„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება; ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა; დ) სპორტის განვითარების მიზნით აღნიშნული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა; ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და პროფესიული დონის განსაზღვრა; ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება; თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა; ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა; კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება.“. 4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება.“. 5. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.“. 6. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.“. 7. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა, სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება.“. 9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 10. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.“. 11. 23-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს სპორტული ორგანიზაციების წინადადებების საფუძველზე ანაწილებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“. 12. 24-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.“. 13. 25-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით. 6. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით.“. 14. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას. 3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7 მუხლში, მე8 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-12 მუხლის მე4 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-16 მუხლში, მე-19 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში, 24- მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-5 პუნქტში, 25-ე მუხლის მე-5-6 პუნქტება და 26- მუხლის მე-2-3 პუნქტებში. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება ხდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. სპორტის სახელმწიფო მართვა 1. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები. მუხლი 5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება; ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა; დ) სპორტის განვითარების მიზნით აღნიშნული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა; ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და პროფესიული დონის განსაზღვრა; ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება; თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა; ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა; კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე. მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება. მუხლი 8. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები 1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში. 3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება. 4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 9. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) 1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია. 2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით. 3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი. 4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება. 5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ახალგაზრდობის საქმეთა ფედერაციებთან. 6. სეოკი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში. მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია 1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის. 2. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს. 3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. 4. (ამოღებულია - 04.03.2016, №4847). 5. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. 6 1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ. 62. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მაღალი რეპუტაცია და ნასამართლობის არმქონეა. („6 2“ პუნქტი არ ვრცელდება 2016 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედ საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტზე) 7. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე. 8. საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას. მუხლი 12. სპორტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებსა და სასწავლო დაწესებულებებში 1. ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ნებისმიერი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. 2. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფიზიკური მომზადების ნორმატივების საფუძველზე სასწავლო დაწესებულება ადგილობრივი პირობებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფიზიკურ აღზრდაში მეცადინეობის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ხანგრძლივობას (არანაკლებ 4 საათისა კვირაში). 3. ფიზიკურად არაჯანსაღთათვის მეცადინეობა ტარდება რეაბილიტაციის ფარგლებში. 4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა, სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 13. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები 1. სპორტულ სკოლებს, კლუბებს, სექციებსა და სკოლისგარეშე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ და სხვა საწყისებზე, ეკისრებათ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზიდვა და ჩაბმა გამაჯანსაღებელ და სპორტულ მეცადინეობებში. 2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სკოლისგარეშე დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება. გამაჯანსაღებელი და სპორტული მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადება 1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. სამხედრო ნაწილების მეთაურები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების უფროსები ვალდებული არიან, შექმნან აუცილებელი პირობები სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობების ჩატარებისა და მათში სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის მონაწილეობისათვის. მუხლი 19. უმაღლესი მიღწევების სპორტი, მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადება 1. უმაღლესი მიღწევების სპორტი მოღვაწეობის ის სფეროა, რომელიც ხელს უწყობს სპორტსმენს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს თვალსაჩინო სპორტულ შედეგებს. ამისათვის მას სახელმწიფო უქმნის ყველა აუცილებელ პირობას. 2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია. 3. სახელმწიფო დაკვეთა მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით ფორმდება შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ან სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების მეშვეობით. 4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. მუხლი 23. სპორტის დაფინანსება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. 2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში. 3. სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს სპორტული ორგანიზაციების წინადადებების საფუძველზე ანაწილებენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. 4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე: ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები; ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება; გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები. 5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე. 6. სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით. 7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს. 8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას. 9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით. მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის. 2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს. 3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა. 4. დაუშვებელია: ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად; გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე. 5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას. 6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს. მუხლი 25. სპორტის სფეროს სპეციალისტების მომზადება და კადრებით უზრუნველყოფა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. სფეროსათვის კადრების მომზადებას, 2. სპორტის სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ დაწესებულებათა მიზანი უნდა იყოს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, მისი გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური და სამკურნალო პროფილის განვითარება. 3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტის სპეციალისტებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. ასეთი სპეციალისტების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავეების, მომზადებისა და გადამზადების ვალდებულება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 4. სპორტის სფეროში პედაგოგიური, სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი. 5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით. 6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით. მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა 1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება. 2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას. 3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა.