„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 31 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. 3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი“. 2. 32 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო სახელმწიფო კონტროლსა და სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 3. 33 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრებს, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“. 5. 81 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საბაზისო საძირეთა სადედეზე და საბაზისო სანამყენეთა სადედეზე, ვაზის ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ეტაპზე, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 7. 332 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელისა) სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა აკრედიტებული ლაბორატორიის გამოცდის ოქმის საფუძველზე ღვინის კომპანიის მიერ შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისობის დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“. 8. 332 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 9. 333 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“. 10. 335 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმებს, აგრეთვე შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, დამუშავებისა და ჩამოსხმის დროს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრულ ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“. 11. 336 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; დ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; ე) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ; ვ) საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ზ) ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი; თ) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის 31 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 32 მუხლის მე-3 პუნქტში, 33 მუხლის პირველი პუნქტში, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში, 81 მუხლის მე2 პუნქტში, მე-9 მუხლში, 332 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში, 333 მუხლის მე-4 პუნქტში, 335 მუხლის მე-3 პუნქტში და 336 მუხლის 12 პუნქტში, რომლებითაც ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს გადასახდელს. ან სხვა სახის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო 1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 4. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია სააგენტოს სახელწოდება, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, გრანტები, მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 32. სააგენტოს უფლებამოსილებანი 1. სააგენტო საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და სააგენტოს დებულების საფუძველზე. 2. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; გ) ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა; დ) საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება; ე) საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება და ხელშეწყობა; ვ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამისი სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; ზ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; თ) ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამის ღონისძიებათა ხელშეწყობა. 3. სააგენტო სახელმწიფო კონტროლსა და სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 33. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. მუხლი 7. საქართველოს მევენახეობის ზონები და მევენახეობის ქვეზონები 1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და მევენახეობის შესაბამისი ქვეზონები: ა) კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი); ბ) ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი); გ) მესხეთი; დ) იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი); ე) რაჭა; ვ) ლეჩხუმი; ზ) გურია; თ) სამეგრელო; ი) აფხაზეთი; კ) აჭარა. 2. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრებს, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. მუხლი 81. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოება 1. ვაზის სერტიფიცირებული ნერგის საწარმოებლად გამოსაყენებელი მასალა მიღებული უნდა იქნეს მხოლოდ სერტიფიცირებული საბაზისო საძირეთა სადედისგან და სერტიფიცირებული საბაზისო სანამყენეთა სადედისგან. 2. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საბაზისო საძირეთა სადედეზე და საბაზისო სანამყენეთა სადედეზე, ვაზის ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 9. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 332. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება 1. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება არის სავალდებულო ან ნებაყოფლობითი. 2. სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება: ა) საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი; ბ) ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელი და სპირტი (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება); გ) იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული პარტია (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება). 3. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელისა) სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა აკრედიტებული ლაბორატორიის გამოცდის ოქმის საფუძველზე ღვინის კომპანიის მიერ შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისობის დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. [4. სავალდებულოა საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელისა და საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება, რომელსაც ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ სახლის ღვინოზე, რომელშიც გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა 40 მგ/ლ-ს, ხოლო 1 ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა – 3000-ს არ აღემატება. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] 6. შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელი პირობაა მწარმოებლის მიერ აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დაცვა ამ კანონის შესაბამისად. 7. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 8. სერტიფიცირების პროცესში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენის და შესაბამისი გამოცდის ოქმის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორიას. 9. შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა და საფასური განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 333. ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება 1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. ბაზარზე 2. ნებისმიერი კატეგორიის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. 3. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი ან შესაბამისობის დეკლარაცია. 4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 335. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესები 1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს დადგენილ ვადებში წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები. 2. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ღვინის მწარმოებელზე, რომლის მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება. 3. მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმებს, აგრეთვე შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, დამუშავებისა და ჩამოსხმის დროს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრულ ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 4. პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 336. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ბ) ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; გ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ. 11. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა მიიღოს დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“. 1 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; დ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; ე) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ; ვ) საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ზ) ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი; თ) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. 2. (ამოღებულია). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია ღვინის მრეწველობაში არსებული ტექნოლოგიური ინსტრუქციები, წესები და ნორმატივები. 4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.