„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6-მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ინფორმაციას აწვდიან ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.
მუხლი 7
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილნი არიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები.
მუხლი 8
ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები.
მუხლი 9
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ფარგლებში) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს.
მუხლი 10
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომლის წევრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირები.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12
1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით, თავის სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.
3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-6-10-ე და 12 მუხლებში, ასევე ხდება
მე-14 მუხლის ამოღება. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით ბავშვთა და
ახალგაზრდული
კავშირების
სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის
ძირითადი
მიმართულებებში არსებული საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო
დეპარტამენტის ჩანაცვლება
ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ხარჯების
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 6
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი
ტერიტორიული ორგანოები ინფორმაციას აწვდიან ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.
მუხლი 7
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი
ტერიტორიული ორგანოები სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების
მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ატარებენ ტრენინგ-სემინარებს.
მუხლი 8
ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ საქართველოს ახალგაზრდობის
საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების წინადადებით
განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული
სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები.
მუხლი 9
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
ბავშვთა
და
ახალგაზრდული
კავშირების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ
პროგრამებს.
მუხლი 10
ბავშვთა
და
ახალგაზრდული
კავშირების
მიერ
შემუშავებული
პროექტების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო
დეპარტამენტის სათათბირო, რომლის წევრები არიან ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო
დეპარტამენტისა და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები.
მუხლი 12
1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას
უწევს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მიზნით
შექმნილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მეშვეობით.
2. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან.
3. ბავშვთა და ახალგაზრდობის
იურიდიული პირი.
განვითარების
ფონდი
იქმნება
არის
საქართველოს
საჯარო
სამართლის
4. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის
გამოყოფილი თანხის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა
შემოსავლებით.
მუხლი 14
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ
შეიძლება შედიოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ხელმძღვანელი ორგანოების
შემადგენლობაში.
პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი,
მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6-მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები
ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ინფორმაციას
აწვდიან ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით
გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.
მუხლი 7
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები
ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილნი არიან ბავშვთა
და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები.
მუხლი 8
ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ან/და მის სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული
პროგრამები.
მუხლი 9
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები (საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსით“ დადგენილ ფარგლებში) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ
პროგრამებს.
მუხლი 10
ბავშვთა
და
ახალგაზრდული
კავშირების
მიერ
შემუშავებული
პროექტების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო
ორგანო, რომლის წევრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები
და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა
პირები.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12
1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას
უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული
ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ბავშვთა და
ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით,
თავის სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.
3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი