„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დააკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში,
სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების
უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც
აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე
მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ
ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს,
რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის
სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და
სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას
ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გადამცემი
ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სავალდებულოა, სათანადო ხელშეკრულების
გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;“.
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში, მე-2 მუხლის „ბ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში, რომლებითაც ხდება საქართველოს
ენერგეტიკის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროთი/მინისტრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები
1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული
პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული
სისტემის
მართვის,
ელექტროენერგიით
(სიმძლავრით)
საბითუმო
ვაჭრობის,
ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის,
ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის,
ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს
საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების
ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
11. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე;
ბ) ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე,
ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე
საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე.
12. საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან
დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც
პირდაპირ და უშუალოდ ეხება და აწესრიგებს ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან
დაკავშირებულ საკითხებს.
1 3. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურით ელექტროენერგიის წარმოებასა და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებაზე
ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ
აწესრიგებს ამ საკითხებს და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. კანონის მიზანია:
ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის
რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების,
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების
ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების,
გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების,
აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების,
განაწილებისა
და
მოხმარების
განსახორციელებლად
გაწეული,
ეკონომიკურად
მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;
ბ) შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის,
ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის და სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭირო
სამართლებრივი საფუძველი;
გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა
და განვითარების მიზნით;
დ) ხელი შეუწყოს ჰიდროენერგეტიკული, სხვა განახლებადი, ალტერნატიული და
ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების უპირატეს გამოყენებას.
3. კანონის ამოცანაა:
ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის,
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულსამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;
ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის,
განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის,
ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და
ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის
საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი
დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;
გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის,
განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების,
იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის
გაზრდას;
დ ) უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ და
ბუნებრივი გაზის ბაზრებზე;
ე) უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და
ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და მათ საფუძველზე შექმნას სატარიფო რეგულირების
სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ტარიფებისაგან და
ამავე დროს ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა
და განვითარებას;
ვ) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიას სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის
სფეროში სატარიფო რეგულირება.
მუხლი 2. განმარტებები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია
გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან
მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;
ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც
აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე
მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ
ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს,
რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის
სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და
სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას
ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის
ყველა ნაწილი სავალდებულოა, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს
გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის
ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;
გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი
საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი
ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“
ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის
გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;
დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან
დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის
მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან)
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და
მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება),
აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება;
ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და
მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის
უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული
სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია
მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;
ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისია;
ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი
პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული
საქმიანობის განხორციელების უფლება;
თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების
საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების
უფლება;
ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი
გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას
წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის
ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის
ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს
ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;
კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი
გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას
განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან
პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების
სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს,
პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;
[კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი
გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას
განაწილების ლიცენზიატს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის
ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი
ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების
ლიცენზიატს, ბუნებრივი გაზის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის
ტრანსპორტირების სისტემებს; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ]
კ1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი,
რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი
საჭიროებისათვის;
ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს
წარმოების,
გადაცემის
ან
განაწილების
ლიცენზიატის
კუთვნილი
ქსელიდან
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების
დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და
რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;
[ლ) პირდაპირი მომხმარებელი − ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და
ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი;
ლ 1 ) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც:
ლ 1 .ა) მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში
ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების
ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი
საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“
მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ,
როგორც პირდაპირი მომხმარებელი;
ლ 1 .ბ) მის მფლობელობაში მყოფ 35 ან მეტი კილოვოლტი ძაბვის ქსელში
ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების
ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი
საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“
მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ,
როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
შენიშვნა: ამ მუხლის „ლ 1 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას,
თუ პირი თავად არ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში, როგორც პირდაპირი
მომხმარებელი, მის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის
ოპერატორი;
ლ 2 ) ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც მიერთებულია
ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მას მხოლოდ
საკუთარი
საჭიროებისათვის
და
განაწილების
ლიცენზიატი
არ
არის; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1მაისიდან) ]
მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული გადასახდელი;
ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ,
გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის
მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ,
გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის
გაყიდვა, გარდა ამ კანონის 23 5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა;
ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას
(სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;
პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ
მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას
(სიმძლავრეს);
ჟ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც
არეგულირებს:
ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას;
ტ.ბ)
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა
და
დისპეტჩერიზაციის
ლიცენზიატის საქმიანობებს;
ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის
ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ,
კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;
ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;
ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების,
განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის
გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და
ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან,
ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის
მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან
დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;
ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური
საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის
განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას;
ტ.ზ)
სისტემათაშორისი
ტრანზიტისათვის
(გადადინებისათვის)
განკუთვნილი
ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის
გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს;
ტ.თ)
სისტემათაშორისი
ტრანზიტისათვის
(გადადინებისათვის)
განკუთვნილი
ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური
აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს;
ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;
ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს;
ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის,
ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს;
ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი
ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს,
სისტემათაშორისი
ტრანზიტისთვის
(გადადინებისთვის)
განკუთვნილი
ახალი
ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს;
ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს
ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში
ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს;
ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
უ ) (ამოღებულია);
ფ ) „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C
ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ
31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);
ქ ) „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა
მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც
გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2
მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და
რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი.
ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც
მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო
სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც
მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;
ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის
ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების
პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;
ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან
ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის
მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი
ქსელის ფარგლებში;
შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა
მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;
ჩ) სამინისტრო − საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ც) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი
გაზის ყიდვა-გაყიდვის, გატარების და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და
ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და
შესრულების წესებს;
ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე
მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების
ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია
ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან
ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული
სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი;
წ) (ამოღებულია);
ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის
შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო
მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი
შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში;
ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ
დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე
ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები
ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების
მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში,
ასევე შესაბამის ლიცენზიებში;
ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის
გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და
ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის
მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის
ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად
ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების
მინიჭება;
ჯ1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის
ზღვრული
ტარიფის
დადგენით
საქმიანობის
ან
მცირე
სიმძლავრის
ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით
საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის
დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების
ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული
ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;
ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სიტუაცია;
ჰ1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი
გაზის ბაზრის წესები“;
ჰ2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა
და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი
წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები;
ჰ 3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი,
რომელიც არეგულირებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურებს და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს
ელექტროენერგიის განაწილების ქსელის მეშვეობით ყიდვის, გაყიდვის, განაწილების,
გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის
მფლობელი
საცალო
მომხმარებლის
მიერ
ელექტროენერგიის
განაწილების
ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი
ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს;
ჰ4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც
არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო
მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის,
განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;
ჰ5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო
სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან
გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ
ელექტროსადგურს;
ჰ6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს
წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების
ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის
პირდაპირი მომხმარებელი;
[ჰ 6 ) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10
კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის,
განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების
ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის და პირდაპირი
მომხმარებელი არ არის; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ]
ჰ7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი
ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ
საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და
სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და
რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;
ჰ8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და
გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა
ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება;
ჰ9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ
უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო
ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული
სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
ჰ 10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი
მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი,
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის
(სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ
ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24
1
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
[ჰ 10 ) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები,
ელექტროენერგიის
პირდაპირი
მომხმარებელი,
იმპორტიორი,
ექსპორტიორი,
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური,
რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად
უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო
ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ]
ჰ11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) –
სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“
(საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც
კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით
ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს,
აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი,
რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის;
ჰ 13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული
სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული
სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების
ლიცენზიატები),
რომელსაც/რომლებსაც
გაჩერებული
მდგომარეობიდან
ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და
სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა
ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული
სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010
წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ
შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების
ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა
ანაზღაურდეს;
ჰ14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის,
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით
სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული
პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების
ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;
[ ჰ 14 ) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, წარმოების ან განაწილების
ლიცენზიატის, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ან მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის)
წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე გადატანა, აგრეთვე
ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი
ბუნებრივი გაზის გადატანა; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ]
ჰ15 ) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის
ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება
კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში ;
ჰ16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული
შესაბამისი ხარისხის წყალი;
ჰ17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით
დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;
ჰ18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და
განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები,
საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც
გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;
ჰ19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.
ჰ20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც
არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების
სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს;
ჰ21 )
სასმელი
წყლის
ხარჯვის
ნორმა
–
წყალმომარაგების
ტარიფის
გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული
კომისიის
მიერ
თითოეული
წყალმომარაგების
ლიცენზიატისათვის
ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც
აისახება წყალმომარაგების ტარიფში;
ჰ22) განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო,
რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიო- და ჰიდროენერგიებით,
გეოთერმული, მზის, ქარისა და ზღვის (მათ შორის, დინებების, ტალღების და თერმული)
ენერგიებით;
ჰ 23) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც
აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები
მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის
პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის
ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;
[ ჰ 23 ) ქსელის წესები – „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ქსელის
წესები“; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან ) ]
ჰ24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის
ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ჰ25) გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის
ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული
აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და
განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის
ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ჰ26) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში
არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების
ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს;
[ჰ 27 ) „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემის ქსელის და განაწილების ქსელის მართვის და ამ
ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს
(გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით
გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა
და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;
ჰ 28 ) „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის
მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და
პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის
ლიცენზიატებსა
და
მათი
მომსახურებით
მოსარგებლე
სუბიექტებს
შორის
ურთიერთობებს. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან ) ]