„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა
და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
დაცული
ტერიტორიების
მართვაში
მონაწილეობენ
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის,
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსთან და მის სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე.“.
2. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
თუშეთის,
ტერიტორიებზე
ბაწარა-ბაბანეურის,
საქმიანობა
ექვემდებარება
ლაგოდეხისა
და
ვაშლოვანის
სახელმწიფო
კონტროლს,
რაც
დაცულ
მოიცავს
განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და
საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის
ზედამხედველობას.
დაცულ
ტერიტორიებზე
საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის,
სოფლის
მეურნეობისა
და
სოფლის
განვითარების
სამინისტრო
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის
განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
3. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 58. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მიზნით დგინდება
ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტი. ვიზიტორთა დასაშვებ ლიმიტს, დაცული ტერიტორიის
ეკოლოგიური ტევადობისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე,
ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული
ტერიტორიების სააგენტო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა
და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური
ცვლილებების
განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი,
მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს
ბიუროკრატია,
რაც
თავისთავად,
ადმინისტრაციული
დანახარჯების
მაქსიმალურ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 50-ე მუხლის
პირველი პუნქტში და 58-ე მუხლში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის,
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
ბიუჯეტიდან
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების
შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 45. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების სახელმწიფო მართვის ორგანოები
1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების
მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების
საფუძველზე.
3. საქართველოს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში თუშეთის, ლაგოდეხისა და
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვისა და უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის
წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 50. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების
სფეროში
1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს განხორციელებული
საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსოეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის
სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს,
მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის
წარმოდგენა.
2. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების
დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის
მიზანია, უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული
ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების წესების და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ სხვა მოთხოვნათა შესრულება.
3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების
დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას
ექვემდებარება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც
დაკავშირებულია დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან.
მუხლი 58. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა თუშეთის ,
ბაწარა - ბაბანეურის , ლაგოდეხისა დავაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მიზნით დგინდება
ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტი. ვიზიტორთა დასაშვებ ლიმიტს, დაცული ტერიტორიის
ეკოლოგიური ტევადობისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე,
ადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.