„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 20.06.2017;
სარეგისტრაციო კოდი: 340020000.05.001.018491) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო
აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი;“.
2. მე- 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშები ეროვნულ კატალოგში
შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით, სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე
გამოცდის/შემოწმების დადებითი შედეგის საფუძველზე.“.
3. მე- 4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრო ეროვნულ კატალოგს პერიოდულად აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და
საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს.“.
4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სერტიფიცირების საფასური
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს
სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის
სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.“.
5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი12. პასუხისმგებლობის საფუძველი
1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების
უფლება აქვს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.
6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტროს წარდგინებით:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დადგენილებით დაამტკიცოს:
ა.ა) სავალდებულო
კულტურათა ნუსხა;
სერტიფიცირებისადმი
დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო
ა.ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი;
ა.გ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი;
ა.დ) ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/ შემოწმების ორგანიზაციული
და მეთოდოლოგიური სქემა;
ბ) 2019 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს საქართველოს გარემოს დაცვის,
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი
ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების
საფასურის ოდენობა.
2. საქართველოს
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში დაამტკიცოს საქართველოს
ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების
ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური
ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად,
ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„სავალდებულო
სერტიფიცირებისადმი
დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტში, მე-4 მუხლის პირველ
და მე-4 პუნქტებში, მე-8 მუხლში, მე-12 მუხლში და მე-14 მუხლში, რომლებითაც ხდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს
გარემოს
დაცვის,
სოფლის
მეურნეობისა
და
სოფლის
განვითარების
სამინისტროთი/მინისტრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სავალდებულო
სერტიფიცირებისადმი
დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში − ჯიში, რომელიც ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ
ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის ურთიერთშეწყობით − ხალხური
სელექციით;
ბ) გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე − საველე და ლაბორატორიული
გამოცდების ერთობლიობა, რომელიც ტარდება ჯიშის ქვეყნის აგროკლიმატურ ზონაში
ადაპტაციასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე;
გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების მცენარის ცნობილი ჯიშის
ნიშან-თვისებებისგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად მიიჩნევა, თუ მის შესახებ
მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, ჯიში
აღწერილია და მის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან ჯიში
გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვებისათვის
მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან მისი გასავრცელებლად დაშვების მიზნით სხვა
ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება
სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული ჯიში;
დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი
დაქვემდებარებული ჯიში, რომელმაც გაიარა გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე
და რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი;
ე) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარე − მცენარე, რომლის გენური ნიშანთვისებები შეიცვალა მოდიფიცირებული გენის ან სხვა ორგანიზმის გენის შეცვლის შედეგად,
გენური ინჟინერიის მეთოდის გამოყენებით;
ვ) ერთგვაროვნება – ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება,
გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით;
მცენარის
ზ) ეროვნული კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული
ჯიშების ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი ჯიშების ჩამონათვალი;
თ) ეტიკეტი − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი,
დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე ან/და მის
თანმხლებ დოკუმენტზე;
ი) თესლი − მცენარის ნაწილი, რომელიც მისი შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის
გამოიყენება;
კ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა,
რომელიც თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესაფასებლადაა გამიზნული;
ლ) მეთესლეობა − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს გასავრცელებლად დაშვებული
ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას, აღწარმოებას, გადამუშავებას, შენახვას,
რეალიზაციასა და მიკვლევადობას, ჯიშობრივი ნიშან-თვისებებისა და ხარისხობრივი
მაჩვენებლების შენარჩუნებით;
მ) მცენარის ჯიში − ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში
არსებული მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად იმისა, სრულად აკმაყოფილებს თუ არა
სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული
გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით,
სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან განსხვავდება მითითებული მახასიათებლებიდან სულ მცირე
ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად
კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;
ნ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ითვალისწინებს ჯიშების
გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში
მომსახურების გაწევას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის;
ო) საველე ინსპექტირება − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საველე პირობებში თესლისა
და სარგავი მასალის ჯიშობრივი იდენტურობის, ჯიშობრივი სიწმინდის და დასარევლიანების
ხარისხის დასადგენადაა გამიზნული;
პ) საველე ინსპექტორი − სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელიც
დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სათესლე ნაკვეთების
ინსპექტირებასა და აპრობაციას;
ჟ) საკონტროლო გამოცდა − თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დადგენა მათი
მინდვრად, ნიადაგის სპეციალურ დანაყოფებზე თესვითა და რგვით და შესწავლით;
რ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც მცენარის
გასამრავლებლადაა განკუთვნილი;
ს) სასოფლო-სამეურნეო კულტურა − მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მცენარეთა
რამდენიმე ჯიშს და კულტივირდება სურსათის, ტექნიკური ნედლეულისა და ცხოველთა
საკვების მისაღებად, აგრეთვე დეკორატიული მიზნით;
ტ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) − ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშის
სამეურნეო
თვალსაზრისით
სასარგებლო
ნიშან-თვისებათა
კომპლექსი,
რომელიც
ითვალისწინებს ამ ჯიშისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის
გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს ერთი ან რამდენიმე ზონისათვის. აღნიშნული
მონაცემები ფასდება ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეწყობა-კომპენსირების პრინციპით;
უ) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების
განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ამ ჯიშის ძირითადი ნიშანთვისებები;
ფ) სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯიშების თესლი და
სარგავი მასალა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ქ) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის
უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული
პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი;
ღ) ჯიშის ოფიციალური აღწერა − ჯიშობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც თან
ახლავს ეროვნულ კატალოგში შეტანილ ჯიშს;
ყ) ჯიშობრივი იდენტურობა − ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლის
მიხედვითაც თესლი გარკვეულ ჯიშს მიეკუთვნება და რომელიც განისაზღვრება ჯიშობრივი
მახასიათებლების ოფიციალური აღწერით, რომლებიც ვლინდება მოცემულ გენოტიპში ან
გენოტიპთა კომბინაციაში;
შ) ჯიშობრივი მახასიათებლები − მახასიათებლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება
თესლის ჯიშობრივი იდენტურობა, ჯიშობრივი სიწმინდე და ხარისხი;
ჩ) ჯიშობრივი სიწმინდე − პოპულაციაში ჯიშის ან თესლისა და სარგავი მასალის წილი,
რომელიც ჯიშის ოფიციალურ აღწერას შეესაბამება.
მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი
1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშები ეროვნულ კატალოგში
შეიტანება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით,
სასოფლო-სამეურნეო
სარგებლიანობაზე
გამოცდის/შემოწმების
დადებითი
შედეგის
საფუძველზე.
2. ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ჩატარების
ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ სქემას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
3. გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები ეროვნული კატალოგიდან ამოიღება მინისტრის
ბრძანებით.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ კატალოგს
აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს.
პერიოდულად
5. დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ისეთი ჯიშების
თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, რომლებიც ეროვნულ კატალოგში შეტანილი არ
არის.
მუხლი 8. სერტიფიცირების საფასური
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ
ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის
ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 12. პასუხისმგებლობის საფუძველი
1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების
უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილ პირს.
2.
ამ
კანონით
დადგენილი
მოთხოვნის
დარღვევისათვის
სამართალდამრღვევს
საქართველოს სოფლის მეურნეობისსამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი
გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დადგენილებით დაამტკიცოს:
ა.ა) სავალდებულო
კულტურათა ნუსხა;
სერტიფიცირებისადმი
დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო
ა.ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი;
ა.გ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი;
ა.დ) ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/ შემოწმების ორგანიზაციული
და მეთოდოლოგიური სქემა;
ბ) 2019 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და
სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში
დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი.