„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 405) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო
(შემდგომ – სამინისტრო).“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის
(შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო
მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური
გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული
დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან,
კერძოდ,
რიგ
უწყებებში
სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-3 და მე-4 მუხლების პირველი პუნქტებში,
რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების წარმოქმნას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპრექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრვი
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო და
მისი უფლება-მოვალეობანი
1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში სამინისტროს უფლებებია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობაზე ეკოლოგიური
ექსპერტიზის ჩასატარებლად დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა;
ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურისათვის აუცილებელი ინფორმაციის (მათ
შორის, საცნობარო, სტატისტიკური და სამსახურებრივი სარგებლობის ინფორმაციის) მიღება, თუ
საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში სამინისტროს მოვალეობებია:
ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საექსპერტო კომისიების შექმნა;
ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
გ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტების რეგისტრაციაში გატარება და მათი მონაცემთა ბაზის შექმნა;
ე) საქმიანობის განმახორციელებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მისთვის ეკოლოგიური
ექსპერტიზის ორგანიზებისა და ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გასაცნობად
წარდგენა;
ვ) საზოგადოების წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში,
ექსპერტიზის ჩატარების მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობა.
მისთვის
ეკოლოგიური
მუხლი 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესი
1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი)
ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია.
2. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, დადგენილი
წესის შესაბამისად, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები.
3. ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქმიანობაზე განცხადების „გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.
4. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურას და საექსპერტო კომისიის ფორმირების
წესს განსაზღვრავს „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულება, რომელსაც
ამტკიცებს მინისტრი.