„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 2000 წელი, მუხ. 140) შეტანილ იქნას
შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული კინოცენტრი წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს,
რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3
წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
ეროვნული
კინოცენტრის
სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს
საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული
კინოცენტრის დებულების შესაბამისად.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, მისი კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა
და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო
საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც
შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი.“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონისა და
საქართველოს
სხვა
ნორმატიული
აქტების
საფუძველზე
განისაზღვრება
ეროვნული
კინოცენტრის საკონკურსო დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და
ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი.“.
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი
მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას
ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული
კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და
სპორტის მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია,
რაც
თავისთავად,
ადმინისტრაციული
დანახარჯების
მაქსიმალურ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„ეროვნული
კინემატოგრაფიის
სახელმწიფო
მხარდაჭერის
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-8-10-ე მუხლში, რომლებითაც
ხდება ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსის და მისი საქმიანობის ძირითადი
მიმართულებებში, კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრის
რეგულირების
ნორმებში
სამინისტროს
სახელწოდების
ჩანაცვლება
პროფესიული
თეატრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების რეგულაციაში. კერძოდ, კანონის
შესაბამის მუხლებში ხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს მითითება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტი
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ
მუხლის
(მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 8. ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსი და მისი საქმიანობის
ძირითადი მიმართულებები
1. ეროვნული კინოცენტრი წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის
სამინისტროსთან
შექმნილ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირს,
რომელიც
დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული
კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით
გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი
აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც.
3. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის
ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
5.
ეროვნული
კინოცენტრის
სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს
საქართველოს
კულტურის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის
დებულების შესაბამისად.
6. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის
განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო
წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების
ნაწილში;
დ)
საქართველოს
სახსრების
სახელმწიფო
განაწილება
ბიუჯეტიდან
საქართველოს
კინემატოგრაფიისათვის
კანონმდებლობის
გამოყოფილი
შესაბამისად
დადგენილი
საკონკურსო წესით;
ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული
სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა;
ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინროტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა;
ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა
ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
კ)
კინოს
დარგში
კინოორგანიზაციებში
საერთაშორისო
წარმომადგენლობა,
კავშირების
განვითარება,
მონაწილეობა
საერთაშორისო
კონფერენციებსა
და
სხვა
ღონისძიებებში;
ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა;
მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება.
7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, მისი კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა
და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო
საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც
შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
მუხლი 9. კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესი და პირობები
1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა მისი სახელმწიფო
დაფინანსება.
2. კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის ყოველწლიურად ეროვნული კინოცენტრის
ორგანიზაციულ კოდზე იგეგმება სათანადო ასიგნებები საქართველოს ცენტრალური
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან.
3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონისა და
საქართველოს
სხვა
ნორმატიული
აქტების
საფუძველზე
განისაზღვრება
ეროვნული
კინოცენტრის საკონკურსო დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და
ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
4.
ეროვნული
კინოცენტრი
სახელმწიფო
დაფინანსების
განაწილებას
ახორციელებს
საკონკურსო დებულების საფუძველზე კინოცენტრსა და შესაბამისად ეროვნული ფილმის
პროდიუსერს, დისტრიბუტორს ან დემონსტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით.
5. კინოს სახელმწიფო დაფინანსება არის მიზნობრივი და იგი არ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს სხვა დანიშნულებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისა.
მუხლი 10. ეროვნული ფილმის წარმოების სახელმწიფო დაფინანსება
1. ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი
მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას
ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული
კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
2.
ეროვნული
კინოცენტრი
გადაწყვეტილებას
ეროვნული
საექსპერტო
კომისიის
დასკვნის
საფუძველზე
იღებს
ფილმის
(პროექტის)
წარმოების
დაფინანსებისა
და
პროდიუსერისათვის თანხის გამოყოფის შესახებ.
3. სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოებაში, როგორც წესი, არ უნდა
აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75 პროცენტს.