„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.11.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
120210010.05.001.017976) მე-4 მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტრო;
ჟ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო
მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური
გახდეს
მართვა
და
შემცირდეს
ბიუროკრატია,
რაც
თავისთავად,
ადმინისტრაციული
დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან,
კერძოდ,
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში,
რომლითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური წყარო, რომელიც აღარ
გამოიყენება ან რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;
ბ) დახურვა – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განთავსებიდან განსაზღვრული დროის
გასვლის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების
დასრულება, აგრეთვე საბოლოო საინჟინრო და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც
აუცილებელია შესაბამისი ობიექტის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
გ) დეკონტამინაცია – ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური
პროცესები) ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის
ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან სრულად ან ნაწილობრივ
გასუფთავება;
დ) რადიოაქტიური ნარჩენების კონდიცირება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია
რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვა და გადაფუთვა მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების,
შენახვის ან დამარხვის უზრუნველსაყოფად;
ე) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული
რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი
ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის
კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის
შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;
ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები – რადიოაქტიური ნარჩენების
რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია
შესაბამის შესანახში, საცავში ან/და სამარხში მათი მიღებისათვის;
ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო
შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების
განზრახვის გარეშე;
თ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო
შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს
მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების
შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ი) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო
შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის,
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების
შესაძლებლობის გათვალისწინებით;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის და
შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობა;
ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად
წარმოიქმნა ან წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები ან/და რომელიც ფლობს რადიოაქტიურ
ნარჩენებს;
მ) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა – ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა,
რომელიც/რომლებიც მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას,
გადამუშავებას, კონდიცირებას, ტრანსპორტირებას, შენახვასა და დამარხვას, აგრეთვე
რადიოაქტიური
ნარჩენებისადმი
მოპყრობისათვის
განკუთვნილი
შენობა-ნაგებობების,
დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან გამოყვანას/დემონტაჟს
და დახურვას;
ნ) რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური ნივთიერება, აგრეთვე მისი შემცველი ან
მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან რომელსაც უნარი აქვს, დასხივებისას
ნივთიერების იონიზაცია გამოიწვიოს;
ო) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები – რადიოაქტიური
ნარჩენები ან/და უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყარო, რომელიც რადიოაქტიური
ნარჩენების სამარხში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განსათავსებლად სახელმწიფოს
მფლობელობაში გადავიდა;
პ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ჟ) სააგენტო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტო;
რ) დეპარტამენტი – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.