„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კულტურისა
და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები,
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საქართველოს
უფლებამოსილია
სამინისტროს
კულტურისა
სამართლებრივი
კომპეტენციისთვის
და
სპორტის
აქტით
მინისტრი
გადასცეს
მიკუთვნებული
ამ
(შემდგომ
–
მინისტრი)
კანონით
განსაზღვრული,
ინდივიდუალური
სამართლებრივი
აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე სტრუქტურულ
ერთეულს.“.
3. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში
შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების
ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია,
რაც
თავისთავად,
ადმინისტრაციული
დანახარჯების
მაქსიმალურ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„კულტურული
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლი პირველ და მე-5 მუხლის
მე-2 პუნქტებში, რომლებითც ხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოებისა და
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში უფლებამოსილებების მარეგულირებელ ნორმებში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.
ამასთან, პროექტის თანახმად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის
ეროვნული
სამინისტროსაგან
სააგენტო
საქართველოს
დელეგირებული
კულტურისა
უფლებამოსილების
და
ძეგლთა
ფარგლებში,
დაცვის
„კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე
ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების რეგისტრაციას, ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა,
განახორციელებს 2020 წლის 1 იანვრამდე.
დღეის
მდგომარეობით,
საქართველოს
კულტურისა
და
ძეგლთა
დაცვის
სამინისტროსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ძეგლთა სახელმწიფო
რეესტრს აწარმოებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტო. აღსანიშნავია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებამდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული
ჰქონდა დაახლოებით 5000-მდე ობიექტს, რომელთა თაობაზეც მონაცემთა ბაზაში უმეტესად
მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა (სახელწოდება, მისამართი და აგების თარიღი), ხოლო
ძეგლის/ობიექტის
იდენტიფიკაციისათვის
მნიშვნელოვანი
სხვა
ცნობები
(მ.შ.
ძეგლის/ობიექტის ფოტო, ზუსტი ადგილმდებარეობა) მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება.
შესაბამისად,
საქართველოს
ზემოაღნიშნული
მოძიება
და
ტერიტორიის
სრულ
დაფარვით
ინვენტარიზაციამდე,
ობიექტების თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის
მათი
ხელახალი
რეგისტრაცია
ხორციელდება
ეტაპობრივად.
ამის
გათვალისწინებით, ყველა ობიექტის ხელახალი რეგისტრაცია დღემდე ვერ მოხერხდა.
ამასთან, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის
კოდექსის“ პროექტზე მუშაობა, რაც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების აღრიცხვა-დოკუმენტირებისა და კატეგორიზაციის განსხვავებული მექანიზმების
შემუშავებას. შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილია „კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნას სათანადო ცვლილება, რომლის თანახმადაც
კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო
რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი
ობიექტების ხელახალი რეგისტრაციის ვადა, ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება
2020 წლის 1 იანვრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტი
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები
1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო
ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
ტერიტორიაზე
–
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.
2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის
„საქართველოს
ორგანოები
სახელმწიფოსა
და
თავიანთ
უფლებამოსილებებს
საქართველოს
ავტოკეფალურ
ახორციელებენ
მართლმადიდებელ
ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი
ნორმების შესაბამისად.
მუხლი 5. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში
1.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
უფლებამოსილებათა
ფარგლებში
სამინისტრო:
ა) ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შეიმუშავებს და წარმართავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ
და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
კულტურული
მემკვიდრეობის
გამოვლენას,
დაცვას,
პოპულარიზაციას
და
მისი
მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას;
დ) უზრუნველყოფს გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზასა და
სახელმწიფო აღრიცხვას, ადგენს შესაბამის წესებს;
ე) ზედამხედველობს ძეგლზე წარმოებულ და არქეოლოგიურ სამუშაოებს და ქმნის
სამუშაოების მიმღებ კომისიებს;
ვ) აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანას, თუ კანონით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული;
ზ) უზრუნველყოფს ისტორიული არეალების დაფარვით ინვენტარიზაციას, შეიმუშავებს
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი
საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო
ორგანოს;
თ) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო სისტემასა და ბაზას;
ი) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და
პოპულარიზაციის მიზნობრივ და სახელმწიფო პროგრამებს, ახორციელებს სახელმწიფო
შესყიდვებს;
კ)
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
შესაბამის
სახელმწიფო
ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე
შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;
ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის
იურიდიულ პირებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და სამართალდარღვევათა თავიდან
აცილების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს
შესაბამის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს;
[ლ 1 ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე
ზემოქმედების შეფასების პროცედურაში და წარადგენს შესაბამის დასკვნას; (ამოქმედდეს
2018 წლის 1 იანვრიდან)]
მ) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ
(აუდიო-, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას;
ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, საერთაშორისო სამართლის
ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;
ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი)
უფლებამოსილია
სამინისტროს
სამართლებრივი
კომპეტენციისთვის
აქტით
კანონით
განსაზღვრული,
ინდივიდუალური
სამართლებრივი
გადასცეს
მიკუთვნებული
ამ
აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე სტრუქტურულ
ერთეულს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის
უფლებამოსილება
ადმინისტრაციული
ხელშეკრულების
საფუძველზე
გადასცეს
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე
ადგილობრივი
დადგენილი
თვითმმართველობის
წესით.
კულტურული
ორგანოს,
საქართველოს
მემკვიდრეობის
დაცვის
კანონმდებლობით
სფეროში
სხვა
ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა,
განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის
სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო).
5. საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს
საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც
ამტკიცებს მინისტრი.
6. საბჭო იხილავს:
ა) ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და
შეცვლის საკითხებს;
ბ) ძეგლზე და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების
სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის
პროექტებს, ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს;
დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და მათ ფარგლებში
სამინისტროს
კომპეტენციისთვის
მიკუთვნებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების გამოცემის საკითხებს;
ე) „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის
კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (შემდგომში – მსოფლიო
მემკვიდრეობის ნუსხა) შესატანად ძეგლების წარდგენის საკითხებს;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და
პროგრამებს;
ზ) საბჭოს დებულებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
7. საბჭოს გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 59. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული
აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ (გამოცემულ) იქნეს შემდეგი
ნორმატიული აქტები:
ა) „არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესის შესახებ“
მინისტრის ბრძანება;
ბ) „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესების დამტკიცების
შესახებ“ მინისტრის ბრძანება;
გ) „ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობების
ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება;
დ) „უძრავი ძეგლის საანოტაციო დაფის ფორმისა და გამოყენების წესის შესახებ“ მინისტრის
ბრძანება;
ე) „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“
მინისტრის ბრძანება;
ვ) „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიისა და რეეტრის ფორმის
დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება;
ზ) „სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები
ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის
წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება;
თ) „მომეტებული საჯარო ინტერესების მქონე ძეგლთა ნუსხა და მათზე მესაკუთრის
(კანონიერი მოსარგებლის) მიერ საზოგადოების დაშვების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;
ი) „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილება;
კ) „კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული საქმიანობის რეგულირების
შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2018 წლის 1 იანვრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში
შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების
ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული სამართლებრივი აქტები კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის, მათთვის
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიის
დამტკიცებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი ზონების დადგენის
შესახებ მათი ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციამდე ჩაითვალოს ამ კანონის
შესაბამისად გამოცემულად.
4. (ამოღებულია - 06.09.2013, №1075).