„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუზეუმისათვის კატეგორიის მინიჭება
1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
2.
მუზეუმს
ადგილობრივ
კატეგორიას
ადგილობრივი
თვითმმართველობის
აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად.
2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმები ფუძნდება ფიზიკური ან
იურიდიული პირის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი
(დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა
(დამფუძნებელსა) და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
დადებული
ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო.“.
4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.“.
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) წერილობით აცნობებს საქართველოს კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს,
სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას.“.
6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება შემქმნელის (დამფუძნებლის)
გადაწყვეტილებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება შემქმნელის (დამფუძნებლის)
გადაწყვეტილებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
8. მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა
აკადემია თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სამუზეუმო საქმიანობის
მართვას.
2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია სამუზეუმო
საქმიანობის მართვაში;
გ) სახელმწიფო მუზეუმების დაფინანსება დადგენილი წესით;
დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;
ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) მუზეუმის ფონდის მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;
ზ)
საქართველოს
კულტურისათვის
მნიშვნელოვანი
სამეცნიერო–კვლევითი
სარესტავრაციო პროგრამების დაფინანსება დადგენილი წესით;
და
თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისათვის ხელის
შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო
შეთანხმებების შესრულების კონტროლი;
კონვენციების,
ხელშეკრულებებისა
და
კ) სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;
ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან
გათავისუფლება.
3. სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და
აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო დადგენილი წესით აკონტროლებს
არასახელმწიფო მუზეუმებს.“.
9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა
სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების
საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობის და მის ტერიტორიაზე არსებული
სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;“.
10. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დადგენილ ვადებში აცნობოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სამუზეუმო ექსპონატის გასხვისება;“.
11. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
12. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია
სამუზეუმო სამუშაოთა წარმართვის შესახებ.“.
13. 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო
რეესტრში აღრიცხავს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბჭოს დასკვნის
საფუძველზე;
4. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო
რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება დადგენილი წესით, საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.“.
14. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა
და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია,
რაც
თავისთავად,
ადმინისტრაციული
დანახარჯების
მაქსიმალურ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„მუზეუმების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7
მუხლში, მე-9 მუხლში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-12
მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-19 მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 24-ე
მუხლის მე-3-4 და მე-6 პუნქტებში, რომლებითაც ხდება სამინისტროს სახელწოდების
ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტი
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება
1. სამუზეუმო საქმიანობისა და მუზეუმების უფლებების დაცვის გარანტი, განურჩევლად
მათი კუთვნილებისა, არის სახელმწიფო.
2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მუხლი 7. მუზეუმისათვის კატეგორიის მინიჭება
1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
2.
მუზეუმს
ადგილობრივ
კატეგორიას
ადგილობრივი
თვითმმართველობის
აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მუხლი 9. მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის)
უფლებები
1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და საქართველოს
კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად.
2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმები ფუძნდება ფიზიკური ან
იურიდიული პირის მიერ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი
(დაფუძნებული)
მუზეუმის
დებულებით
(წესდებით)
ან/და
მუზეუმის
შემქმნელსა
(დამფუძნებელსა) და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას
ადგენს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 10. მუზეუმის რეგისტრაცია და მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა
1. მუზეუმი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისად იურიდიული პირის
სტატუსს იძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირების
მომენტიდან.
2. საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს საქართველოს კულტურის
სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ
საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს.
მუხლი 11. მუზეუმის შექმნისათვის (დაფუძნებისათვის) საჭირო პირობები
1. სახელმწიფო მუზეუმის შექმნისათვის (დაფუძნებისათვის) აუცილებელია ფართობი,
მუზეუმში დაცული ექსპონატების შესანახად ვარგისი შენობა, სამუზეუმო ექსპოზიციისა და
საქმიანობისათვის საჭირო სახსრები.
2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) წერილობით აცნობებს საქართველოს კულტურის
სამინისტროს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და
ადგილმდებარეობას.
მუხლი 12. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია
1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება შემქმნელის (დამფუძნებლის)
გადაწყვეტილებით
და
საქართველოს
კულტურის
სამინისტროსთან
შეთანხმებით,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. რეორგანიზაციით სახელმწიფო მუზეუმისთვის საქმიანობის მიმართულების შეცვლა
დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
3.
არასახელმწიფო
მუზეუმის
რეორგანიზაცია
ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ლიკვიდაცია
1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება შემქმნელის (დამფუძნებლის)
გადაწყვეტილებით
და
საქართველოს
კულტურის
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამინისტროსთან
შეთანხმებით,
2. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ფონდი გადაეცემა მხოლოდ სახელმწიფო
მუზეუმს.
3. ლიკვიდირებული ადგილობრივი მუზეუმის ფონდი გადაეცემა ადგილობრივ ან
სახელმწიფო მუზეუმს.
4. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ქონება, გარდა მისი ფონდისა, გამოიყენება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. არასახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
6. ლიკვიდირებული არასახელმწიფო მუზეუმის გასაყიდად გამოტანილ ფასეულობათა
შესყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობენ სახელმწიფო მუზეუმები.
მუხლი 14. სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის
მართვაში
1. საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სამუზეუმო საქმიანობის მართვას.
2. საქართველოს კულტურის სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია სამუზეუმო
საქმიანობის მართვაში;
გ) სახელმწიფო მუზეუმების დაფინანსება დადგენილი წესით;
დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;
ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) მუზეუმის ფონდის მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;
ზ)
საქართველოს
კულტურისათვის
მნიშვნელოვანი
სამეცნიერო–კვლევითი
და
სარესტავრაციო პროგრამების დაფინანსება დადგენილი წესით;
თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისათვის ხელის
შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
ი)
სამუზეუმო
საქმიანობაში
საერთაშორისო
შეთანხმებების შესრულების კონტროლი;
კონვენციების,
ხელშეკრულებებისა
და
კ) სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;
ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან
გათავისუფლება.
3.
სამუზეუმო
ნივთებისა
და
კოლექციების
მდგომარეობის,
დაცულობისა
და
აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით
საქართველოს კულტურის სამინისტრო დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო
მუზეუმებს.
4.
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემია
კანონით
დადგენილ
უფლებამოსილებათა
ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ
გამართულ საქმიანობას.
5. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ
არასახელმწიფო მუზეუმებს.
მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები
1. სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს:
ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა
სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე
სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობის და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა
ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;
გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი
დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს
მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა.
2. არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს:
ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით
პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება;
ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო
სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით;
გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო
მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით;
დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი
სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
მუხლი 19. არასახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები
1. არასახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა;
ბ) უზრუნველყოს სამუზეუმო ექსპონატებთან სამუზეუმო საქმის სპეციალისტების დაშვება
მათი მდგომარეობის შემოწმების მიზნით;
გ) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოადგინოს სრული ინფორმაცია სამუზეუმო
ექსპონატის შესახებ;
დ) დადგენილ ვადებში აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს სამუზეუმო
ექსპონატის გასხვისება;
ე) უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
2. მუზეუმის ფონდში შეტანილი ექსპონატის გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით
გასხვისებისას ექსპონატის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ
ყველა ვალდებულებას, რომელიც ჰქონდა ექსპონატის მესაკუთრეს.
მუხლი 22. სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვა
1. სამუზეუმო ექსპონატი აღირიცხება დადგენილი წესით.
2. სამუზეუმო ექსპონატი არ ექვემდებარება საბუღალტრო აღრიცხვას.
3. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციაა:
ა) ძირითად შემოსულობათა საინვენტარო წიგნი;
ბ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი;
გ) სამეცნიერო-დამხმარე წიგნი;
დ) დროებით შემოსულობათა საინვენტარო წიგნი;
ე) ძვირფასეულობის შემცველი სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვის სპეციალური წიგნი;
ვ) სამუზეუმო ექსპონატის მიღება-ჩაბარების აქტი;
ზ) სამუზეუმო ექსპონატის სამეცნიერო პასპორტი.
4. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს
კულტურის სამინისტრო.
5. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის განადგურება ან გაყალბება ისჯება
კანონით.
6. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარდა მუზეუმში არსებობს
დამატებით სამუშაოთა დოკუმენტაცია, მათ შორის:
ა) სამუზეუმო ნივთის შესყიდვის დეტალური აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ) სამეცნიერო მასალა – კატალოგები, ბიბლიოგრაფია, სამეცნიერო-კვლევითი მასალა და
სხვა;
გ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია სამუზეუმო
სამუშაოთა წარმართვის შესახებ.
მუხლი 24. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის აღრიცხვა საქართველოს სამუზეუმო
ფონდის სახელმწიფო რეესტრში და მათი რეესტრიდან ამორიცხვა
1. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვას
(სახელმწიფო რეესტრში შეტანას), განურჩევლად მათი საკუთრებისა.
2. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს სამუზეუმო
ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი.
3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო
რეესტრში აღრიცხავს საქართველოს კულტურის სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
4. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო
რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის
სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.
5. სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდში ჩარიცხულად
ითვლება საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე.
6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა
და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
7. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილ ნივთთან და კოლექციასთან დაკავშირებული
ყველა ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო
რეესტრში.