„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
> . 0 - $ n ! X 0 4 პროექტი საქართველოს კანონი სამხედრო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. სამხედრო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-9 მუხლის ი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ი) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყ J J ოფებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; . მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2 J J Normal D D Default Paragraph Font Ri R Table Normal l ( ( No List T T [Normal] $ $ f f 4 abzaci_xml # $ $ DZ D 4 Plain Text N N 4 Plain Text Char R R Balloon Text N N Balloon Text Char ! ! ! ) ბ ი ! ' - ! L # @ ჰ 0 Unknown Times New Roman Symbol Arial Sylfaen AcadNusx Calibri Courier New Segoe UI Cambria Math " H; f f 2 x x Activated User Manana Ghviniashvili 0 d @ @ @ @ f 0 h p o ! " # $ & ' ( ) * + , / Root Entry 1 1Table WordDocument SummaryInformation ( DocumentSummaryInformation 8 % CompObj r t c 8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ცვლილებების ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში, რომლითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 9. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები სამხედრო პოლიცია ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, შეატყობინოს მის შესახებ ოჯახს, სამსახურს ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსა და პროკურორის გადაწყვეტილებებით განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; გ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, სამართალდამრღვევებთან ჩაატაროს ინდივიდუალური პროფილაქტიკური მუშაობა; დ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; ე) აღასრულოს მოსამართლის დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ; ვ) შეასრულოს, ქვემდებარეობით, პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას; ზ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს უბედური შემთხვევისა და საზოგადოებრივად საშიში ქმედების შედეგად დაზარალებულს, აგრეთვე უმწეო მდგომარეობაში, ტოქსიკური, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; თ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აგრეთვე აღასრულოს სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ; ი) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; კ) საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.