„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 76, 29/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭო გასცემს დასკვნას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 2. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შედავების განხილვის პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად.“ 3. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.“. 4. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე;“; 5. 44-ე მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით.“. 6. 44-ე მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანებით. 5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არსებობს ამის აუცილებლობა. 6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და 44-ე მუხლის მე-2 და მე-4 - მე-6 პუნქტებში, რომლებითაც ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს გადასახდელს. ან სხვა სახის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3 1. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – „საქპატენტი“) უზრუნველყოფს სელექციონერისათვის სელექციონერის უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემის გზით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების განაცხადებისა და სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ. 2. განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭო გასცემს დასკვნას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 3. „საქპატენტს“ შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. მუხლი 27 1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში „საქპატენტი“ შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს. 2. „საქპატენტი“ შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტებული პირის დასკვნის საფუძველზე. 3. შედავების განხილვის პროცედურებსა და ვადებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად. განსაზღვრავს მუხლი 37 1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება: ა) მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით გამოყენებაზე; ბ) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე; გ) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრულია იმავე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი. მუხლი 41 1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ დადგინდა, რომ: ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე; გ) სელექციონერმა მოთხოვნები; არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი დ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ, სელექციონერის მიერ არ იქნა შეთავაზებული სხვა, შესაბამისი დასახელება. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად ან ბათილად იქნეს ცნობილი სელექციონერის მიერ „საქპატენტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე. 3. მონაცემები ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და ამის თაობაზე ცნობას აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში. მუხლი 44 1. იძულებითი ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ საჯარო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს სოფლისმეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებითა და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. 4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არსებობს ამის აუცილებლობა. 6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 7. იძულებითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სელექციონერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება.