„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების დაკვირვებით მიღებულ ერთობლიობა. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მეშვეობით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც ხდება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიების მინიჭება. იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები.“. 2. 292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა ამ თავის ნორმების შესასრულებლად საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიურად აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დაცვის სამინისტროს.“. 3. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებულ პროექტს, საბოლოო შეთანხმებისთვის, წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.“. 4. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 5. 38-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები. 7. საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მათი შეთანხმების შემთხვევაში, დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს. 6. 381 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 20 დეკემბრამდე, „ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის მიზნით ნებართვის მისაღებად განცხადებას ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 42 დღისა.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“. დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 7. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო „2. ატმოსფერული ჰაერის კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“. 8. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“. 9. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები 1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.“. 10. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით.”; 11. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 12. 54-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 13. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ საქართველოს ხელისუფლებაში მთავრობის მიერ განსახორციელებელი მიღებული რეფორმის გადაწყვეტილების შედეგად, შესახებ არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში „ატმოსფერული ჰაერის დაცვის სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან კანონის შესაბამისობის შესახებ“ საქართველოს უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-20 მუხლის 1-2 პუნქტებში, 292 მუხლში, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 38-ე მუხლის მე-6-7 პუნქტებში, 381 მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 პუნქტებში, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 48-ე მუხლში, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 54-ე მუხლის მე4, მე-6 პუნქტებში, 55-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა 1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებულ ინფორმაციისშეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების მდგომარეობაზე ერთობლიობა. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საჯაროსამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მეშვეობით. 2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ). 3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე. 4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესი და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და განსაკუთრებით დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოი თვლება ადმინისტრაციული რაიონებისა დადასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მ ავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები , რომელთასაფუძველზედაც ხდებ ა ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძ ურებული , მაღალიდაბინძურების , დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კ ატეგორიების მინიჭება . იმ დასახლებული პუნქტებისჩამონათვალი , რომელთა ადმინისტრაცი ული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისინდ ექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა , განისაზღვრება საქართველო ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის მინისტრის ბრძანებით „ საქართველოს დასახლე ბული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ , რომელთათვისაცყოველწლიურად გამ ოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებ ი. 6. სააგენტო ყოველი წლის 1 მარტამდე ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისთვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს. 7. (ამოღებულია). მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა ამ თავის ნორმების შესასრულებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიურად აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება, შეთანხმება, გასხვისება და გაუქმება 1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებულ პროექტს საბოლოო შეთანხმებისთვის წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა. 3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე. 4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით. მუხლი 37. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა 1.(ამოღებულია). 2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა მოიცავს: ა) გაფრქვევათა თვითმონიტორინგს; ბ) გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემას. 3. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს გაფრქვევათა ანგარიშგების დოკუმენტაციის შეკრების, გადამუშავებისა და გაანალიზების სისტემას. 4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რ ესურსების დაცვის სამინისტრო. მუხლი 38. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი 1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება. 11. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა. 2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს: ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას); ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას; გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას. 3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და შესაბამისი დოკუმენტაციის ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 4. (ამოღებულია) . 5. (ამოღებულია). 6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები. 7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელ მწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვა ლდებული არიან , ამ მუხლის მე 6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერ ულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები , მა თი შეთანხმების შემთხვევაში , დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს . მუხლი 381. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები 1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტვირთის დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერების სასაქონლო კოდი სეს ესნ-ის მიხედვით; გ) ოზონდამშლელი ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, გადამუშავებულია თუ აღდგენილია; დ) ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი; ე) ოზონდამშლელი ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის ნებართვა; ვ) ოზონდამშლელი ნივთიერების – მეთილბრომიდის საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნისა და დროის და ამ ნივთიერების ადგილმდებარეობის შესახებ. 4. ნებართვა გაიცემა „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტით“ დამტკიცებული ოზონდამშლელი ნივთიერებების ჩამონათვალის შესაბამისი დანართით განსაზღვრული კვოტირებული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით განსაზღვრული ნივთიერებების იმპორტზე. 5. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 20 დეკემბრამდე, „ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის მიზნით ნებართვის მისაღებად განცხადებას ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 42 დღისა. 6. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად. 7. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 9. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 11. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისთვის ნებართვა გაიცემა იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე ვადით, ხოლო ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტისთვის, რეექსპორტისთვის და ტრანზიტისთვის – ნებართვის გაცემის დღიდან 1 წლის ვადით. მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი 1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტრ ოლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინი სტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორ განოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში . მუხლი 41. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა 1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი ნორმების აღსრულების უზრუნველყოფა. 2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ი ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედ ველობას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამ ინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობ ის დეპარტამენტი . 3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. (ამოღებულია). მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები 1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და მინისტრი სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება. მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. 2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით. მუხლი 53. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან 1. გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის მიზნით სავალდებულოა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმების დაცვა და მათი შემცირების ღონისძიებათა განხორციელება. 2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიეროკვლევით სამუშაოებს ა ხორციელებს სააგენტო. 4. (ამოღებულია). მუხლი 54. დედამიწის ოზონის შრის დაცვა 1. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე და შლის მას. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 7 2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ოზონდამშლელი ნივთიერებების და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხდება და სტატისტიკა წარმოებს სეს ესნ-ის გამოყენებით. 3. საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება მონრეალის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების და მათი ნარევების მოხმარება. 4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მუხლი 55. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისაგან 1. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ღონისძიებებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში. 2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.