„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო
დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნულ
ბიბლიოთეკას,
აგრეთვე
სახელმწიფო
საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიულ ცენტრებს, რომლებსაც კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ შესაბამისი სტატუსი. სახელმწიფო ამ ცენტრებს
უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარებით.“.
2. მე-19 მუხლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია
საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი
ფუნქციებია:
ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის გატარება;
ბ) სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის დაფინანსების ნორმატივების, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან შესაბამისი ქსელის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი წილის განსაზღვრა;
გ)
საბიბლიოთეკო
საქმესთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის კოორდინირება;
დ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების
უზრუნველყოფა;
ე) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა.
ბიბლიოთეკების
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფისადმი
ვ) სახელმწიფო
ზედამხედველობა;
ზ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვისადმი კონტროლი;
თ) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვება და
ანალიზი.“.
3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიბლიოთეკო საქმიანობას ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები,
რომლებიც
მოქმედებენ
საქართველოს
კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ (ათავისუფლებენ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კულტურისა და სპორტის
მინისტრთან შეთანხმებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს
(ათავისუფლებს) რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი (გამგე), ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.“.
5. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა
(განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს
ათასზე (ერთი ათასი) მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, შესაბამისი ფართი, საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ლიცენზია და რომლის წესდება არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია,
რაც
თავისთავად,
ადმინისტრაციული
დანახარჯების
მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-19
მუხლის პირველ წინადადებაში, 21-ე მუხლის პირველ პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ
პუნქტში და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლებითაც ხდება საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ხარჯების
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტი
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 15. ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი
1. ქალაქის, რაიონის და სოფლის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიაზე
წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახდენენ დოკუმენტების შერჩევით
შეგროვებასა და ინფორმირებას.
2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო
დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნულ
ბიბლიოთეკას,
აგრეთვე
სახელმწიფო
საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიულ ცენტრებს, რომლებსაც კულტურის სამინისტროს მიერ
მინიჭებული აქვთ შესაბამისი სტატუსი. სახელმწიფო ამ ცენტრებს უზრუნველყოფს
საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარებით.
მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია
საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია:
ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის გატარება;
ბ)
სახელმწიფო
საბიბლიოთეკო
ქსელის
დაფინანსების
ნორმატივების,
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან შესაბამისი ქსელის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი წილის განსაზღვრა;
გ)
საბიბლიოთეკო
საქმესთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის კოორდინირება;
დ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების
უზრუნველყოფა;
ე) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა.
ვ)
სახელმწიფო
ბიბლიოთეკების
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფისადმი
ზედამხედველობა;
ზ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვისადმი კონტროლი;
თ) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვება და ანალიზი.
მუხლი 21. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო
საქმიანობის მართვაში
1. საბიბლიოთეკო საქმიანობას ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები,
რომლებიც
მოქმედებენ
საქართველოს
კულტურის
სამინისტროსთან
შეთანხმებით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ
საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პირობების,
მოსახლეობის
რაოდენობის,
მისი
განსახლებისა
და
საინფორმაციო
მოთხოვნების
შესაბამისად.
მუხლი 22. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა
1. ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ (ათავისუფლებენ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კულტურის მინისტრთან
შეთანხმებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს)
რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი (გამგე), ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებთან შეთანხმებით.
2.
უწყებათა
და
არასახელმწიფო
ბიბლიოთეკათა
ხელმძღვანელებს
ნიშნავენ
მათი
დამფუძნებლები.
მუხლი 28. ბიბლიოთეკის რეგისტრაცია
1. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას იწყებს მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა
(განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს
ათასზე (ერთი ათასი) მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, შესაბამისი ფართი, საქართველოს
კულტურის სამინისტროს შესაბამისი ლიცენზია და რომლის წესდება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს კანონმდებლობას.
3. ბიბლიოთეკისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ხდება რეგისტრაციის
შემდეგ, კანონით დადგენილი წესით.
4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.