში
სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის, გადარჩენილი მოსახლეობის,
თავად ამ ძალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის და მათი საქმიანობის
ყოველმხრივ უზრუნველყოფის მიზნით.
16. საავარიო-სამაშველო სამუშაოები − მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ადამიანის
სიცოცხლისა და ქონების გადარჩენისაკენ, აგრეთვე ავარიის, კატასტროფისა და საგანგებო
სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე
შემცირებისაკენ.
17. ადამიანთა ძებნის სამუშაოები – მოქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტის ან
საგანგებო სიტუაციის შედეგად დაშავებული და დაკარგული ადამიანების მოძებნა.
18. სამაშველო სამუშაოები – მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება ინციდენტის ან
საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების
გადასარჩენად.
19. სხვა გადაუდებელი სამუშაოები − სასწრაფო-სამედიცინო და სხვა გადაუდებელი
დახმარების აღმოჩენა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება,
ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა და დეკონტამინაცია, საგანგებო სიტუაციის ზონაში
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
20. ორგანიზაცია – საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ან სამედიცინო დაწესებულება,
სამრეწველო საწარმო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი, სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაცია, რომლის მიზანია თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში საგანგებო სიტუაციის პრევენცია, მასზე რეაგირება და აღდგენითი სამუშაოების
ჩატარება.
21. ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სახელმწიფო ან მუნიციპალური
ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება,
ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა ქონება),
რომლისთვისაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და
საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნები.
22. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები (შემდგომ − რეაგირების ძალები) – საგანგებო
სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი სახელმწიფო
ხელისუფლების,
ავტონომიური
რესპუბლიკების,
სამხარეო
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების და ორგანიზაციების ძალები (მათ შორის, მათი მართვის
ორგანოები), აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები.
23. სამაშველო დანაყოფი – რეაგირების ძალების ერთეული, რომელიც დადგენილი წესით
შექმნილია შესაბამის ტერიტორიაზე ან ორგანიზაციაში ადამიანთა ძებნის სამუშაოების და
სხვა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.
24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი − სააგენტოს დანაყოფი, რომელიც შექმნილია ხანძრის
პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო
სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, აგრეთვე მუნიციპალური, საუწყებო,
კერძო ან ნებაყოფლობითი სახანძრო ან/და სამაშველო დაცვის დანაყოფი, რომელიც
დადგენილი წესით შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკისათვის, ჩაქრობისათვის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის.
241. მეხანძრე-მაშველი – პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას
და აქრობს ხანძარს, ატარებს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავს და ორგანიზებას
უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური
მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
242. მაშველი – პირი, რომელიც უშუალოდ ატარებს სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს
საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ
ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება,
თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
25. სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მობილიზებული რეზერვისტები.
26. საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინება − საგანგებო
სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის
საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და წარმოქმნის შესახებ შეტყობინების
სიგნალების გადაცემა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება.
27. თავშესაფარი – შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი
მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის
სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს
ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული
დამცავი
ნაგებობა,
რომელიც
დაპროექტებულია
დამაზიანებელი
ფაქტორების
გათვალისწინებით.
28. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა – საერთაშორისო დახმარების მიღებისა და გამოყენების
დროს შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მასპინძელი ქვეყნის მიერ
პროცედურების განხორციელება.
29. საავარიო-სამაშველო საშუალებები − საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის
განკუთვნილი ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან ინტელექტუალური პროდუქტი, მათ
შორის, სპეციალური მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა,
მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობა, მეთოდური მასალები და ვიდეო-, კინო-,
ფოტომასალები საავარიო-სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიების შესახებ, კომპიუტერული
პროგრამები და მონაცემთა ბაზები.
30. მატერიალური რესურსები – საავარიო-სამაშველო საშუალებები, მოძრავი და უძრავი
ქონება, სამშენებლო მასალა, აღჭურვილობა და სხვა რესურსები, რომლებიც გამოიყენება
საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და ერთიანი სისტემის მზადყოფნისათვის, აგრეთვე
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის.
31. სავალდებულო ოპერაციების შესრულება – საქართველოს მთავრობის დადგენილების
შესაბამისად, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ფიზიკური და იურიდიული პირების
მიერ რეაგირების ძალების მხარდასაჭერი სამუშაოების სავალდებულო შესრულება ან
საკუთარ მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსების რეაგირების ძალებისათვის
გადაცემა, აგრეთვე უკიდურესი აუცილებლობის ან/და გონივრული რისკის ფარგლებში
განხორციელებული პირადი უფლებების შემზღუდველი ქმედებები, რომლებიც
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება ფინანსურ და მატერიალურ
კომპენსაციას აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას ან შემდგომ.
32. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნები − საგანგებო
სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები.
33. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი − წყალმომარაგების, კანალიზაციის, გამდინარე
წყლების გამწმენდი, თბომომარაგების ან ენერგეტიკული ობიექტი, ჰიდროტექნიკური
ნაგებობა, სხვა ობიექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს
სტრატეგიული ინტერესებისათვის.
34.
აფეთქებახანძარსაშიში
შენობა-ნაგებობები
და
სათავსები
(შემდგომ
−
აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული
აქტებით განსაზღვრული, მომეტებული აფეთქებახანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში
კატეგორიების საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები, მიუხედავად მათი
ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება
აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების
შესაძლებლობით.
35. ხანძარსაშიში შენობა-ნაგებობები და სათავსები (შემდგომ − ხანძარსაშიში ობიექტი) –
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული,
ხანძარსაშიში კატეგორიის საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები,
მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური
პროცესი ხასიათდება ხანძრის გაჩენისა და განვითარების, აგრეთვე ადამიანსა და
მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით.
36. პოტენციურად საშიში ობიექტი − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და
სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტი, რომლის საწარმოო
ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს რადიოაქტიური, ხანძარსაშიში, აფეთქებახანძარსაშიში,
საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებას, დამზადებას, გადამუშავებას,
შენახვას ან ტრანსპორტირებას, რომელშიც ავარიამ ან საწარმოო ტექნოლოგიური პროცესის
არასწორმა წარმართვამ შეიძლება გამოიწვიოს საგანგებო სიტუაცია (მათ შორის, ხანძრის,
ნგრევის, აფეთქების, ემისიის ან ინტოქსიკაციის საფრთხე) და რომელიც მომეტებულ რისკს
შეიცავს ადამიანის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოსათვის.
37. სახანძრო უსაფრთხოება − ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების,
აგრეთვე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან
დაცვა.
38. სახანძრო დაცვა − დადგენილი წესით შექმნილი სახანძრო უსაფრთხოების სუბიექტების
ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზება, მისი ჩაქრობა
და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
39. ხანძრის პროფილაქტიკა − ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მისი
შედეგების შემცირებისაკენ მიმართული პრევენციული ზომების ერთობლიობა.
40. სახანძრო უსაფრთხოების ზომები − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (მათ
შორის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად) განხორციელებული
მოქმედებები.
41. ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზიანს, საფრთხეს
უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და
სახელმწიფო ინტერესებს.
42. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის
სპეციალური პირობები.
43. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი − სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები,
რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს ადამიანის ქცევის,
წარმოების ორგანიზების ან/და ორგანიზაციის, ობიექტის ტერიტორიის, შენობის, ნაგებობისა
და სათავსის მოვლა-პატრონობის წესებს.
44. სახანძრო-ტექნიკური პროდუქტი − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან ინტელექტუალური
პროდუქტი, მათ შორის, სახანძრო ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა, ცეცხლსაქრობი და
ცეცხლდამცავი ნივთიერებები, სპეციალური მართვისა და კავშირის საშუალებები, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის
სხვა საშუალებები.
45. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა (შემდგომ − შესაბამისობის
დადგენა) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ
რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან ობიექტის ან/და სამშენებლო დოკუმენტის
შესაბამისობის დადასტურება.
46. ხანძრის ლოკალიზაცია − მოქმედებები, რომლებიც მიმართულია არსებული ძალებითა და
საშუალებებით წვის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის თავიდან აცილებისაკენ და
მისი ლიკვიდაციისათვის პირობების შექმნისაკენ.
47. საუწყებო სახანძრო ზედამხედველობა − საუწყებო სახანძრო დაცვის საქმიანობა, რომელიც
მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირების შესაბამის ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების
შესრულების შემოწმებისაკენ და, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ზომების
მიღებისაკენ.
48. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა −
მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება.
სახანძრო
უსაფრთხოების
49. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი − მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის
რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და
მის მიერ რისკის შემცირების და მიტიგაციის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და
განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი.
50. პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი − პოტენციურად საშიში
მიმდებარე
ტერიტორიის
ობიექტის
მომსახურე
პერსონალისათვის
და
მისი
მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის
წარმოქმნის შესაძლებლობის, საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრის, მეზობელ
ობიექტზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ზემოქმედების, საგანგებო სიტუაციის
პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მზადყოფნის შეფასების, აგრეთვე პოტენციურად
საშიშ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირებისა და მიტიგაციის მიზნით
ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული
დოკუმენტი.
მუხლი 8. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია
1. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია ხდება წარმოქმნის, გავრცელების, დაღუპულთა
რაოდენობის და მატერიალური ზიანის მიხედვით.
2. წარმოქმნის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განისაზღვრება შემდეგი საგანგებო
სიტუაციები:
ა) ტექნოგენური;
ბ) ბუნებრივი;
გ) სოციალური;
დ) საომარი.
3. საგანგებო სიტუაციის შედეგების მოცულობის, მათი ლიკვიდაციისათვის საჭირო
რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით,
აგრეთვე საგანგებო სიტუაციის გავრცელების არეალისა და მასშტაბის მიხედვით
საქართველოს ტერიტორიაზე განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების შემდეგი დონეები:
ა) ეროვნული;
ბ) ავტონომიური;
გ) სამხარეო;
დ) ადგილობრივი;
ე) საობიექტო.
4. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
5. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის მახასიათებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების
ამოცანების გადასაწყვეტად განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 9. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვა
1. საქართველოში მოქმედებს საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის
ერთიანი სახელმწიფო სისტემა.
2. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების ოფიციალურ სტატისტიკურ
აღრიცხვასა და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას ახორციელებს სააგენტო.
3. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის წესებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.
4. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც
ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 9. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვა
1. საქართველოში მოქმედებს საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის
ერთიანი სახელმწიფო სისტემა.
2. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების ოფიციალურ სტატისტიკურ
აღრიცხვასა და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას ახორციელებს სააგენტო.
3. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის წესებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.
4. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც
ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 11. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოები
1. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოებია:
ა) ეროვნულ დონეზე:
ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით
პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს
წარუდგენს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო;
ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი –
სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ერთიანი სისტემის აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო,
რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან
ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;
ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საგანგებო შტაბები (შემდგომ −
საგანგებო შტაბი) − ერთიანი სისტემის სუბიექტების მართვის ორგანოები, რომელთა
უფლებამოსილებაა მართვის დონისა და დარგობრივი დაქვემდებარების მიხედვით
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების
საქმიანობის ორგანიზება;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური
რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული
ცენტრი) − ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ავტონომიური
რესპუბლიკის
შესაბამისი
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა
და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო,
რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და
კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;
გ) სამხარეო დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრი
(შემდგომ − სამხარეო ოპერატიული ცენტრი) – სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის
მიერ სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის, შესაბამისი აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებების
ტერიტორიული
ორგანოების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს
ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც
სამხარეო დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს
მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;
დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული
ცენტრი (შემდგომ − ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი) – ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის (გამგებლის/მერის) მიერ
შესაბამისი
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებების
ტერიტორიული
ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების
ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი
ორგანო, რომელიც ადგილობრივ დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და
კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;
ე) საობიექტო დონეზე − ობიექტის საგანგებო შტაბი.
2. მართვის დონეების მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხდება ეროვნული გეგმის,
„საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრები იქმნება
გარკვეული ვადით, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე,
ვითარების ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით.
4. ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე
პირველად რეაგირებას ახდენსსააგენტო ან ახდენენ ერთიანი სისტემის შესაბამისი
რეაგირების ძალები.
5. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ოპერატიული ცენტრები უფლებამოსილი
არიან, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე
ტერიტორიაზე
შექმნან
საველე
ოპერაციების
ერთი
ან
რამდენიმე
ცენტრი,
რომელიც/რომლებიც ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას.
6. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, ობიექტის საგანგებო
შტაბის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმავდროულად არის სამოქალაქო უსაფრთხოების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 13. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება საგანგებო სიტუაციისაგან
მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილების
მისაღებად, ერთიან სისტემაში შემავალი ყველა უწყებისა და დამხმარე ორგანიზაციის მიერ
ეროვნული გეგმითა და „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
გათვალისწინებული
საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი რეკომენდაციებისა და
წინადადებების წარდგენით სათანადო დახმარებას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭო.
მუხლი 14. სააგენტოს მართვის დონეები და სააგენტოს უფლებამოსილება
1. სამოქალაქო უსაფრთხოების
მიხედვით სააგენტოს წარმოადგენენ:
ამოცანების
გადასაწყვეტად
მართვის
დონეების
ა) ეროვნულ დონეზე – სააგენტო;
ბ) ავტონომიურ დონეზე – სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული
დანაყოფი;
გ) სამხარეო დონეზე − სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფი, რომელიც იქმნება იმ ქალაქში,
სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაცია;
დ) ადგილობრივ დონეზე – სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფი, რომელიც იქმნება
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. სააგენტოს განსაკუთრებული უფლებამოსილებაა ერთიანი სისტემის სუბიექტების
საქმიანობის კოორდინირება.
3. სააგენტოს უფლება აქვს, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის
მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უზრუნველსაყოფად სათანადო
ხელშეკრულება გააფორმოს შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
4. სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზებას უწევს სამოქალაქო
უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:
ა) ეროვნული გეგმის პროექტის შემუშავებას, დადგენილი წესით საქართველოს
მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას და ეროვნული გეგმის
განხორციელებაზე ზედამხედველობას;
ბ) პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკის ანალიზის
განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შემუშავებას და დადგენილი წესით
დასამტკიცებლად წარდგენას;
გ) საგანგებო მართვის გეგმის მომზადებაში მონაწილეობას და მის განხორციელებაზე
ზედამხედველობას;
დ) რისკის მართვის გეგმის მომზადებაში მონაწილეობას და მის განხორციელებაზე
ზედამხედველობას;
ე) საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებას და დადგენილი წესით
დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის
წესების შემუშავებას და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენას;
ზ) სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის შემუშავებას და დადგენილი წესით
დასამტკიცებლად წარდგენას;
თ) ყველა კატეგორიის
ორგანიზებას;
მოსახლეობისათვის
სასწავლო
პროგრამების
შემუშავების
ი) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ მოსახლეობისთვის
შეტყობინების პროცედურების შემუშავებას;
კ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების
ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის და სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის
გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას და
დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენას;
ლ) ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის მიზნით სახანძრო უსაფრთხოების
უზრუნველყოფის სისტემის სუბიექტების უფლებამოსილებისა და ორგანიზების
საფუძვლების შემუშავებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელებას და
მოვალეობების შესრულებას.
5.
ტაქტიკურ
დონეზე
საგანგებო
სიტუაციაზე
რეაგირების
ორგანიზების
მიზნით სააგენტო უზრუნველყოფს საველე ოპერაციების ცენტრის შექმნასა და ფუნქციონირებას საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
6. საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოსთან
იქმნება ეროვნული საზოგადოებრივი სათათბირო ორგანო − საექსპერტო-საკონსულტაციო
საბჭო, რომლის შემადგენლობა, მიზნები, ამოცანები და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრი.
7. სააგენტოს ძირითადი დანაყოფებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ სააგენტოს
ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და
კონტროლს;
ბ) სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახლებებში
ხანძრის პროფილაქტიკას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
გ) სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ფიზიკური და
იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან ან/და საგანგებო სიტუაციისაგან დაცვას.
მუხლი 15. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ორგანიზება და ხელმძღვანელობა
1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას ახორციელებენ რეაგირების ძალები მათ ხელთ
არსებული მატერიალური რესურსებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების გამოყენებით.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში მონაწილეობენ სავალდებულო ოპერაციების
შემსრულებელი ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას
ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი
პირი.
3. საგანგებო შტაბის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
5. სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული
− გუბერნატორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
6. ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი (გამგებელი/მერი) ან მის
მიერ უფლებამოსილი პირი.
[ 6. ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო – მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ( ამოქმედდეს 2017 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ]
7. ობიექტის საგანგებო შტაბის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი ობიექტის
ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
8. ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივი ოპერატიული ცენტრების
ხელმძღვანელების მოადგილეები არიან სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების
ხელმძღვანელები ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.
9. საველე ოპერაციების ცენტრს ხელმძღვანელობს/ხელმძღვანელობენ შესაბამისი
ოპერატიული ცენტრის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი/პირები, ხოლო შესაბამისი
ოპერატიული ცენტრის შექმნამდე − სააგენტოს უფლებამოსილი პირი/პირები.
10. საგანგებო სიტუაციის
ხელმძღვანელობს:
ზონაში
საგანგებო
სიტუაციაზე
რეაგირებას
უშუალოდ
ა) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის დონის შესაბამისი ოპერატიული ცენტრის
ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი;
ბ) ერთიანი სისტემის რეაგირების ძალების უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც
პირველი მივიდა ინციდენტის ადგილზე, მისი გამომწვევი მიზეზის ხასიათის
გათვალისწინებით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელმძღვანელის მისვლამდე.
11. თუ საველე ოპერაციების ცენტრი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი
დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე
ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.
12. საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ხელმძღვანელი
პასუხისმგებელია ერთიანი სისტემის რეაგირების ძალების და საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირების სხვა მონაწილეების უსაფრთხოებისათვის.
13. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების
მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალების შესაბამისი
დანაყოფები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
14. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში პირებს, რომლებიც წარმოადგენენ
რეაგირების ძალებს, მიეცემათ 1949 წლის 12 აგვისტოს „საერთაშორისო შეიარაღებული
კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმით (ოქმი
I, 1977 წლის 8 ივნისი) დადგენილი სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის
დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობა.
თავი IV
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის
მომზადების ორგანიზება
მუხლი 17. რეაგირების ძალებისა და მოსახლეობის მომზადება
1. მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრისა და მასზე
დაუყოვნებლივ რეაგირებისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით
ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და მოსახლეობის
მომზადება.
2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და მოსახლეობის მომზადებას
უზრუნველყოფენ, შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და
ორგანიზაციები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებას უწევს რეაგირების ძალების
მომზადებასა და გადამზადებას, აგრეთვე მათ მუდმივ მზადყოფნას.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო
სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო
სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების სწავლებას უზრუნველყოფენ
აღნიშნული დაწესებულებები დადგენილი წესით შემუშავებული დასააგენტოსთან
შეთანხმებული პროგრამებით.
5. მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას უზრუნველყოფენ ამ
მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
ხელმძღვანელები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების
მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 19. სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიში
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალების მზადყოფნის შეფასების,
სიმულაციური საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს საგანგებო მართვის
გეგმით განსაზღვრული მოქმედებებისა და პროცედურების ცოდნის შემოწმებისა და მართვის
უნარ-ჩვევების დახვეწის მიზნით ეროვნული გეგმის შესაბამისად ტარდება სამოქალაქო
უსაფრთხოების ვარჯიში (შემდგომ − ვარჯიში).
2. ვარჯიშის სახეებია:
ა) სამაგიდო, ანუ სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში;
ბ) ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში;
გ) კომპლექსური ვარჯიში.
3. ვარჯიში ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული
სასწავლო პროგრამებისა და ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 21. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას საგანგებო
სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ეროვნული გეგმით,
„საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განეკუთვნება:
ა) მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების
შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინება და მისი ინფორმირება უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად აუცილებელი ქმედებების შესახებ;
ბ) მოსახლეობის ევაკუაცია და თავშესაფრებში მოთავსება ან/და მისთვის თავშესაფრების
მოწყობა;
გ) ეროვნული გეგმის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის სახანძრო,
საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაცვის
ღონისძიებების ორგანიზება;
დ) საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის საცხოვრებლით, პირველადი მოხმარების
საგნებით, კვების პროდუქტებისა და წყლის აუცილებელი მარაგით უზრუნველყოფა;
ე) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, საზოგადოებრივი
წესრიგის უზრუნველყოფა, კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენა და
სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ფუნქციონირების
მდგრადობის შენარჩუნება;
ვ) მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების
შედეგად ადამიანთა მასობრივი დაღუპვის შემთხვევაში გარდაცვლილთა დაკრძალვის
ორგანიზება;
ზ) საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენა, მისი პრევენციის, საგანგებო
სიტუაციისა და საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის
მიკუთვნებული
ობიექტების
სტაბილური
ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად
მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების განხორციელება;
თ) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ მიზნით თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა,
ეროვნული გეგმის მიხედვით სამოქალაქო უსაფრთხოების განხორციელების ორგანიზება;
ი) საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების
კატეგორიებად დაყოფის ორგანიზება;
კ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გეგმების შემუშავება;
ლ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო
სიტუაციების) კლასიფიკაციის, ამ სიტუაციებზე რეაგირების მიზნით საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედების წესის დადგენა;
მ) საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საგანგებო შტაბების და საგანგებო სიტუაციების
მართვის დანაყოფების შექმნა;
ნ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის, აგრეთვე საომარი მოქმედებების
დროს დარგების მდგრადი ფუნქციონირების მიზნით ორგანიზაციული და საინჟინროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვა;
ო) საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების, რისკის მართვის გეგმების
შემუშავება და განხორციელება;
პ) სამეცნიერო-კვლევითი,
სამუშაოების ორგანიზება;
ჟ) ვარჯიშის ორგანიზება;
საცდელ-საკონსტრუქტორო,
საგამოცდო
და
საპროექტო
რ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის დროს საგანგებო შტაბის შექმნა და
მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ს) მატერიალური რეზერვების მობილიზება;
ტ) უწყებრივი საგანგებო მართვის გეგმების შემუშავება და სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ
შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მათი დამტკიცება;
უ) სააგენტოსთან და რეაგირების ძალებთან სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის წესის
შესაბამისად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება;
ფ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების მზადყოფნის უზრუნველყოფა და
მატერიალური რესურსების შექმნა;
ქ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით რეაგირების ძალების
მომზადება და გადამზადება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების,
ორგანიზაციების,
სამოქალაქო
უსაფრთხოების
კატეგორიისთვის
მიკუთვნებული ობიექტების უფლებამოსილი თანამდებობის პირების და მოსახლეობის
მომზადება სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამების მიხედვით;
ღ) საგანგებო სიტუაციის შედეგებით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა
და ჰუმანიტარული და სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება;
ყ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების
უზრუნველყოფის განსაზღვრა;
შ) წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებას
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ მიზნით
მიღება/გამოცემა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) მიზნობრივი
დაფინანსება;
პროგრამების
შემუშავება,
მათი
ნორმატიული
განხორციელების
აქტების
ორგანიზება
და
გ) ტექნიკური რეგლამენტების, ნორმების, წესების და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში
მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო
სამუშაოების ორგანიზებისა და ჩატარების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების,
შემუშავება;
დ) სახანძრო უსაფრთხოების ზომების მისაღებად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის ხარჯვითი ნაწილის მომზადება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების
მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;
ე) სახანძრო დაცვის დანაყოფების ან/და მათი მართვის ორგანოების შექმნა, რეორგანიზაცია
და ლიკვიდაცია;
ვ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება;
ზ) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა,
სტატისტიკური აღრიცხვის სისტემების შექმნა;
ხანძრისა
და
მისი
შედეგების
თ) შესაბამისობის დადგენის საერთო პრინციპების განსაზღვრა;
ი) სააგენტოს პირადი შემადგენლობისა და მისი ოჯახის წევრების სამართლებრივი და
სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
კ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი
დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში საუწყებო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზება;
ლ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული
მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის მომზადება, სადაც აუცილებელია სახანძრო
დაცვის შექმნა.
3. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან:
ა) უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში და შესაბამის ტერიტორიებზე
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება;
ბ) შექმნან პირობები ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის სამუშაოებში მოსახლეობის
ჩასაბმელად;
გ) ორგანიზება გაუწიონ ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიას და მოსახლეობისათვის სახანძრო
უსაფრთხოების წესების სწავლებას;
დ) უზრუნველყონ ტყის ხანძრის პროფილაქტიკა;
ე) უზრუნველყონ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი
პირები მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევენ შესაბამის დარგში მოქმედ იურიდიულ პირებს
საგანგებო სიტუაციის დროს მათი თანამშრომლების დაცვისა და იურიდიული პირების
უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები
პასუხისმგებელი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათი დანაყოფების მიერ
სამოქალაქო
უსაფრთხოების
სფეროში
მათთვის
დაკისრებული
ფუნქციების
შესრულებისათვის.
6. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები სამოქალაქო
უსაფრთხოების სფეროში ახორციელებენ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და გაცემას,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებები
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ახორციელებენ ტყეების, სამთო სამუშაოების
წარმოების მიწისქვეშა ობიექტების, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების
წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოყენების, განადგურებისა და გადამუშავების,
აგრეთვე საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, მცურავი საზღვაო
საშუალებებისა და ნაგებობების ექსპლუატაციის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების
შესრულების ზედამხედველობას, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მიმართ სააგენტოს უფლებამოსილება
განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 22. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების და
სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებები
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და სახელმწიფო
რწმუნებულები – გუბერნატორები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოსთან
კოორდინაციით:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს;
ბ) ქმნიან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ
ცენტრებს;
გ) ორგანიზებას უწევენ მოსახლეობის ევაკუაციას, ღონისძიებების განხორციელებას
ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებლით
უზრუნველსაყოფად;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში იღებენ და ამუშავებენ შესაბამის ინფორმაციას;
ე) ორგანიზებას უწევენ და ზედამხედველობენ დაზარალებული მოსახლეობისათვის
ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას;
ვ) ორგანიზებას უწევენ ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საერთო მზადყოფნას და
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;
ზ) ორგანიზებას უწევენ სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული
ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელებას;
თ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო
სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების სფეროში
ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ი) ორგანიზებას უწევენ ვარჯიშს;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროცედურების
შესაბამისად ატყობინებენ მოსახლეობას მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო
სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ;
ლ) გეგმავენ და ახორციელებენ სამოქალაქო უსაფრთხოების პრევენციულ ღონისძიებებს,
შეიმუშავებენ და ამტკიცებენ რისკის მართვის გეგმებსა და საგანგებო მართვის გეგმებს;
მ) ორგანიზებას უწევენ შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში
რეაგირების ძალების საქმიანობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.
მუხლი 23. საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები
საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებებია:
დაცვის
სფეროში
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ამ მუხლითა და ამ კანონის 24-ე მუხლით
განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული
აქტების მომზადება და მიღება;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის დონეების შესაბამისი ოპერატიული
ცენტრების შექმნა;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს შესაბამისი რეაგირების ძალების მობილიზება და საავარიოსამაშველო სამუშაოებში მათი ჩართულობის ორგანიზება, აგრეთვე რეაგირების ძალების
მომზადების და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
დ) საგანგებო სიტუაციისა და საომარი მოქმედებების დროს, აუცილებლობის შემთხვევაში,
მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ევაკუირებული
მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ვ) დაზარალებული მოსახლეობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების უზრუნველყოფა;
ზ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებასა და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა და მათი
ორგანიზება;
თ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების სტაბილური
ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომების მიღება;
ი) ვარჯიშის ორგანიზება;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროცედურების
შესაბამისად, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე
საფრთხეების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინება;
ლ) სააგენტოსთან შეთანხმებით სამოქალაქო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების
დაგეგმვა და განხორციელება, რისკის მართვის გეგმებისა და საგანგებო მართვის გეგმების
შემუშავება და დამტკიცება;
მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სააგენტოსთან შეთანხმებული
პროგრამების მიხედვით მოსახლეობის მომზადების ორგანიზება;
ნ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის ინფორმირება;
სასწავლო
ო) დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის შევსებაში
მონაწილეობა;
პ) სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტების მობილიზების უზრუნველყოფა.
მუხლი 24. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული
უფლებამოსილებები
1. სახანძრო უსაფრთხოების
უფლებამოსილებებია:
სფეროში
მუნიციპალიტეტისათვის
დელეგირებული
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ დასახლებაში, სადაც განთავსებული არ არის
სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნა ხანძრის
ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ბ) ხანძრის ჩასაქრობად მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო
წყალმომარაგების ხელოვნური და ბუნებრივი წყაროებიდან (ხანძარსაწინააღმდეგო
წყალსადენი, სახანძრო წყალსატევი, წყლის შესანახი რეზერვუარი, მდინარე, ტბა, აუზი და
სხვა) წლის ნებისმიერ დროს სახანძრო ტექნიკით წყლის აღებისათვის პირობების შექმნა;
გ) ტყის მასივების ხანძრისაგან დაცვის ორგანიზება და გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის
ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) ხანძრის შესახებ მოსახლეობისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის შეტყობინების
ორგანიზება;
ე) მუნიციპალური საკუთრების ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის
ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ვ) დასახლებული ტერიტორიების განვითარების გეგმებსა და პროგრამებში სახანძრო
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩართვა, მათ შორის, სახანძრო-სამაშველო
დეპოების მშენებლობის პერსპექტიული პროგრამების შედგენაში მონაწილეობა;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქთმშენებლობის კონტროლის
ღონისძიებების
განხორციელება
დასახლებული
ტერიტორიების
დაგეგმარებაგანაშენიანებისას ტექნიკური რეგლამენტებით, სამშენებლო ნორმებითა და წესებით
დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად;
თ) დასახლების საზღვრებში ხანძრის ადგილზე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის
შეუფერხებლად მისვლის უზრუნველყოფა;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო
სამუშაოებში რეაგირების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დადგენაში მონაწილეობა;
კ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში
სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოებისათვის
ხელის
შეწყობა,
მათ
შორის,
მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
ლ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებაში და ხანძრის
პროფილაქტიკასა და ჩაქრობაში მის ჩაბმაში მონაწილეობა;
მ) ხანძრის გაჩენის საშიშროების მომატების შემთხვევაში განსაკუთრებული
ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დადგენა და მისი მოქმედების პერიოდში სახანძრო
უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება;
ნ) სახელმწიფო ან/და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის
ინციდენტის ადგილზე მისვლამდე ხანძრის ლოკალიზაციისათვის და ადამიანებისა და
ქონების გადასარჩენად შესაბამისი ზომების შეძლებისდაგვარად მიღება.
2. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა,
ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას დებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
3. ამ მუხლითა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული დელეგირებული
უფლებამოსილებების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.
მუხლი 25. ორგანიზაციების მოვალეობები
1. საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა
ორგანიზაციები ვალდებული არიან:
და
ტერიტორიის
დაცვის
სფეროში
ა) თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში დაგეგმონ და განახორციელონ საგანგებო
სიტუაციების პრევენციული ღონისძიებები;
ბ) უზრუნველყონ პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკის ანალიზის
საფუძველზე საგანგებო მართვის გეგმის მომზადება და სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ
მისი დამტკიცება;
გ) შექმნან საჭირო რეაგირების ძალები და მატერიალური რესურსები და უზრუნველყონ მათი
მუდმივი მზადყოფნა;
დ) სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით შეატყობინონ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული პოტენციური
საფრთხის შესახებ;
ე) უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში და მათ მიმდებარე
ტერიტორიებზე საგანგებო სიტუაციის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სხვა
გადაუდებელი სამუშაოების ორგანიზება ეროვნული გეგმის შესაბამისად;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ საგანგებო
სიტუაციაზე რეაგირებასა და აღდგენით სამუშაოებში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
ორგანიზება გაუწიონ ვარჯიშსა და სწავლებებს;
თ) უზრუნველყონ საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების
ლოკალური სისტემისა და საშუალებების მუდმივი მზადყოფნა;
ი) უზრუნველყონ ორგანიზაციების სტაბილური ფუნქციონირება და მშვიდობიანობის და
საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მათი პერსონალის
დაცვა;
კ)
განახორციელონ
უფლებამოსილებები.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
2. პოტენციურად საშიში ობიექტი დადგენილი ფორმით შეიმუშავებს უსაფრთხოების
პასპორტს, უსაფრთხოების დეკლარაციას და წარუდგენს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ
დანაყოფს.
3. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება და
საქმიანობის გამოცდილება, მათი თანხმობით და საველე ოპერაციების ცენტრის
ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩართულ იქნენ საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირებასა და აღდგენით სამუშაოებში.
მუხლი 36. სახელმწიფო სახანძრო დაცვა
1. სახელმწიფო სახანძრო დაცვა საქართველოში სახანძრო დაცვის ძირითადი სახეობაა.
სახელმწიფო სახანძრო დაცვის ამოცანების გადაწყვეტას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო
სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს ხანძრის დროს ადამიანებისა და ქონების გადარჩენას, აგრეთვე
დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას;
გ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვას;
დ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სახეობის
დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას;
სახანძრო
დაცვის
სახანძრო-სამაშველო
ე) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ორგანიზების, სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის და საავარიოსამაშველო საშუალებების გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების
შემუშავებას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის დასამტკიცებლად
წარდგენას.
2. ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვის უზრუნველყოფისათვის
სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფი (შემდგომ − სახელშეკრულებო
დანაყოფი) შეიძლება შეიქმნას ობიექტის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე, სასიცოცხლო
მნიშვნელობის ობიექტებში, პოტენციურად საშიშ ობიექტებში, ეროვნული საგანძურის,
კულტურული მემკვიდრეობისა და მასობრივი თავშეყრის ობიექტებში. სახელშეკრულებო
დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და
მომსახურების გაწევის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 41. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება
1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება
ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული
აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტებში − აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ადგენს სახანძრო
უსაფრთხოების მოთხოვნებს, შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა
დარგობრივი
ზედამხედველობის
განმახორციელებელ
სამინისტროსთან,
როგორც
ორგანოსთან.
მუხლი 48. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობა
1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ სახანძრო
უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების
მიზნით სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას
ახორციელებენ სააგენტო და მისი ტერიტორიული დანაყოფები (შემდგომ −
ზედამხედველობის ორგანო).
2. სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის
განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო
და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულებით“,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სამართლებრივ,
სარეკომენდაციო და მეთოდურ დოკუმენტებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
შეიმუშავებს სააგენტო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრს.
თავი IX1
სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი
მუხლი 521. სააგენტოში სამსახური
1.
სააგენტოს
მოსამსახურეები
ფუნქციების
შესაბამისად
იყოფიან
მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად.
მეხანძრე-
2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში შედიან მეხანძრემაშველები და მაშველები, რომლებიც, შესაბამისად, უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის
პროფილაქტიკას და აქრობენ ხანძარს, ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავენ
და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს/უშუალოდ ატარებენ სამაშველო სამუშაოებს,
ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავენ და
ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს. სააგენტოს მეხანძრე-მაშველსა და მაშველს (გარდა
სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირისა) ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება.
3. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შედიან მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ
სააგენტოს საქმიანობის საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს,
რომლებიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების
უშუალო შესრულებას. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს
სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება.
მუხლი 522. სააგენტოს მოსამსახურის სამსახურში მიღება
1.
სააგენტოს
მეხანძრე-მაშველად/მაშველად
დაინიშნება/მიიღება
საქართველოს
მოქალაქე/უცხოელი (ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი) 18 წლის ასაკიდან, რომელიც
ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი
განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა
და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების
შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
მოთხოვნებს.
2. პირი სააგენტოს მეხანძრე-მაშველად/მაშველად სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ
თანამდებობაზე დაინიშნება სპეციალური კონკურსის შედეგად. სააგენტოში მეხანძრემაშველის და მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. უცხოელი სააგენტოს მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ან სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურედ.
4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის
შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური
გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. სპეციალური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და
კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.
5. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში დანიშვნისას/მიღებისას დებს მეხანძრემაშველის/მაშველის ფიცს. მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტს ამტკიცებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურის გავლის ის საკითხები,
რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, აგრეთვე სააგენტოს სამოქალაქო
შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის
გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი
ბრძანებით.
7. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის
ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 523. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში მიღებისა და მის მიერ
სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები
1. სააგენტოში მეხანძრე-მაშველად/მაშველად არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის
დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ
აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით
დაავადებული პირი. ამ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი;
ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.
2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს (გარდა
სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესასრულებლად დგინდება
შემდეგი შეზღუდვები:
ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება
არ აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო ან კერძო დაწესებულებაში
ეკავოს სხვა თანამდებობა;
ბ) სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, აგრეთვე სახელშეკრულებო
დანაყოფის მოსამსახურეს უფლება აქვს, სააგენტოს დირექტორის წერილობითი თანხმობით
ეკავოს სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე
დაწესებულებაში ან სხვაგან.
3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეკრძალება გაფიცვა, შეკრებასა და მანიფესტაციაში
მონაწილეობა, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.
მუხლი 524. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამუშაო დრო
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო
დღე.
2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სააგენტო
გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
მუხლი 525. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულება
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების
ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
2. სააგენტოში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის
ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო
10 წელზე მეტი სტაჟის მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველისა/მაშველისა – 40 კალენდარული
დღე.
3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.
4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის
გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 526. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სააგენტოს შესაბამისი დანაყოფის
ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება
დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მისი ბრალდებულად ცნობის გამო სისხლის
სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი
გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია
– მის ტოლფას თანამდებობაზე სააგენტოში.
სააგენტოს
მუხლი
527.
გათავისუფლების/დათხოვნის წესი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
სამსახურიდან
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი შეიძლება გათავისუფლებულ/დათხოვნილ იქნეს
სამსახურიდან:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების
შემცირება;
გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის
გამო;
ი) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, სამედიცინო
კომისიის დასკვნის შესაბამისად;
ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის
მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
მ) გარდაცვალების გამო;
ნ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ო) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში;
პ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 528. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში აყვანა
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა) საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს
თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების
შემცირება;
გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს შეიძლება
დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი კადრების
განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ
გაფრთხილებულად.
მუხლი 529. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისება და წახალისების ფორმები
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და
კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი
დავალების შესრულებისათვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება
წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემიის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სიგელით დაჯილდოება;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედალიონით დაჯილდოება;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედლით დაჯილდოება;
თ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;
ი) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების
რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.
3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისების უფლება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და
სააგენტოს დირექტორს.
4. სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი.
5. სააგენტოს დირექტორის წარდგინებით სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო
სიას,
აგრეთვე
სააგენტოს
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
სააგენტოს
მეხანძრემაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი.
მუხლი 5210. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომისა და
დისციპლინური სახდელის სახეები
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების
დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია
ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ვ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც
ლახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს;
ზ) მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის გატეხა;
თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;
ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
2. სააგენტოს მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს
ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. დისციპლინური გადაცდომისთვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ
გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სამსახურიდან დათხოვნა.
მუხლი 5211. მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე
მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 12 ივნისს.
თავი X
სააგენტოს მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო
დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დაფინანსება
და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 53. სააგენტოს მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები
1. სააგენტოს მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. იგი
ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია
სააგენტოს მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სააგენტოს მეხანძრემაშველს/მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს 2
ბოლო
დაკავებული
თანამდებობისათვის
თვის
განმავლობაში
უნარჩუნდება
გათვალისწინებული ხელფასი (ფულადი სარგო).
4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური
წოდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი
ქონება.
5. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეზე ვრცელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურისათვის დადგენილი
სოციალური დაცვის გარანტიები.
6. სააგენტოს მოსამსახურეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა
ფარგლებში შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური
დახმარების, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.
7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს სააგენტოს მეხანძრემაშველთა/მაშველთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული
არ არის ამ კანონით.
მუხლი 54. სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი
სამუშაო პირობების შექმნა
1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი
სამუშაო პირობები, აგრეთვე მიიღოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო
ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.
2. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და
საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მათ მიმართ თანაბარი და
სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და
სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 55. სახელმწიფო
მაშველის/მაშველის ხელფასი
სპეციალური
წოდების
მქონე
სააგენტოს
მეხანძრე-
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეძლევა
ხელფასი (ფულადი სარგო), რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი
სარგოსგან. მას, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს აგრეთვე ხელფასზე (ფულად სარგოზე)
დანამატი.
მუხლი 551. სახელმწიფო სპეციალური წოდების
მაშველის/მაშველის წელთა ნამსახურობის დანამატი
მქონე
სააგენტოს
მეხანძრე-
სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება,
ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები
კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი
სარგოები) პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5 პროცენტი;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 პროცენტი;
გ) 5-დან 10 წლამდე – 15 პროცენტი;
დ) 10 წელი და მეტი – 20 პროცენტი.
მუხლი 552. სამსახურებრივი მოვალეობის
მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანება
შესრულებისას
სააგენტოს
მეხანძრე-
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სააგენტო უზრუნველყოფს ამ
მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული
და საქმიანი თვისებების და განათლების შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ობიექტური
მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში
დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად
ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული
თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება
საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 553. დახმარება
გარდაცვალებისას
და
კომპენსაცია
სააგენტოს
მეხანძრე-მაშველის/მაშველის
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ხანძრის ჩაქრობისას ან/და
სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს უშუალოდ ადამიანის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების
შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ
გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი)
ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა
500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის
ხარჯებს სახელმწიფო (სააგენტო) ანაზღაურებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის
შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ
გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000
(თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
3. სააგენტოსათვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს
დაღუპული მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ
პირს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია
მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან
მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს
ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 554. სააგენტოსა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო
დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სააგენტოს დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, სამოქალაქო
უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის
ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან
მიღებული შემოსავლებით და კანონით ნებადართული სხვა სახსრებით.
2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
მუნიციპალიტეტისათვის ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური
რესურსების ფარგლებში.
მუხლი 555. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი
შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები
1. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი
შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. დაზღვევა
ხორციელდება მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების
შენახვისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით.
2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი
შემადგენლობის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად საპენსიო უზრუნველყოფა
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოებს უფლება აქვთ, დაადგინონ მუნიციპალური სახანძრო
დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის სხვა
გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 56. გარდამავალი დებულებანი
1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების
მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა).
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მათ
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიების შექმნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. 2015 წლის 10 იანვრამდე:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან
დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი
ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების
მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში
აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონება (მათ შორის, შენობა-ნაგებობები, მატერიალურტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცენ სააგენტოს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული თარიღისთვის მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების
მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების
განხორციელება.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
დეპარტამენტმა,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის,
სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებმა/დანაყოფებმა
(მიუხედავად მათი სტატუსისა
და სახელწოდებისა)
საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები განახორციელონ და
დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ 2015 წლის 10 იანვრამდე. 2015 წლის 30 იანვრამდე
სალიკვიდაციო კომისიები ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დარჩენილი ქონების (ასეთის
გამოვლენის შემთხვევაში) სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების
განხორციელებას, სალიკვიდაციო აქტის შედგენას და მისი ერთი ეგზემპლარის
სააგენტოსთვის წარდგენას, რის შემდეგაც სალიკვიდაციო კომისიების საქმიანობა წყდება.
5. ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
შესაბამისმა დაწესებულებებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და
ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების
მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი
სტატუსისა
და
სახელწოდებისა)
ლიკვიდაციის
დასრულების
შემდეგ
ამ
სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სააგენტო, გარდა ამ მუხლის
მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული
საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების
(მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) იმ ფინანსური ვალდებულებების (შრომის
ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება და სხვა) უფლებამონაცვლეებად, რომლებიც ამ
კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა, ჩაითვალონ, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები.
8. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ
კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობა.
9. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები :
ა
)
„ საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის
განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “;
ბ
)
„ სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკ
იცების თაობაზე “;
გ
)
„ კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობე
ბის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “;
დ ) „ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ “;
ე
)
„ მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების , პირობების და თავშესაფრის მოწყობის გა
ნმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ “;
ვ
)
„ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზე
ბის შესახებ “;
ზ
)
„ სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუ
აციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “;
ზ 1) „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე
პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და
პირობების დადგენის შესახებ“;
თ
)
„ პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ “;
ი ) „ მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ “;
კ
)
„ ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რე
სურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “;
ლ ) „ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ “;
მ
)
„ საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “;
ნ
)
„ პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ი
ნსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “;
ო
)
„ მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო - სამაშველო დანაყოფების შექმნის , მიზნების ,
ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ “;
პ ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ “;
ჟ ) „ საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ “;
რ
)
„ საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ “.
10. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები :
ა
)
„ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქცი
ის დამტკიცების შესახებ “;
ბ
)
„ საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შე
სრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ “;
გ
)
„ საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შეს
ახებ “;
დ
)
„ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა
და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ “;
ე
)
„ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შე
მუშავების წესის დამტკიცების შესახებ “;
ვ
)
„ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფება
დ დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ “;
ზ
)
„ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის
შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე “;
თ
)
„ პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შეს
ახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე “;
ი
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის −საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუ
აციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრუ
ლების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ “;
კ
)
„ სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოებ
ის სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახე
ბ “;
ლ
)
„ ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრ
ო - სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუ
ალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ “;
მ
)
„ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი , პოტენციურად საშიში , ეროვნული საგანძურის და კულტ
ურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ , სადაც აუცილ
ებელია სახანძრო დაცვის შექმნა “;
ნ
)
„ სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალის
დამტკიცების შესახებ “;
ო
)
„ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თა
ობაზე “.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს
შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა :
ა
)
„ პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელებ
ის მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ “;
ბ
)
„ საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ “;
გ
)
„ საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების , დამუშავებისა და გადაცემის წე
სების დამტკიცების თაობაზე “;
დ ) „ სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ “;
ე ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ “;
ვ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის −საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშ
ველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ “;
ზ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშ
ველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “;
თ
)
„ წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესა
ხებ “;
ი ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “;
კ
)
„ სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ “;
ლ
)
„ სახანძრო - სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუ
შაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “;
მ
)
„ სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “;
ნ
)
„ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების , მეწარმე სუბ
იექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების თანამშრომლებისათ
ვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შ
ესახებ “;
ო
)
„ ხანძრის , ავარიის , კატასტროფის , სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დრო
ს სახანძრო - სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო - სამაშველო საშუალებების საგ
ანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ “;
პ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის −საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშ
ველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“;
ჟ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის −საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშ
ველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესა
ხებ “;
რ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშ
ველო
დანაყოფების
პირადი
შემადგენლობის
სახანძრო
სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცები
ს შესახებ “;
ს
)
„ ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკ
იცების შესახებ “;
ტ ) „ ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “;
უ
)
„ სახანძრო და საავარიო - სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების
შესახებ “;
ფ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
ართლის იურიდიული პირის− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშ
ველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “;
ქ ) „ საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “;
ღ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამა
რთლის
იურიდიულ
პირში
–
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე - მაშველის / მაშველის სპეციალური
კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “;
ყ ) „ მეხანძრე - მაშველის / მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ “;
შ ) „ მეხანძრე - მაშველთა / მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ “;
ჩ
)
„ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის , სპეციალური გადამზადების ან
/ და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის / პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “;
ც
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამა
რთლის
იურიდიულ
პირში
–
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წე
სის დამტკიცების შესახებ “;
ძ
)
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამ
პირის
–
ართლის
იურიდიული
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისც
იპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ “.
12. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტზე ამ კანონით
გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების
შესრულების
ზედამხედველობა
განხორციელდეს
„სამოქალაქო
უსაფრთხოების
კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
შესაბამისად.
13. ამ კანონით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა
განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
14. ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 10 იანვრამდე.
15. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს
სააგენტოში და მინიჭებული აქვს პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2016 წლის 1
სექტემბრის შემდეგ სახელმწიფო სპეციალური წოდება უნარჩუნდება და უთანაბრდება
სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალურ წოდებას სააგენტოში მუშაობის
განმავლობაში, განურჩევლად მისი თანამდებობისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის
ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები.
16. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც 2016 წლის 1 სექტემბრის
მდგომარეობით მინიჭებული არ ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა
სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო
დანაყოფის მოსამსახურისა, შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება 2016
წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
17. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს
სააგენტოში და 2016 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურს გააგრძელებს სააგენტოს მეხანძრემაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება
ამ კანონის 522 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კონკურსის გავლის
გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.